მუსხაფი, გვერდი 484

  1. فَاطِرُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ جَعَلَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا وَمِنَ الْأَنْعَامِ أَزْوَاجًا ۖ يَذْرَؤُكُمْ فِيهِ ۚ لَيْسَ كَمِثْلِهِ شَيْءٌ ۖ وَهُوَ السَّمِيعُ الْبَصِيرُ

    იგი გამჩენია ცათა და ქვეყნის! დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე, და ასევე საქონელი წყვილებად. გამრავლებთ თქვენ იქ. არაფერია მსგავსი მისი, რამეთუ იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!

    42:11
  2. لَهُ مَقَالِيدُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    მას ეკუთვნის გასაღებნი ცათა და მიწის, შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი უწყის ყველაფერს.

    42:12
  3. شَرَعَ لَكُمْ مِنَ الدِّينِ مَا وَصَّىٰ بِهِ نُوحًا وَالَّذِي أَوْحَيْنَا إِلَيْكَ وَمَا وَصَّيْنَا بِهِ إِبْرَاهِيمَ وَمُوسَىٰ وَعِيسَىٰ ۖ أَنْ أَقِيمُوا الدِّينَ وَلَا تَتَفَرَّقُوا فِيهِ ۚ كَبُرَ عَلَى الْمُشْرِكِينَ مَا تَدْعُوهُمْ إِلَيْهِ ۚ اللَّهُ يَجْتَبِي إِلَيْهِ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي إِلَيْهِ مَنْ يُنِيبُ

    დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ღისას: „რომ დაიცავით სარწმუნოება და არ დაიყოთ მასთან მიმართებაში“. მძიმეა კერპთაყვანისმცემლებისთვის იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს იმისკენ, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინც მიიქცევა მისკენ.

    42:13
  4. وَمَا تَفَرَّقُوا إِلَّا مِنْ بَعْدِ مَا جَاءَهُمُ الْعِلْمُ بَغْيًا بَيْنَهُمْ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّ الَّذِينَ أُورِثُوا الْكِتَابَ مِنْ بَعْدِهِمْ لَفِي شَكٍّ مِنْهُ مُرِيبٍ

    და არ დაყოფილან იმის შემდგომ, რაც ებოძათ ცოდნა, გარდა მათ შორის აღვირახსნილთა. და რომ არ გადმომხდარიყო სიტყვა შენი ღმერთისგან, უთუოდ, დადგენილ ვადამდე გადაწყდებოდა მათ შორის არსებული. და უეჭველად, რომელთაც მემკვიდრეობად მიეცათ წიგნი მათ მერე, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.

    42:14
  5. فَلِذَٰلِكَ فَادْعُ ۖ وَاسْتَقِمْ كَمَا أُمِرْتَ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ ۖ وَقُلْ آمَنْتُ بِمَا أَنْزَلَ اللَّهُ مِنْ كِتَابٍ ۖ وَأُمِرْتُ لِأَعْدِلَ بَيْنَكُمُ ۖ اللَّهُ رَبُّنَا وَرَبُّكُمْ ۖ لَنَا أَعْمَالُنَا وَلَكُمْ أَعْمَالُكُمْ ۖ لَا حُجَّةَ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمُ ۖ اللَّهُ يَجْمَعُ بَيْنَنَا ۖ وَإِلَيْهِ الْمَصِيرُ

    სწორედ ამიტომ მოუწოდე და მტკიცედ დადექი, როგორც გებრძანა და არ აჰყვე მათ წადილს და თქვი: „ვირწმუნე იგი, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნთაგან და მებრძანა, რომ სამართლიანად განვსაჯო თქვენს შორის. ალლაჰი ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. ჩვენთვისაა ჩვენი საქმენი და თქვენთვისაა თქვენი საქმენი. არ არს დავა ჩვენსა და თქვენს შორის. ალლაჰი შეკრებს ყოველ ჩვენთაგანს და მასთანაა მისაქციელი.“

    42:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე