მუსხაფი, გვერდი 41
-
فَلَمَّا فَصَلَ طَالُوتُ بِالْجُنُودِ قَالَ إِنَّ اللَّهَ مُبْتَلِيكُمْ بِنَهَرٍ فَمَنْ شَرِبَ مِنْهُ فَلَيْسَ مِنِّي وَمَنْ لَمْ يَطْعَمْهُ فَإِنَّهُ مِنِّي إِلَّا مَنِ اغْتَرَفَ غُرْفَةً بِيَدِهِ ۚ فَشَرِبُوا مِنْهُ إِلَّا قَلِيلًا مِنْهُمْ ۚ فَلَمَّا جَاوَزَهُ هُوَ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ قَالُوا لَا طَاقَةَ لَنَا الْيَوْمَ بِجَالُوتَ وَجُنُودِهِ ۚ قَالَ الَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُمْ مُلَاقُو اللَّهِ كَمْ مِنْ فِئَةٍ قَلِيلَةٍ غَلَبَتْ فِئَةً كَثِيرَةً بِإِذْنِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ مَعَ الصَّابِرِينَ
როდესაც გაემართა ტალუთი ჯარითურთ, უთხრა: უეჭველად, ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით; ვინც დალიოს მისგან, არ არის ჩემიანი, ხოლო ვინც არ დარწყულდეს და მხოლოდ ერთი პეშვი ამოიღოს თავისი ხელით, მაშინ ის, უეჭველად, ჩემიანია. და დალიეს, მცირედის გარდა მათგან. და როცა გადალახეს მდინარე მან და რომელთაც ირწმუნეს, თქვეს: არ შეგვწევს ჩვენ დღეს ძალა ჯალუთზე და მის ჯარზეო; ხოლო თქვეს, რომელთაც სჯეროდა, რომ ალლაჰს შეხვდებოდა: რამდენ მცირე გუნდს უძლევია დიდი გუნდისთვის ალლაჰის ნებით! და ალლაჰი იმათთანაა, რომელნიც მომთმენნი არიან.
2:249 -
وَلَمَّا بَرَزُوا لِجَالُوتَ وَجُنُودِهِ قَالُوا رَبَّنَا أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَانْصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ
და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე!
2:250 -
فَهَزَمُوهُمْ بِإِذْنِ اللَّهِ وَقَتَلَ دَاوُودُ جَالُوتَ وَآتَاهُ اللَّهُ الْمُلْكَ وَالْحِكْمَةَ وَعَلَّمَهُ مِمَّا يَشَاءُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ اللَّهِ النَّاسَ بَعْضَهُمْ بِبَعْضٍ لَفَسَدَتِ الْأَرْضُ وَلَٰكِنَّ اللَّهَ ذُو فَضْلٍ عَلَى الْعَالَمِينَ
და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით. მოკლა დავუდმა ჯალუთი, და ალლაჰმა მას (დავუდს) უბოძა ხელმწიფება და სიბრძნე, და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ალლაჰს რომ არ აღეკვეთა ზოგიერთი ადამიანების ბოროტება ზოგიერთით, უეჭველად, მოიშლებოდა სისტემა დედამიწისა, მაგრამ ალლაჰი მფარველია, მწყალობელია სამყაროთა მიმართ!
2:251 -
تِلْكَ آيَاتُ اللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِالْحَقِّ ۚ وَإِنَّكَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ
აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ. და, უეჭველად, შენა ხარ შუამავალთაგანი.
2:252
თარგმანი: რეზო მიქელაძე