მუსხაფი, გვერდი 466

  1. وَنُفِخَ فِي الصُّورِ فَصَعِقَ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَمَنْ فِي الْأَرْضِ إِلَّا مَنْ شَاءَ اللَّهُ ۖ ثُمَّ نُفِخَ فِيهِ أُخْرَىٰ فَإِذَا هُمْ قِيَامٌ يَنْظُرُونَ

    და ჩაიბერება საყვირში, მაშინ ჩაკვდება ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, გარდა იმისა, ალლაჰი, ინებებს ვისაც. მერე ჩაიბერება მასში კიდევ ერთხელ, აჰა ისინი, აღდგომილნი იყურებიან.

    39:68
  2. وَأَشْرَقَتِ الْأَرْضُ بِنُورِ رَبِّهَا وَوُضِعَ الْكِتَابُ وَجِيءَ بِالنَّبِيِّينَ وَالشُّهَدَاءِ وَقُضِيَ بَيْنَهُمْ بِالْحَقِّ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    გაბრწყინდა ქვეყანა ღმერთის შარავანდედით და დაიდვა წიგნი და მოყვანილი იქნენ შუამავალნი და მოწმენი. და განისაჯა მათ შორის ჭეშმარიტებით და ისინი არ დაიჩაგრებიან.

    39:69
  3. وَوُفِّيَتْ كُلُّ نَفْسٍ مَا عَمِلَتْ وَهُوَ أَعْلَمُ بِمَا يَفْعَلُونَ

    და სრულად მიეგო ყოველ სულს, რაც ჰქმნა. და იგი უკეთ უწყის იმას, რასაც სჩადიან.

    39:70
  4. وَسِيقَ الَّذِينَ كَفَرُوا إِلَىٰ جَهَنَّمَ زُمَرًا ۖ حَتَّىٰ إِذَا جَاءُوهَا فُتِحَتْ أَبْوَابُهَا وَقَالَ لَهُمْ خَزَنَتُهَا أَلَمْ يَأْتِكُمْ رُسُلٌ مِنْكُمْ يَتْلُونَ عَلَيْكُمْ آيَاتِ رَبِّكُمْ وَيُنْذِرُونَكُمْ لِقَاءَ يَوْمِكُمْ هَٰذَا ۚ قَالُوا بَلَىٰ وَلَٰكِنْ حَقَّتْ كَلِمَةُ الْعَذَابِ عَلَى الْكَافِرِينَ

    და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგროდ. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა.

    39:71
  5. قِيلَ ادْخُلُوا أَبْوَابَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۖ فَبِئْسَ مَثْوَى الْمُتَكَبِّرِينَ

    ეთქმებათ: „შედით კარიბჭენში ჯოჯოხეთის, მარადიულად მასში (სამყოფელად)“ და რა საზიზღარია მედიდურთა თავშესაფარი!

    39:72
  6. وَسِيقَ الَّذِينَ اتَّقَوْا رَبَّهُمْ إِلَى الْجَنَّةِ زُمَرًا ۖ حَتَّىٰ إِذَا جَاءُوهَا وَفُتِحَتْ أَبْوَابُهَا وَقَالَ لَهُمْ خَزَنَتُهَا سَلَامٌ عَلَيْكُمْ طِبْتُمْ فَادْخُلُوهَا خَالِدِينَ

    და წასხმულნი იქნებიან, რომელნიც მოკრძალებულნი იყვნენ თავიანთი ღმერთის წინაშე სამოთხისაკენ გუნდებად. როცა მიაღწევენ მასთან კარიბჭენი მისი გაეღება და გუშაგნი მისი ეტყვიან: „მშვიდობა თქვენდა!“ რაოდენ მწყაზარნი ხართ. მაშ, მარადიულად შედით მასში!“

    39:73
  7. وَقَالُوا الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي صَدَقَنَا وَعْدَهُ وَأَوْرَثَنَا الْأَرْضَ نَتَبَوَّأُ مِنَ الْجَنَّةِ حَيْثُ نَشَاءُ ۖ فَنِعْمَ أَجْرُ الْعَامِلِينَ

    და თქვეს: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც შეგვისრულა თავისი აღთქმა და დაგვიმკვიდრა მიწა, რომ დავსახლდეთ სამოთხეში, ვინებებთ სადაც. რაოდენ მშვენიერი საზღაურია კეთილისმქმნელთათვის!“

    39:74

თარგმანი: რეზო მიქელაძე