მუსხაფი, გვერდი 479
-
وَقَالُوا لِجُلُودِهِمْ لِمَ شَهِدْتُمْ عَلَيْنَا ۖ قَالُوا أَنْطَقَنَا اللَّهُ الَّذِي أَنْطَقَ كُلَّ شَيْءٍ وَهُوَ خَلَقَكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
და ეტყვიან თავიანთ კანთ: „რატომ დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ?“ მიუგებენ: „ჩვენ აგვალაპარაკა ალლაჰმა, რომელმაც ყველაფერი აამეტყველა, რამეთუ მან გაგაჩინათ თავდაპირველად და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.
41:21 -
وَمَا كُنْتُمْ تَسْتَتِرُونَ أَنْ يَشْهَدَ عَلَيْكُمْ سَمْعُكُمْ وَلَا أَبْصَارُكُمْ وَلَا جُلُودُكُمْ وَلَٰكِنْ ظَنَنْتُمْ أَنَّ اللَّهَ لَا يَعْلَمُ كَثِيرًا مِمَّا تَعْمَلُونَ
და თქვენ არ გქონდათ რიდი იმისა, რომ არ ემოწმებინა თქვენს წინააღმდეგ თქვენს სასმენელთ, თვალთ და კანთ. თუმცაღა თქვენ გეგონათ, რომ ალლაჰი არ უწყის ბევრ იმას, რასაც სჩადიხართ.
41:22 -
وَذَٰلِكُمْ ظَنُّكُمُ الَّذِي ظَنَنْتُمْ بِرَبِّكُمْ أَرْدَاكُمْ فَأَصْبَحْتُمْ مِنَ الْخَاسِرِينَ
სწორედ ამგვარმა ვარაუდმა თქვენი ღმერთის შესახებ წაგიყვანათ დაღუპვისკენ. ამიტომაც აღმოჩნდით წაგებულთა შორის.
41:23 -
فَإِنْ يَصْبِرُوا فَالنَّارُ مَثْوًى لَهُمْ ۖ وَإِنْ يَسْتَعْتِبُوا فَمَا هُمْ مِنَ الْمُعْتَبِينَ
ახლა უკვე რომც მოითმინონ, მაინც ცეცხლია მათი თავშესაფარი, და თუ დანდობას ითხოვენ, არ იქნებიან დანდობილთა შორის.
41:24 -
وَقَيَّضْنَا لَهُمْ قُرَنَاءَ فَزَيَّنُوا لَهُمْ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَحَقَّ عَلَيْهِمُ الْقَوْلُ فِي أُمَمٍ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهِمْ مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا خَاسِرِينَ
და მივუჩინეთ მათ ახლო მეგობრები. ამრიგად შეალამაზეს მათთვის აწმყო, მომავალი და გაცხადდა სიტყვა მათზე და ყველა თემზე, რომელნიც განადგურდნენ მათ უწინ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. უეჭველად, ისინი აღმოჩდნენ წაგებულნი.
41:25 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَا تَسْمَعُوا لِهَٰذَا الْقُرْآنِ وَالْغَوْا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَغْلِبُونَ
და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოისმინოთ იგი ყურანი და ატეხეთ მასზე ღრიანცელი, ეგების თქვენ გაიმარჯვოთ“.
41:26 -
فَلَنُذِيقَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا عَذَابًا شَدِيدًا وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَسْوَأَ الَّذِي كَانُوا يَعْمَلُونَ
ამის შემდეგ, რომელთაც უარყვეს, ვაგემებთ მკაცრ სასჯელს და უთუოდ, მივუზღავთ ყველაზე ცუდს იმისგან, რასაც სჩადიოდნენ.
41:27 -
ذَٰلِكَ جَزَاءُ أَعْدَاءِ اللَّهِ النَّارُ ۖ لَهُمْ فِيهَا دَارُ الْخُلْدِ ۖ جَزَاءً بِمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَجْحَدُونَ
სწორედ ესაა საზღაური ალლაჰის მტერთა, ცეცხლია მათთვის იქ მარადიულ სამყოფლად. საზღაურად იმისთვის, რომ უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
41:28 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا رَبَّنَا أَرِنَا اللَّذَيْنِ أَضَلَّانَا مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ نَجْعَلْهُمَا تَحْتَ أَقْدَامِنَا لِيَكُونَا مِنَ الْأَسْفَلِينَ
და იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „ღმერთო ჩვენო! გვაჩვენე ისინი, რომელთაც აგვაცდინეს ჩვენ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. მოვიქცევთ მათ ფეხთქვეშ, რათა იყვნენ მდაბიონი.
41:29
თარგმანი: რეზო მიქელაძე