მუსხაფი, გვერდი 430
-
لَقَدْ كَانَ لِسَبَإٍ فِي مَسْكَنِهِمْ آيَةٌ ۖ جَنَّتَانِ عَنْ يَمِينٍ وَشِمَالٍ ۖ كُلُوا مِنْ رِزْقِ رَبِّكُمْ وَاشْكُرُوا لَهُ ۚ بَلْدَةٌ طَيِّبَةٌ وَرَبٌّ غَفُورٌ
ვფიცავ, სებეს მკვიდრთათვის მათი საცხოვრებელი სასწაული იყო: ორი ბაღი - მარჯვნივ და მარცხნივ. ჭამეთ თქვენი ღმერთის სარჩოთაგან და მადლიერნი იყავით მისი. მშვენიერი ქვეყანა და შემნდობი ღმერთი!
34:15 -
فَأَعْرَضُوا فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ سَيْلَ الْعَرِمِ وَبَدَّلْنَاهُمْ بِجَنَّتَيْهِمْ جَنَّتَيْنِ ذَوَاتَيْ أُكُلٍ خَمْطٍ وَأَثْلٍ وَشَيْءٍ مِنْ سِدْرٍ قَلِيلٍ
მაგრამ ზურგი იქციეს და დავატეხეთ თავზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათი ბაღები ორი სხვა ბაღით: ნახევრად გადაჭმული, მწარე და ეკლიანით...
34:16 -
ذَٰلِكَ جَزَيْنَاهُمْ بِمَا كَفَرُوا ۖ وَهَلْ نُجَازِي إِلَّا الْكَفُورَ
ასე მივუზღეთ იმისთვის, რომ უმადურნი იყვნენ. განა ვსჯით ვინმეს, თუ არა უმადურთ?
34:17 -
وَجَعَلْنَا بَيْنَهُمْ وَبَيْنَ الْقُرَى الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا قُرًى ظَاهِرَةً وَقَدَّرْنَا فِيهَا السَّيْرَ ۖ سِيرُوا فِيهَا لَيَالِيَ وَأَيَّامًا آمِنِينَ
და დავადგინეთ მათსა და ქალაქებს შორის სოფელი თვალსაჩინოდ, რომელიც ჩვენ დავლოცეთ. და მასში გადაადგილების საშუალება მივანიჭეთ. იმოგზაურეთ ღამით და დღისით უსაფრთხოდ!
34:18 -
فَقَالُوا رَبَّنَا بَاعِدْ بَيْنَ أَسْفَارِنَا وَظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ فَجَعَلْنَاهُمْ أَحَادِيثَ وَمَزَّقْنَاهُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِكُلِّ صَبَّارٍ شَكُورٍ
მაგრამ თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გაზარდე მანძილი ჩვენს მოგზაურობებს შორის.“ უსამართლოდ მოიქცნენ საკუთარი თავისადმი. ამგვარად, ჩვენ დავადგინეთ ისინი იგავის საგნად და მიმოვფანტეთ. უეჭველად, ამაში სასწაულებია ყველასათვის, ვინც მომთმენი და მადლიერია!
34:19 -
وَلَقَدْ صَدَّقَ عَلَيْهِمْ إِبْلِيسُ ظَنَّهُ فَاتَّبَعُوهُ إِلَّا فَرِيقًا مِنَ الْمُؤْمِنِينَ
და ვფიცავ, მართებული აღმოჩნდა ეშმაკის ვარაუდი ამასთან დაკავშირებით და გაჰყვნენ მას, მორწმუნეთაგან ერთი ჯგუფის გამოკლებით!
34:20 -
وَمَا كَانَ لَهُ عَلَيْهِمْ مِنْ سُلْطَانٍ إِلَّا لِنَعْلَمَ مَنْ يُؤْمِنُ بِالْآخِرَةِ مِمَّنْ هُوَ مِنْهَا فِي شَكٍّ ۗ وَرَبُّكَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ حَفِيظٌ
და არ ჰქონდა მას მათდამი მეუფება, გარდა რომ ცხად გვექმნა ვინ ირწმუნა ბოლო დღის და ვინ იყო ეჭვში მისგან. და ღმერთი შენი ყველაფრის წინაშე დამცველია!
34:21 -
قُلِ ادْعُوا الَّذِينَ زَعَمْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِثْقَالَ ذَرَّةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ وَمَا لَهُمْ فِيهِمَا مِنْ شِرْكٍ وَمَا لَهُ مِنْهُمْ مِنْ ظَهِيرٍ
უთხარი: „უხმეთ იმათ, ვისაც ღმერთებად თვლიდით, ალლაჰის გარდა“. არ ფლობენ ისინი იოტისოდენასაც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. და არ არის მათთვის ამ ორში მოზიარეობა, და მისთვის არ არის შემწე მათგან!
34:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე