მუსხაფი, გვერდი 428
-
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَلَهُ الْحَمْدُ فِي الْآخِرَةِ ۚ وَهُوَ الْحَكِيمُ الْخَبِيرُ
დიდება ალლაჰს, რომელსაც ეკუთვნის ყოველივე, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მასვე ეგების ქება-დიდება საიქიოშიც. და იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!
34:1 -
يَعْلَمُ مَا يَلِجُ فِي الْأَرْضِ وَمَا يَخْرُجُ مِنْهَا وَمَا يَنْزِلُ مِنَ السَّمَاءِ وَمَا يَعْرُجُ فِيهَا ۚ وَهُوَ الرَّحِيمُ الْغَفُورُ
იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან, ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და ისიც, რაც იქ ადის. და იგი მწყალობელია, შემნდობია!
34:2 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَا تَأْتِينَا السَّاعَةُ ۖ قُلْ بَلَىٰ وَرَبِّي لَتَأْتِيَنَّكُمْ عَالِمِ الْغَيْبِ ۖ لَا يَعْزُبُ عَنْهُ مِثْقَالُ ذَرَّةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ وَلَا أَصْغَرُ مِنْ ذَٰلِكَ وَلَا أَكْبَرُ إِلَّا فِي كِتَابٍ مُبِينٍ
და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოაღწევს ჩვენთან ის საათი“. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, მცოდნეს დაფარულისას! უთუოდ, მოვა თქვენთან. ვერც ცათა შინა და ვერც მიწასა ზედა ვერ დაიმალება მისგან მისხალი რაიმესი ან ამაზე მცირეც, ან ამაზე დიდი, რომ არ იყოს ყოველივე ცხად წიგნში,
34:3 -
لِيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ
რათა მიუზღას, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. სწორედ მათთვისაა მიტევება და მშვენიერი სარჩო“!
34:4 -
وَالَّذِينَ سَعَوْا فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مِنْ رِجْزٍ أَلِيمٌ
ხოლო რომელნიც ლამობდნენ გაბათილებას ჩვენი სასწაულებისას, სწორედ მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, მწარე!
34:5 -
وَيَرَى الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ الَّذِي أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ هُوَ الْحَقَّ وَيَهْدِي إِلَىٰ صِرَاطِ الْعَزِيزِ الْحَمِيدِ
და ხედავენ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომელიც შენ მოგევლინა შენი ღმერთისგან, ჭეშმარიტებაა, რამეთუ იგი ადგენს ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზას!
34:6 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا هَلْ نَدُلُّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ يُنَبِّئُكُمْ إِذَا مُزِّقْتُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ إِنَّكُمْ لَفِي خَلْقٍ جَدِيدٍ
და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „მიგითითოთ კაცზე, რომელიც გამცნობთ, რომ აღდგენილ იქნებით ახალი აღდგენით მას მერე, რაც გაიხრწნებით?
34:7
თარგმანი: რეზო მიქელაძე