მუსხაფი, გვერდი 455
-
وَمَا خَلَقْنَا السَّمَاءَ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا بَاطِلًا ۚ ذَٰلِكَ ظَنُّ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ فَوَيْلٌ لِلَّذِينَ كَفَرُوا مِنَ النَّارِ
და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა ამაოდ. ეს ვარაუდია იმათი, რომელთაც უარყვეს. ვაი, ურწმუნოთა მდგომარეობას ცეცხლში!...
38:27 -
أَمْ نَجْعَلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ كَالْمُفْسِدِينَ فِي الْأَرْضِ أَمْ نَجْعَلُ الْمُتَّقِينَ كَالْفُجَّارِ
ნუთუ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ჩვენ დავადგენთ დედამიწაზე არეულობის მთესავთა დარად?! ნუთუ დავადგენთ ღვთისმოშიშთ ურწმუნოების დარად?
38:28 -
كِتَابٌ أَنْزَلْنَاهُ إِلَيْكَ مُبَارَكٌ لِيَدَّبَّرُوا آيَاتِهِ وَلِيَتَذَكَّرَ أُولُو الْأَلْبَابِ
ეს უბიწო წიგნი მოვავლინეთ შენთან, რათა შეიგონონ მისი აიათები და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთა!
38:29 -
وَوَهَبْنَا لِدَاوُودَ سُلَيْمَانَ ۚ نِعْمَ الْعَبْدُ ۖ إِنَّهُ أَوَّابٌ
და ჩვენ ვაჩუქეთ დავუდს სულეიმანი. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო.
38:30 -
إِذْ عُرِضَ عَلَيْهِ بِالْعَشِيِّ الصَّافِنَاتُ الْجِيَادُ
აკი, წარადგინეს მასთან საღამო ჟამს სინიბნი და ბედაურნი.
38:31 -
فَقَالَ إِنِّي أَحْبَبْتُ حُبَّ الْخَيْرِ عَنْ ذِكْرِ رَبِّي حَتَّىٰ تَوَارَتْ بِالْحِجَابِ
მაშინ თქვა: უეჭველად, შემიყვარდა ქონება, ღვთის ხსენებაზე მეტად, ვიდრეღა ფარდით მიიფარა.
38:32 -
رُدُّوهَا عَلَيَّ ۖ فَطَفِقَ مَسْحًا بِالسُّوقِ وَالْأَعْنَاقِ
დამიბრუნეთ იგი მე! შემდეგ მოეფერა ცხენებს მუხლებსა და ყელზე.
38:33 -
وَلَقَدْ فَتَنَّا سُلَيْمَانَ وَأَلْقَيْنَا عَلَىٰ كُرْسِيِّهِ جَسَدًا ثُمَّ أَنَابَ
და ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ სულეიმანი და დავაგდეთ თავის ტახტზე გვამი, მერე მოინანია.
38:34 -
قَالَ رَبِّ اغْفِرْ لِي وَهَبْ لِي مُلْكًا لَا يَنْبَغِي لِأَحَدٍ مِنْ بَعْدِي ۖ إِنَّكَ أَنْتَ الْوَهَّابُ
შეევედრა: ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და მიბოძე მეუფება ისეთი, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ჩემს შემდგომ. უეჭველად, შენ ხარ მომმადლებელი (მომნიჭებელი)!
38:35 -
فَسَخَّرْنَا لَهُ الرِّيحَ تَجْرِي بِأَمْرِهِ رُخَاءً حَيْثُ أَصَابَ
მაშინ დავუმორჩილეთ ქარი. დაქროდა მისი ბრძანებით ნაზად, საითკენაც ისურვებდა.
38:36 -
وَالشَّيَاطِينَ كُلَّ بَنَّاءٍ وَغَوَّاصٍ
და ეშმაკები – ყველა მშენებელი და მყვინთავი
38:37 -
وَآخَرِينَ مُقَرَّنِينَ فِي الْأَصْفَادِ
და სხვანი, გადაბმულნი ბორკილებით.
38:38 -
هَٰذَا عَطَاؤُنَا فَامْنُنْ أَوْ أَمْسِكْ بِغَيْرِ حِسَابٍ
ესაა ჩვენი გამოულევი სიკეთე. მაშ, უანგაროდ მიეცი ან შეაკავე, ინებებ ვისაც.
38:39 -
وَإِنَّ لَهُ عِنْدَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَآبٍ
უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ, სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი.
38:40 -
وَاذْكُرْ عَبْدَنَا أَيُّوبَ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ أَنِّي مَسَّنِيَ الشَّيْطَانُ بِنُصْبٍ وَعَذَابٍ
და გაიხსენე ჩვენი მსახური ეიუბი. აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს: „უეჭველად, ეშმაკმა შემყარა ავადმყოფობა და ტანჯვა.“
38:41 -
ارْكُضْ بِرِجْلِكَ ۖ هَٰذَا مُغْتَسَلٌ بَارِدٌ وَشَرَابٌ
დაჰკარი ფეხი ძირს! ესაა წყალი განსაბანი, ცივი და დასალევი.
38:42
თარგმანი: რეზო მიქელაძე