მუსხაფი, გვერდი 42
-
تِلْكَ الرُّسُلُ فَضَّلْنَا بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۘ مِنْهُمْ مَنْ كَلَّمَ اللَّهُ ۖ وَرَفَعَ بَعْضَهُمْ دَرَجَاتٍ ۚ وَآتَيْنَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ الْبَيِّنَاتِ وَأَيَّدْنَاهُ بِرُوحِ الْقُدُسِ ۗ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ مَا اقْتَتَلَ الَّذِينَ مِنْ بَعْدِهِمْ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَتْهُمُ الْبَيِّنَاتُ وَلَٰكِنِ اخْتَلَفُوا فَمِنْهُمْ مَنْ آمَنَ وَمِنْهُمْ مَنْ كَفَرَ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ مَا اقْتَتَلُوا وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ
ჩვენ შუამავალთაგან ერთი ნაწილი აღმატებულ ვჰქმენით სხვა დანარჩენზე. ალლაჰმა მათგან ზოგს დაელაპარაკა, ზოგნი კი ხარისხით უმაღლესჰყო. და ჩვენ ვუბოძეთ მარიამის შვილ ღისას ცხადი მოწმობანი და გავაძლიერეთ (განვამტკიცეთ) იგი წმინდა სულით. ალლაჰს რომ ენება, მათ (შუამავალთა) მერე მოსულნი, იმის შემდგომ, რაც მათ ცხადი მოწმობანი მოევლინათ, ერთმანეთს არ მოკლავდნენ. მაგრამ გაუგებრობას მიეცნენ. მაშინ მათგან ზოგიერთმა ირწმუნა და ზოგმა უარყო. ალლაჰს რომ ენება, ისინი არ მოკლავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ალლაჰი იქმს, ინებებს რასაც.
2:253 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَنْفِقُوا مِمَّا رَزَقْنَاكُمْ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَ يَوْمٌ لَا بَيْعٌ فِيهِ وَلَا خُلَّةٌ وَلَا شَفَاعَةٌ ۗ وَالْكَافِرُونَ هُمُ الظَّالِمُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიღეთ (გახარჯეთ) რაც თქვენ გიბოძეთ იქიდან, სანამ მოსულა დღე, რომელშიც არც ვაჭრობა, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა არ იქნება. და ურწმუნონი არიან უსამართლონი.
2:254 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ الْحَيُّ الْقَيُّومُ ۚ لَا تَأْخُذُهُ سِنَةٌ وَلَا نَوْمٌ ۚ لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ مَنْ ذَا الَّذِي يَشْفَعُ عِنْدَهُ إِلَّا بِإِذْنِهِ ۚ يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ ۖ وَلَا يُحِيطُونَ بِشَيْءٍ مِنْ عِلْمِهِ إِلَّا بِمَا شَاءَ ۚ وَسِعَ كُرْسِيُّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ ۖ وَلَا يَئُودُهُ حِفْظُهُمَا ۚ وَهُوَ الْعَلِيُّ الْعَظِيمُ
არ არის ღვთაება, გარეშე მისი, ალლაჰისა, უკვდავისა, მარადისა, თვლემა არ ეუფლება მას და არცა ძილი. მისია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა ნება მისი. მან იცის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, ინებებს რასაც. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და დაცვა მათი არ უმძიმს მას. და იგი უზენაესია, დიდებულია.
2:255 -
لَا إِكْرَاهَ فِي الدِّينِ ۖ قَدْ تَبَيَّنَ الرُّشْدُ مِنَ الْغَيِّ ۚ فَمَنْ يَكْفُرْ بِالطَّاغُوتِ وَيُؤْمِنْ بِاللَّهِ فَقَدِ اسْتَمْسَكَ بِالْعُرْوَةِ الْوُثْقَىٰ لَا انْفِصَامَ لَهَا ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
2:256
თარგმანი: რეზო მიქელაძე