მუსხაფი, გვერდი 486
-
ذَٰلِكَ الَّذِي يُبَشِّرُ اللَّهُ عِبَادَهُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ۗ قُلْ لَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا إِلَّا الْمَوَدَّةَ فِي الْقُرْبَىٰ ۗ وَمَنْ يَقْتَرِفْ حَسَنَةً نَزِدْ لَهُ فِيهَا حُسْنًا ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ شَكُورٌ
სწორედ ეს არის, რასაც ახარებს ალლაჰი თავის მსახურთ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. უთხარი: მე არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, თუ არა ახლობლებისადმი სიყვარულისა. და ვინც მოიხვეჭს სიკეთეს, ვუმრავლებთ იმას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მადლობის შემსმენია.
42:23 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا ۖ فَإِنْ يَشَإِ اللَّهُ يَخْتِمْ عَلَىٰ قَلْبِكَ ۗ وَيَمْحُ اللَّهُ الْبَاطِلَ وَيُحِقُّ الْحَقَّ بِكَلِمَاتِهِ ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
ნუთუ ამბობენ, სიცრუე შეთხზა ალლაჰზეო? ამასთან ერთად, რომ იყოს ნება ალლაჰისა, შენს გულს დაახშობს, რამეთუ მოგვის ალლაჰი ამაოებას და თავისი სიტყვებით განამტკიცებს ჭეშმარიტებას. უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს!
42:24 -
وَهُوَ الَّذِي يَقْبَلُ التَّوْبَةَ عَنْ عِبَادِهِ وَيَعْفُو عَنِ السَّيِّئَاتِ وَيَعْلَمُ مَا تَفْعَلُونَ
და იგია, რომელიც შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან, მიუტევებს სიავეებს და უწყის, რასაც სჩადიხართ.
42:25 -
وَيَسْتَجِيبُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَيَزِيدُهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۚ وَالْكَافِرُونَ لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ
და იგი შეისმენს იმათსას, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. და გაუმრავლებს მათ თავის მადლს. და ურწმუნოთათვისაა სასტიკი სასჯელი.
42:26 -
وَلَوْ بَسَطَ اللَّهُ الرِّزْقَ لِعِبَادِهِ لَبَغَوْا فِي الْأَرْضِ وَلَٰكِنْ يُنَزِّلُ بِقَدَرٍ مَا يَشَاءُ ۚ إِنَّهُ بِعِبَادِهِ خَبِيرٌ بَصِيرٌ
და რომ გაუზარდოს ალლაჰმა სარჩო თავის მსახურთ, უთუოდ, გადავიდოდნენ ზღვარს. მაგრამ იგი თანაზომიერად ზეგარდმოავლენს, ინებებს რასაც. უეჭველად, იგი თავის მსახურთაგან ყველაფერს უწყის და ხედავს.
42:27 -
وَهُوَ الَّذِي يُنَزِّلُ الْغَيْثَ مِنْ بَعْدِ مَا قَنَطُوا وَيَنْشُرُ رَحْمَتَهُ ۚ وَهُوَ الْوَلِيُّ الْحَمِيدُ
და იგია, რომელიც ზეგარდმოავლენს წვიმას მას მერე, რაც სასოწარკვეთას მიეცნენ და განავრცობს თავის წყალობას, რამეთუ იგია ჭეშმარიტი მფარველი, ყოვლად ქების ღირსი.
42:28 -
وَمِنْ آيَاتِهِ خَلْقُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَثَّ فِيهِمَا مِنْ دَابَّةٍ ۚ وَهُوَ عَلَىٰ جَمْعِهِمْ إِذَا يَشَاءُ قَدِيرٌ
და მის სასწაულებს განეკუთვნება გაჩენა ცათა და მიწის, ასევე ცოცხალი არსებების, რომლებიც განასახლა მასზე. და მას ძალუძს მათი შეკრება, როცა ინებებს.
42:29 -
وَمَا أَصَابَكُمْ مِنْ مُصِيبَةٍ فَبِمَا كَسَبَتْ أَيْدِيكُمْ وَيَعْفُو عَنْ كَثِيرٍ
და რაც სიავეთაგან გეწიათ იმისთვისაა, რაც მოიხვეჭა თქვენმა ხელებმა და მოგიტევებთ მრავალთა.
42:30 -
وَمَا أَنْتُمْ بِمُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ ۖ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ
და თქვენ ვერ სძლევთ მას ქვეყნად და არ არს თქვენთვის არც მოყვასი და არცა შემწე, გარდა ალლაჰისა.
42:31
თარგმანი: რეზო მიქელაძე