მუსხაფი, გვერდი 463
-
إِنَّا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ لِلنَّاسِ بِالْحَقِّ ۖ فَمَنِ اهْتَدَىٰ فَلِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۖ وَمَا أَنْتَ عَلَيْهِمْ بِوَكِيلٍ
უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე წიგნი ხალხისათვის ჭეშმარიტებით. მაშ, ვინც დაადგება ჭეშმარიტ გზას, თავისი სულის სასიკეთოდ. ხოლო ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ, რამეთუ შენ არა ხარ მათდა გუშაგი!
39:41 -
اللَّهُ يَتَوَفَّى الْأَنْفُسَ حِينَ مَوْتِهَا وَالَّتِي لَمْ تَمُتْ فِي مَنَامِهَا ۖ فَيُمْسِكُ الَّتِي قَضَىٰ عَلَيْهَا الْمَوْتَ وَيُرْسِلُ الْأُخْرَىٰ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ
ალლაჰი მიიბარებს სულებს მათი სიკვდილის დროს, ხოლო რომელიც ჯერ არ მომკვდარა ძილის ჟამს. მერმე შეაკავებს, რომელსა ზედა განწესებულ იქმნა სიკვდილი და უშვებს სხვათ დადგენილ ვადამდე. უეჭველად, ამაშია სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის.
39:42 -
أَمِ اتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ شُفَعَاءَ ۚ قُلْ أَوَلَوْ كَانُوا لَا يَمْلِكُونَ شَيْئًا وَلَا يَعْقِلُونَ
ნუთუ მათ აიყვანეს მაგიერ ალლაჰისა შემწენი? უთხარი: „რომც არაფერს ფლობდნენ ისინი და არც ჰქონდეთ აზროვნების უნარი?! (მაინც დაიდგენთ შემწენად)
39:43 -
قُلْ لِلَّهِ الشَّفَاعَةُ جَمِيعًا ۖ لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ
უთხარი: „ალლაჰს ეკუთვნის შემწეობა ერთიანად. მას ეკუთვნის მეუფება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, შემდგომ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
39:44 -
وَإِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَحْدَهُ اشْمَأَزَّتْ قُلُوبُ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ ۖ وَإِذَا ذُكِرَ الَّذِينَ مِنْ دُونِهِ إِذَا هُمْ يَسْتَبْشِرُونَ
და როცა მხოლოდ ალლაჰი ხსენდება, შეჭირვდება გულნი რომელთაც, არ ირწმუნეს საიქიოსი. და როცა ხსენდება რომელნიც, თვინიერ მისა ხარობენ.
39:45 -
قُلِ اللَّهُمَّ فَاطِرَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ عَالِمَ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ أَنْتَ تَحْكُمُ بَيْنَ عِبَادِكَ فِي مَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ
თქვი: „ღმერთო ჩემო! უნიმუშო გამჩენო ცათა და მიწის, მცოდნევ უხილავისა და ცხადის! შენ განსჯი შენს მსახურთ შორის იმას, რაზეც უთანხმოებენ.
39:46 -
وَلَوْ أَنَّ لِلَّذِينَ ظَلَمُوا مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا وَمِثْلَهُ مَعَهُ لَافْتَدَوْا بِهِ مِنْ سُوءِ الْعَذَابِ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ وَبَدَا لَهُمْ مِنَ اللَّهِ مَا لَمْ يَكُونُوا يَحْتَسِبُونَ
მაგრამ იმათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რაც დედამიწაზეა ყველაფერი, რომ ჰქონდეთ და კიდევ ერთფა მისი, მასთან ერთად, აუცილებლად შეეცდებიან თავი გამოესყიდათ მისით აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან. მაგრამ გამოაშკარავდება მათთვის ალლაჰისგან იგი, რასაც არ მოელოდნენ.
39:47
თარგმანი: რეზო მიქელაძე