მუსხაფი, გვერდი 487

  1. وَمِنْ آيَاتِهِ الْجَوَارِ فِي الْبَحْرِ كَالْأَعْلَامِ

    და მის სასწაულებს განეკუთვნება ხომალდები ზღვაში, უშველებელი მთების დარნი.

    42:32
  2. إِنْ يَشَأْ يُسْكِنِ الرِّيحَ فَيَظْلَلْنَ رَوَاكِدَ عَلَىٰ ظَهْرِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِكُلِّ صَبَّارٍ شَكُورٍ

    თუ ინებებს, დააწყნარებს ქარს და მაშინ ისინი დარჩებიან უძრავად მის ზედაპირზე. უეჭველად, ამაშია სასწაულები ყოველ მომთმენელთა და მადლიერთათვის!

    42:33
  3. أَوْ يُوبِقْهُنَّ بِمَا كَسَبُوا وَيَعْفُ عَنْ كَثِيرٍ

    ან დაღუპავს მათ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს და მიუტევებს მრავალთ.

    42:34
  4. وَيَعْلَمَ الَّذِينَ يُجَادِلُونَ فِي آيَاتِنَا مَا لَهُمْ مِنْ مَحِيصٍ

    და იცოდნენ, რომელნიც დაობენ ჩვენი აიათების შესახებ, არ არს მათთვის გადარჩენა.

    42:35
  5. فَمَا أُوتِيتُمْ مِنْ شَيْءٍ فَمَتَاعُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَمَا عِنْدَ اللَّهِ خَيْرٌ وَأَبْقَىٰ لِلَّذِينَ آمَنُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    სწორედ, რომ ყოველივე, რაც გებოძათ, ამქვეყნიური წარმავალი საბადებელია. ხოლო ის, რაც ალლაჰის წიაღშია, უკეთესია და მარადიული მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ.

    42:36
  6. وَالَّذِينَ يَجْتَنِبُونَ كَبَائِرَ الْإِثْمِ وَالْفَوَاحِشَ وَإِذَا مَا غَضِبُوا هُمْ يَغْفِرُونَ

    და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, როცა განრისხდებიან, პატიობენ.

    42:37
  7. وَالَّذِينَ اسْتَجَابُوا لِرَبِّهِمْ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَأَمْرُهُمْ شُورَىٰ بَيْنَهُمْ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    და რომელთაც შეისმინეს თავიანთი ღმერთის, ჭეშმარიტად აღავლინეს ლოცვა და საქმე მათი ბჭობაა ერთმანეთ შორის და რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ იქიდან.

    42:38
  8. وَالَّذِينَ إِذَا أَصَابَهُمُ الْبَغْيُ هُمْ يَنْتَصِرُونَ

    და ისინი, როცა ეწევათ უსამართლო მძლავრობა, ერთმანეთს შეეწევიან.

    42:39
  9. وَجَزَاءُ سَيِّئَةٍ سَيِّئَةٌ مِثْلُهَا ۖ فَمَنْ عَفَا وَأَصْلَحَ فَأَجْرُهُ عَلَى اللَّهِ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الظَّالِمِينَ

    სიავის საზღაური მისი ტოლფასი სიავეა. მაგრამ ვინც მიუტევებს და მშვიდობას დაამყარებს, მაშინ გასამრჯელო მისი ალლაჰთანაა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი.

    42:40
  10. وَلَمَنِ انْتَصَرَ بَعْدَ ظُلْمِهِ فَأُولَٰئِكَ مَا عَلَيْهِمْ مِنْ سَبِيلٍ

    უსათუოა, რომ უსამართლობის შემდეგ ვინც ღირსება და უფლება დაიცვა, აი მათზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა.

    42:41
  11. إِنَّمَا السَّبِيلُ عَلَى الَّذِينَ يَظْلِمُونَ النَّاسَ وَيَبْغُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    მაგრამ პასუხისმგებლობა იმათზეა, რომელნიც უსამართლოდ ექცევიან ხალხს და უსამართლოდ აღვირახსნილობენ დედამიწაზე. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი!

    42:42
  12. وَلَمَنْ صَبَرَ وَغَفَرَ إِنَّ ذَٰلِكَ لَمِنْ عَزْمِ الْأُمُورِ

    და უთუოდ, ვინც მოითმენს და აპატიებს, სწორედ ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.

    42:43
  13. وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ وَلِيٍّ مِنْ بَعْدِهِ ۗ وَتَرَى الظَّالِمِينَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ يَقُولُونَ هَلْ إِلَىٰ مَرَدٍّ مِنْ سَبِيلٍ

    და ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება ამის შემდგომ შემწე. და როცა იხილავენ სასჯელს, დაინახავ უსამართლოებს, რომლებიც იტყვიან: „განა არ არის დასაბრუნებლად გზა?“

    42:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე