მუსხაფი, გვერდი 465

  1. أَوْ تَقُولَ لَوْ أَنَّ اللَّهَ هَدَانِي لَكُنْتُ مِنَ الْمُتَّقِينَ

    ან თქვას: „ალლაჰს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დავედგინე, უთუოდ, ვიქნებოდი ღვთისმოშიშთაგანი.

    39:57
  2. أَوْ تَقُولَ حِينَ تَرَى الْعَذَابَ لَوْ أَنَّ لِي كَرَّةً فَأَكُونَ مِنَ الْمُحْسِنِينَ

    ან რომ არ მოუხდეს თქმა, როცა სასჯელს დაინახავს: ნეტავ, იყოს უკან დაბრუნება და ვიყო კეთილისმქმნელთაგანი.

    39:58
  3. بَلَىٰ قَدْ جَاءَتْكَ آيَاتِي فَكَذَّبْتَ بِهَا وَاسْتَكْبَرْتَ وَكُنْتَ مِنَ الْكَافِرِينَ

    არამც და არამც! უეჭველად, შენ გებოძა ჩემი აიათები, მაგრამ შენ ცრუდ შერაცხე ისინი, გაამაყდი და შეიქმენ ურწმუნოთაგანი.

    39:59
  4. وَيَوْمَ الْقِيَامَةِ تَرَى الَّذِينَ كَذَبُوا عَلَى اللَّهِ وُجُوهُهُمْ مُسْوَدَّةٌ ۚ أَلَيْسَ فِي جَهَنَّمَ مَثْوًى لِلْمُتَكَبِّرِينَ

    და დაინახავ აღდგომის დღეს, რომელთაც სიცრუე შეთხზეს ალლაჰის წინაშე გაშავებულან სახენი მათი. განა არ არის ჯოჯოხეთში სამყოფელი თავმომწონე ამაყთათვის?

    39:60
  5. وَيُنَجِّي اللَّهُ الَّذِينَ اتَّقَوْا بِمَفَازَتِهِمْ لَا يَمَسُّهُمُ السُّوءُ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    და დაიფარავს ალლაჰი იმათ, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი თავიანთი მიღწევებიდან გამომდინარე, არ შეეხებათ სიავე და ისინი არ დამწუხრდებიან.

    39:61
  6. اللَّهُ خَالِقُ كُلِّ شَيْءٍ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ وَكِيلٌ

    ალლაჰი გამჩენია ყველაფრის. და იგია მფარველი ყველაფერსა ზედა.

    39:62
  7. لَهُ مَقَالِيدُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَالَّذِينَ كَفَرُوا بِآيَاتِ اللَّهِ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    მას ეკუთვნის გასაღებნი ცათა და მიწის, ხოლო, რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, სწორედ ეგენი არიან წაგებულნი.

    39:63
  8. قُلْ أَفَغَيْرَ اللَّهِ تَأْمُرُونِّي أَعْبُدُ أَيُّهَا الْجَاهِلُونَ

    უთხარი: „განა მიბრძანებთ თაყვანივსცე ვინმეს მაგიერ ალლაჰისა, ჰოი, უმეცარნო?“

    39:64
  9. وَلَقَدْ أُوحِيَ إِلَيْكَ وَإِلَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِكَ لَئِنْ أَشْرَكْتَ لَيَحْبَطَنَّ عَمَلُكَ وَلَتَكُونَنَّ مِنَ الْخَاسِرِينَ

    და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.

    39:65
  10. بَلِ اللَّهَ فَاعْبُدْ وَكُنْ مِنَ الشَّاكِرِينَ

    მაშ, თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს და იყავი მადლიერთაგანი!...

    39:66
  11. وَمَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ وَالْأَرْضُ جَمِيعًا قَبْضَتُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَالسَّمَاوَاتُ مَطْوِيَّاتٌ بِيَمِينِهِ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    და მათ ალლაჰი ვერ შეიმეცნეს ჭეშმარიტი შემეცნებით, რამეთუ მთელი ქვეყანა მის მფლობელობაშია აღდგომის დღეს და ცანი დაგრაგნილნი მისი ძლევამოსილებით. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან.

    39:67

თარგმანი: რეზო მიქელაძე