მუსხაფი, გვერდი 480
-
إِنَّ الَّذِينَ قَالُوا رَبُّنَا اللَّهُ ثُمَّ اسْتَقَامُوا تَتَنَزَّلُ عَلَيْهِمُ الْمَلَائِكَةُ أَلَّا تَخَافُوا وَلَا تَحْزَنُوا وَأَبْشِرُوا بِالْجَنَّةِ الَّتِي كُنْتُمْ تُوعَدُونَ
უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი, ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული.
41:30 -
نَحْنُ أَوْلِيَاؤُكُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَفِي الْآخِرَةِ ۖ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَشْتَهِي أَنْفُسُكُمْ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَدَّعُونَ
ჩვენ თქვენი მფარველები ვართ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვისაა იქ, რასაც სულნი თქვენი ინატრებენ! და თქვენთვისაა იქ, რასაც მოითხოვთ,
41:31 -
نُزُلًا مِنْ غَفُورٍ رَحِيمٍ
ჯილდოდ შენმდობისგან, მწყალობლისგან!
41:32 -
وَمَنْ أَحْسَنُ قَوْلًا مِمَّنْ دَعَا إِلَى اللَّهِ وَعَمِلَ صَالِحًا وَقَالَ إِنَّنِي مِنَ الْمُسْلِمِينَ
ვინც ალლაჰისკენ მოუხმო, ჰქმნა სიკეთე და თქვა: უეჭველად, მე მუსლიმთაგანი ვარ, განა არის მასზე უკეთესი ვინმე სიტყვით?
41:33 -
وَلَا تَسْتَوِي الْحَسَنَةُ وَلَا السَّيِّئَةُ ۚ ادْفَعْ بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ فَإِذَا الَّذِي بَيْنَكَ وَبَيْنَهُ عَدَاوَةٌ كَأَنَّهُ وَلِيٌّ حَمِيمٌ
არ არის თანასწორი სიკეთე და სიავე. დახვდი იმით, რომელიც საუკეთესოა. მაშინ იგი მტრობა, რაც შენსა და მას შორის იყო, გექცევა გულითად მეგობრად.
41:34 -
وَمَا يُلَقَّاهَا إِلَّا الَّذِينَ صَبَرُوا وَمَا يُلَقَّاهَا إِلَّا ذُو حَظٍّ عَظِيمٍ
მას ვერ მიაღწევს, გარდა მათი, რომელთაც მოითმინეს, და მას ვერ მიაღწევს, გარდა უდიდესი წილის მფლობელი.
41:35 -
وَإِمَّا يَنْزَغَنَّكَ مِنَ الشَّيْطَانِ نَزْغٌ فَاسْتَعِذْ بِاللَّهِ ۖ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
მაგრამ შენ, უთუოდ, გეწევა ცდუნება ეშმაკისგან. მაშ, ალლაჰს მიეკედლე! უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
41:36 -
وَمِنْ آيَاتِهِ اللَّيْلُ وَالنَّهَارُ وَالشَّمْسُ وَالْقَمَرُ ۚ لَا تَسْجُدُوا لِلشَّمْسِ وَلَا لِلْقَمَرِ وَاسْجُدُوا لِلَّهِ الَّذِي خَلَقَهُنَّ إِنْ كُنْتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ
და მისი სასწაულებიდანაა ღამე და დღე, მზე და მთვარე. არ აღავლინოთ სეჯდე არც მზისთვის და არც მთვარისთვის, სეჯდე აღასრულეთ ალლაჰისთვის, რომელმაც გააჩინა ისინი, თუკი მხოლოდ მას სცემთ თაყვანს.
41:37 -
فَإِنِ اسْتَكْبَرُوا فَالَّذِينَ عِنْدَ رَبِّكَ يُسَبِّحُونَ لَهُ بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَهُمْ لَا يَسْأَمُونَ ۩
და თუ ესენი ჯერ კიდევ ამპრტავნობენ, ისინი, რომელნიც შენი ღმერთის წინაშე არიან, ქებას აღავლენენ მისთვის დღისით და ღამით, და მათ არ ბეზრდებათ.
41:38
თარგმანი: რეზო მიქელაძე