მუსხაფი, გვერდი 485

  1. وَالَّذِينَ يُحَاجُّونَ فِي اللَّهِ مِنْ بَعْدِ مَا اسْتُجِيبَ لَهُ حُجَّتُهُمْ دَاحِضَةٌ عِنْدَ رَبِّهِمْ وَعَلَيْهِمْ غَضَبٌ وَلَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ

    და რომელნიც დაობენ ალლაჰის თაობაზე, მას მერე, რაც შეისმინეს იგი, მათი მოსაზრება ამაოა თავიანთი ღმერთის წინაშე, რამეთუ მათზეა რისხვა და მათთვისაა სასჯელი სასტიკი.

    42:16
  2. اللَّهُ الَّذِي أَنْزَلَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ وَالْمِيزَانَ ۗ وَمَا يُدْرِيكَ لَعَلَّ السَّاعَةَ قَرِيبٌ

    ალლაჰია იგი, რომელმაც ზეგარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით და სასწორი. შენ რა იცი, იქნებ საათი ახლოა?!

    42:17
  3. يَسْتَعْجِلُ بِهَا الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِهَا ۖ وَالَّذِينَ آمَنُوا مُشْفِقُونَ مِنْهَا وَيَعْلَمُونَ أَنَّهَا الْحَقُّ ۗ أَلَا إِنَّ الَّذِينَ يُمَارُونَ فِي السَّاعَةِ لَفِي ضَلَالٍ بَعِيدٍ

    დაჩქარება სურთ მისი, რომელთაც არ სწამთ იგი. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, მოკრძალებულნი არიან მისადმი და უწყიან, რომ იგი ჭეშმარიტებაა. უეჭველად, რომელნიც ეჭვობენ საათის თაობაზე, ნამდვილად ღრმა ცდომილებაში არიან.

    42:18
  4. اللَّهُ لَطِيفٌ بِعِبَادِهِ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ ۖ وَهُوَ الْقَوِيُّ الْعَزِيزُ

    ალლაჰი სიკეთის მბოძებელია თვისი მსახურისადმი და მიაგებს სარჩოს, ინებებს ვისაც, რამეთუ იგი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილია.

    42:19
  5. مَنْ كَانَ يُرِيدُ حَرْثَ الْآخِرَةِ نَزِدْ لَهُ فِي حَرْثِهِ ۖ وَمَنْ كَانَ يُرِيدُ حَرْثَ الدُّنْيَا نُؤْتِهِ مِنْهَا وَمَا لَهُ فِي الْآخِرَةِ مِنْ نَصِيبٍ

    და ვისი სურვილიცაა მონაგარი საიქიოს, ვუმრავლებთ მას თავის საწადელს. ხოლო ვისი სურვილიცაა მონაგარი სააქაოს, ვუბოძებთ მას იქიდან, რამეთუ არ ექნება წილი საიქიოში.

    42:20
  6. أَمْ لَهُمْ شُرَكَاءُ شَرَعُوا لَهُمْ مِنَ الدِّينِ مَا لَمْ يَأْذَنْ بِهِ اللَّهُ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةُ الْفَصْلِ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۗ وَإِنَّ الظَّالِمِينَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია? და რომ არა სიტყვა გადავადებისა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული. და უეჭველად, უსამართლოთათვისაა მწარე სასჯელი.

    42:21
  7. تَرَى الظَّالِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا كَسَبُوا وَهُوَ وَاقِعٌ بِهِمْ ۗ وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فِي رَوْضَاتِ الْجَنَّاتِ ۖ لَهُمْ مَا يَشَاءُونَ عِنْدَ رَبِّهِمْ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَضْلُ الْكَبِيرُ

    და დაინახავ უსამართლოებს, შეშინებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, რამეთუ იგი თავს დაატყდებათ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, (იხილავ) სამოთხის ბაღებში. მათთვისაა, რასაც ისურვებენ თავიანთი ღმერთის წინაშე. სწორედ ესაა დიდი წყალობა!

    42:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე