მუსხაფი, გვერდი 429

  1. أَفْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَمْ بِهِ جِنَّةٌ ۗ بَلِ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ فِي الْعَذَابِ وَالضَّلَالِ الْبَعِيدِ

    სიცრუე შეთხზა ალლაჰზე თუ გიჟია?“ არამც და არამც! რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, მოელით მტანჯველი სასჯელი და არიან ღრმა გზააბნევაში!

    34:8
  2. أَفَلَمْ يَرَوْا إِلَىٰ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۚ إِنْ نَشَأْ نَخْسِفْ بِهِمُ الْأَرْضَ أَوْ نُسْقِطْ عَلَيْهِمْ كِسَفًا مِنَ السَّمَاءِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِكُلِّ عَبْدٍ مُنِيبٍ

    ნუთუ ვერ ხედავენ, რაც მათ წინაა და რაც მათ უკან ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? რომ ვინებოთ, მიწა მათ შთანთქავს ან დავატეხთ მათდა ციდან ნატეხს. უეჭველად, ამაში სასწაულია ყოველი გულით მომქცევ მსახურისთვის!

    34:9
  3. وَلَقَدْ آتَيْنَا دَاوُودَ مِنَّا فَضْلًا ۖ يَا جِبَالُ أَوِّبِي مَعَهُ وَالطَّيْرَ ۖ وَأَلَنَّا لَهُ الْحَدِيدَ

    და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ დავუდს წყალობა ჩვენგან: მთებო და ჩიტებო! ადიდეთ მასთან ერთად! და დავარბილეთ მისთვის რკინა!

    34:10
  4. أَنِ اعْمَلْ سَابِغَاتٍ وَقَدِّرْ فِي السَّرْدِ ۖ وَاعْمَلُوا صَالِحًا ۖ إِنِّي بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    გამოჭედე გრძელი ჯავშანი და დაიცავი ზომა ჯაჭვისა! და ჰქმენით სიკეთე, რამეთუ ვხედავ ყველაფერს, რასაც სჩადიხართ!

    34:11
  5. وَلِسُلَيْمَانَ الرِّيحَ غُدُوُّهَا شَهْرٌ وَرَوَاحُهَا شَهْرٌ ۖ وَأَسَلْنَا لَهُ عَيْنَ الْقِطْرِ ۖ وَمِنَ الْجِنِّ مَنْ يَعْمَلُ بَيْنَ يَدَيْهِ بِإِذْنِ رَبِّهِ ۖ وَمَنْ يَزِغْ مِنْهُمْ عَنْ أَمْرِنَا نُذِقْهُ مِنْ عَذَابِ السَّعِيرِ

    და სულეიმანს ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვე და საღამოს უკან მოსვლა ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინებს შორის იყვნენ ისეთნიც, ვინც მუშაობდა მის თვალწინ, ნებითა ღმერთისა თვისა. და ვინც ჩვენს ბრძანებას გადაუხვევს, ვაგემებთ მას ცეცხლის სასჯელს!

    34:12
  6. يَعْمَلُونَ لَهُ مَا يَشَاءُ مِنْ مَحَارِيبَ وَتَمَاثِيلَ وَجِفَانٍ كَالْجَوَابِ وَقُدُورٍ رَاسِيَاتٍ ۚ اعْمَلُوا آلَ دَاوُودَ شُكْرًا ۚ وَقَلِيلٌ مِنْ عِبَادِيَ الشَّكُورُ

    აკეთებდნენ მისთვის, ნებავდა რაც: კოშკებს, ქანდაკებებს, სამლოცველოებს, წყალსატევის მსგავსს და უძრავ ქვაბებს. ჰეი, დავუდის ოჯახეულნო! იშრომეთ მადლიერების ნიშნად. მაგრამ ჩემს მსახურთა შორის ცოტაა მადლიერი!

    34:13
  7. فَلَمَّا قَضَيْنَا عَلَيْهِ الْمَوْتَ مَا دَلَّهُمْ عَلَىٰ مَوْتِهِ إِلَّا دَابَّةُ الْأَرْضِ تَأْكُلُ مِنْسَأَتَهُ ۖ فَلَمَّا خَرَّ تَبَيَّنَتِ الْجِنُّ أَنْ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ الْغَيْبَ مَا لَبِثُوا فِي الْعَذَابِ الْمُهِينِ

    და როცა გადავუწყვიტეთ სიკვდილი, მათ გაიგეს ამის შესახებ ხის ჭიისაგან, რომელმაც გაღრღნა მისი კვერთხი. და როცა დაეცა იგი, ცხადი გახდა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში.

    34:14

თარგმანი: რეზო მიქელაძე