მუსხაფი, გვერდი 404

  1. وَمَا هَٰذِهِ الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا لَهْوٌ وَلَعِبٌ ۚ وَإِنَّ الدَّارَ الْآخِرَةَ لَهِيَ الْحَيَوَانُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    სააქაო ცხოვრება მხოლოდ გართობა და თამაშია, ხოლო იმქვეყნიური სასუფეველი - ჭეშმარიტი სიცოცხლე. ნეტავ, იცოდნენ!

    29:64
  2. فَإِذَا رَكِبُوا فِي الْفُلْكِ دَعَوُا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ فَلَمَّا نَجَّاهُمْ إِلَى الْبَرِّ إِذَا هُمْ يُشْرِكُونَ

    როცა სხდებიან ისინი გემში, მთელი გულით ევედრებიან ალლაჰს. ხოლო როცა გადაარჩენს მათ და ნაპირზე გაიყვანს, მაშინვე თანაზიარს უდგენენ!

    29:65
  3. لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ وَلِيَتَمَتَّعُوا ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ

    რომ უარყონ რაც ვუბოძეთ და დატკბენ ამიერი ცხოვრებით, მაშინ სულ მალე შეიტყობენ!

    29:66
  4. أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّا جَعَلْنَا حَرَمًا آمِنًا وَيُتَخَطَّفُ النَّاسُ مِنْ حَوْلِهِمْ ۚ أَفَبِالْبَاطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَةِ اللَّهِ يَكْفُرُونَ

    ნუთუ ვერ ხედავენ, უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ (მექა) უსაფრთხოდ და ნაკრძალად მაშინ, როცა ირგვლივ ხალხს ხოცავენ. ნუთუ სწამთ სიცრუე და უარყოფენ ალლაჰის წყალობას?

    29:67
  5. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِالْحَقِّ لَمَّا جَاءَهُ ۚ أَلَيْسَ فِي جَهَنَّمَ مَثْوًى لِلْكَافِرِينَ

    და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტად უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰზე ან ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, როცა მოევლინა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სადგომი?

    29:68
  6. وَالَّذِينَ جَاهَدُوا فِينَا لَنَهْدِيَنَّهُمْ سُبُلَنَا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَمَعَ الْمُحْسِنِينَ

    ხოლო რომელთაც იღვაწეს ჩვენთვის, უთუოდ, წარმატებულს ვჰქმნით ჩვენს გზაზე. უეჭველად, ალლაჰი კეთილისმქმნელებთან ერთადაა!

    29:69
  7. الم

    ელიფ. ლამ. მიმ.

    30:1
  8. غُلِبَتِ الرُّومُ

    დამარცხდა რომი

    30:2
  9. فِي أَدْنَى الْأَرْضِ وَهُمْ مِنْ بَعْدِ غَلَبِهِمْ سَيَغْلِبُونَ

    უახლოეს მიწაზე. მაგრამ ისინი დამარცხების შემდგომ, უთუოდ, სძლევენ,

    30:3
  10. فِي بِضْعِ سِنِينَ ۗ لِلَّهِ الْأَمْرُ مِنْ قَبْلُ وَمِنْ بَعْدُ ۚ وَيَوْمَئِذٍ يَفْرَحُ الْمُؤْمِنُونَ

    რამდენიმე წელიწადში! ალლაჰისაა მბრძანებლობა ამათზე წინაც და ამის შემდგომაც! ამ დღეს მორწმუნენი გაიხარებენ,

    30:4
  11. بِنَصْرِ اللَّهِ ۚ يَنْصُرُ مَنْ يَشَاءُ ۖ وَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    ალლაჰის შეწევნით. იგი შეეწევა იმას, ინებებს ვისაც. რამეთუ იგია ძლევამოსილი, მწყალობელი!

    30:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე