მუსხაფი, გვერდი 464
-
وَبَدَا لَهُمْ سَيِّئَاتُ مَا كَسَبُوا وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
და გამომჟღავნდება მათთვის სიავენი, რაც მოიხვეჭეს, ხოლო ის, რასაც დასცინოდნენ გარშემოერტყმის მათ.
39:48 -
فَإِذَا مَسَّ الْإِنْسَانَ ضُرٌّ دَعَانَا ثُمَّ إِذَا خَوَّلْنَاهُ نِعْمَةً مِنَّا قَالَ إِنَّمَا أُوتِيتُهُ عَلَىٰ عِلْمٍ ۚ بَلْ هِيَ فِتْنَةٌ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ
ხოლო როცა შეეხება ადამიანს სიავე მოგვიხმობს ჩვენ, მერე როცა ვუბოძებთ მას წყალობას ჩვენგან, იტყვის: „ეს მხოლოდ და მხოლოდ ცოდნის წყალობით მებოძა.“ იქნებ ეს გამოცდაა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
39:49 -
قَدْ قَالَهَا الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ فَمَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَكْسِبُونَ
ჭეშმარიტად, იგივე სთქვეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინარეს, მაგრამ ვერ უშველა მათ იმან, რაც მოიხვეჭეს.
39:50 -
فَأَصَابَهُمْ سَيِّئَاتُ مَا كَسَبُوا ۚ وَالَّذِينَ ظَلَمُوا مِنْ هَٰؤُلَاءِ سَيُصِيبُهُمْ سَيِّئَاتُ مَا كَسَبُوا وَمَا هُمْ بِمُعْجِزِينَ
მაშასადამე ეწიათ მათ სიავენი, რაც მოიხვეჭეს. და მათგან, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს შეეხებათ მათაც სიავენი, რაც მოიხვეჭეს. და ვერ აღუდგებიან ეგენი.
39:51 -
أَوَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
ნუთუ არ უწყიან, რომ ალლაჰი უმრავლებს სარჩოს და უზღუდავს, ინებებს ვისაც? უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის.
39:52 -
قُلْ يَا عِبَادِيَ الَّذِينَ أَسْرَفُوا عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ لَا تَقْنَطُوا مِنْ رَحْمَةِ اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ يَغْفِرُ الذُّنُوبَ جَمِيعًا ۚ إِنَّهُ هُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ
თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი.
39:53 -
وَأَنِيبُوا إِلَىٰ رَبِّكُمْ وَأَسْلِمُوا لَهُ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَكُمُ الْعَذَابُ ثُمَّ لَا تُنْصَرُونَ
და მიიქეცით თქვენი ღმერთისკენ და დამორჩილდით მას იქამდე, სანამ მოგევლინებათ სასჯელი, მერეთ არღა იქნებით შეწევნილნი.
39:54 -
وَاتَّبِعُوا أَحْسَنَ مَا أُنْزِلَ إِلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَكُمُ الْعَذَابُ بَغْتَةً وَأَنْتُمْ لَا تَشْعُرُونَ
და მიჰყევით საუკეთესოს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა თქვენთან თქვენი ღმერთისგან იქამდე, სანამ გეწეოდეთ სასჯელი მოულოდნელად და ვერ გრძნობდეთ თქვენ.
39:55 -
أَنْ تَقُولَ نَفْسٌ يَا حَسْرَتَا عَلَىٰ مَا فَرَّطْتُ فِي جَنْبِ اللَّهِ وَإِنْ كُنْتُ لَمِنَ السَّاخِرِينَ
მანან, სანამ იტყოდეს ყველა სული: ვაი, ჩემს თავს, სრულ არ ვჰქმენ მსახურება ალლაჰისადმი! და ვიყავი ერთ-ერთი დამცინავთაგანი!
39:56
თარგმანი: რეზო მიქელაძე