მუსხაფი, გვერდი 423
-
وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ وَلَا مُؤْمِنَةٍ إِذَا قَضَى اللَّهُ وَرَسُولُهُ أَمْرًا أَنْ يَكُونَ لَهُمُ الْخِيَرَةُ مِنْ أَمْرِهِمْ ۗ وَمَنْ يَعْصِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا مُبِينًا
მორწმუნე კაცს და მორწმუნე ქალს გადაწყვეტილების მიღებისას არ აქვთ არჩევანი, თუ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. და ის, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი!
33:36 -
وَإِذْ تَقُولُ لِلَّذِي أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِ وَأَنْعَمْتَ عَلَيْهِ أَمْسِكْ عَلَيْكَ زَوْجَكَ وَاتَّقِ اللَّهَ وَتُخْفِي فِي نَفْسِكَ مَا اللَّهُ مُبْدِيهِ وَتَخْشَى النَّاسَ وَاللَّهُ أَحَقُّ أَنْ تَخْشَاهُ ۖ فَلَمَّا قَضَىٰ زَيْدٌ مِنْهَا وَطَرًا زَوَّجْنَاكَهَا لِكَيْ لَا يَكُونَ عَلَى الْمُؤْمِنِينَ حَرَجٌ فِي أَزْوَاجِ أَدْعِيَائِهِمْ إِذَا قَضَوْا مِنْهُنَّ وَطَرًا ۚ وَكَانَ أَمْرُ اللَّهِ مَفْعُولًا
და აკი, ეუბნებოდი მას, ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა და სიკეთე უყავი შენ: „დაიტოვე შენთან შენი ცოლი და გეშინოდეს ალლაჰისა“. და გულში ინახავდი იმას, რასაც ალლაჰი ცხადყოფდა, ხალხის შიშით, თუმცა ალლაჰი მეტად იმსახურებს, რომ გეშინოდეს. და როცა ზეიდმა ქალთან გაწყვიტა ურთიერთობა, ჩვენ შეგრთეთ ის ცოლად, რომ მორწმუნეებისთვის ცოდვა არ გამხდარიყო მათი შვილობილების ცოლების შერთვა, მათი გაშვების შემდეგ. და ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!
33:37 -
مَا كَانَ عَلَى النَّبِيِّ مِنْ حَرَجٍ فِيمَا فَرَضَ اللَّهُ لَهُ ۖ سُنَّةَ اللَّهِ فِي الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلُ ۚ وَكَانَ أَمْرُ اللَّهِ قَدَرًا مَقْدُورًا
(მაშ,) არ არის შუამავალზე ცოდვად, რაც ალლაჰმა განგებად დაწერა მისთვის. ასეთივე იყო ალლაჰის კანონი აწ გარდასულთა მიმართაც. ალლაჰის ბრძანება, უთუოდ, განგების გამოვლინებაა!
33:38 -
الَّذِينَ يُبَلِّغُونَ رِسَالَاتِ اللَّهِ وَيَخْشَوْنَهُ وَلَا يَخْشَوْنَ أَحَدًا إِلَّا اللَّهَ ۗ وَكَفَىٰ بِاللَّهِ حَسِيبًا
რომელნიც უნაკლოდ გადასცემენ ალლაჰის ბრძანებებს და ეშინიათ მისი. არ ეშინიათ არავისი, გარდა ალლაჰისა. და ალლაჰი კმარა ანგარიშმგებად!
33:39 -
مَا كَانَ مُحَمَّدٌ أَبَا أَحَدٍ مِنْ رِجَالِكُمْ وَلَٰكِنْ رَسُولَ اللَّهِ وَخَاتَمَ النَّبِيِّينَ ۗ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا
და არ არის მუჰამმედი არც ერთი თქვენგანის მამა, მაგრამ იგი ალლაჰის წარმოგზავნილი და შუამავალთა ბეჭედია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
33:40 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اذْكُرُوا اللَّهَ ذِكْرًا كَثِيرًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰი მრავალგზის!
33:41 -
وَسَبِّحُوهُ بُكْرَةً وَأَصِيلًا
და ადიდეთ დილით და საღამოს!
33:42 -
هُوَ الَّذِي يُصَلِّي عَلَيْكُمْ وَمَلَائِكَتُهُ لِيُخْرِجَكُمْ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ ۚ وَكَانَ بِالْمُؤْمِنِينَ رَحِيمًا
იგია, რომელიც გლოცავთ თქვენ და მისი ანგელოზებიც, რათა გამოგიყვანონ სიბნელეებიდან სინათლეში. და სწორედ იგია მწყალობელი მორწმუნეთა!
33:43
თარგმანი: რეზო მიქელაძე