მუსხაფი, გვერდი 388

  1. وَلَمَّا تَوَجَّهَ تِلْقَاءَ مَدْيَنَ قَالَ عَسَىٰ رَبِّي أَنْ يَهْدِيَنِي سَوَاءَ السَّبِيلِ

    მედიენის მხარისკენ მიმავალმა თქვა: „ეგებ, ღმერთმა ჩემმა სწორ გზაზე დამადგინოს!“

    28:22
  2. وَلَمَّا وَرَدَ مَاءَ مَدْيَنَ وَجَدَ عَلَيْهِ أُمَّةً مِنَ النَّاسِ يَسْقُونَ وَوَجَدَ مِنْ دُونِهِمُ امْرَأَتَيْنِ تَذُودَانِ ۖ قَالَ مَا خَطْبُكُمَا ۖ قَالَتَا لَا نَسْقِي حَتَّىٰ يُصْدِرَ الرِّعَاءُ ۖ وَأَبُونَا شَيْخٌ كَبِيرٌ

    როცა მედიენის წყაროსთან მივიდა, შენიშნა ხალხი, რომელიც საქონელს წყალს ასმევდა. მათ შორის ორ ქალს მოკრა თვალი, რომლებიც თავის საქონელს მიერეკებოდნენ იქიდან. ჰკითხა: „რას აკეთებთ?“ უთხრეს: „ვერ დავარწყულებთ, სანამ მწყემსები არ გაეცლებიან აქაურობას. მამაჩვენი კი ძალიან მოხუცია.“

    28:23
  3. فَسَقَىٰ لَهُمَا ثُمَّ تَوَلَّىٰ إِلَى الظِّلِّ فَقَالَ رَبِّ إِنِّي لِمَا أَنْزَلْتَ إِلَيَّ مِنْ خَيْرٍ فَقِيرٌ

    მათთვის დაარწყულა, მერე ჩრდილში მიბრუნდა და თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვსაჭიროებ ყოველგვარ სიკეთეს, რომელსაც კი შენ ზეგარდმომივლენ!“

    28:24
  4. فَجَاءَتْهُ إِحْدَاهُمَا تَمْشِي عَلَى اسْتِحْيَاءٍ قَالَتْ إِنَّ أَبِي يَدْعُوكَ لِيَجْزِيَكَ أَجْرَ مَا سَقَيْتَ لَنَا ۚ فَلَمَّا جَاءَهُ وَقَصَّ عَلَيْهِ الْقَصَصَ قَالَ لَا تَخَفْ ۖ نَجَوْتَ مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    ერთი იმ ქალთაგანი მიუახლოვდა მორცხვად და უთხრა: მამაჩემი გეძახის, რომ დაგასაჩუქროს, რადგან დაგვირწყულეო.“ როცა ის მივიდა და მოუყვა თავის ამბავს, მან უთხრა: „ნუ გეშინია, გადაურჩი უსამართლო ხალხს!“

    28:25
  5. قَالَتْ إِحْدَاهُمَا يَا أَبَتِ اسْتَأْجِرْهُ ۖ إِنَّ خَيْرَ مَنِ اسْتَأْجَرْتَ الْقَوِيُّ الْأَمِينُ

    ერთ-ერთმა ქალმა უთხრა: „მამაჩემო! დაიქირავე, ის ხომ საუკეთესოა იმათგან, ვის დაქირავებასაც შენ აპირებ, ძლიერის და საიმედოსი!“

    28:26
  6. قَالَ إِنِّي أُرِيدُ أَنْ أُنْكِحَكَ إِحْدَى ابْنَتَيَّ هَاتَيْنِ عَلَىٰ أَنْ تَأْجُرَنِي ثَمَانِيَ حِجَجٍ ۖ فَإِنْ أَتْمَمْتَ عَشْرًا فَمِنْ عِنْدِكَ ۖ وَمَا أُرِيدُ أَنْ أَشُقَّ عَلَيْكَ ۚ سَتَجِدُنِي إِنْ شَاءَ اللَّهُ مِنَ الصَّالِحِينَ

    უთხრა: „ჭეშმარიტად, მინდა ცოლად შეგრთო ერთ-ერთი ჩემი ასული მხოლოდ იმ პირობით, თუ 8 წლით მოჯამაგირედ დამიდგები. და თუ 10 წელს დარჩები, ეს შენგან წყალობა იქნება. არ ვაპირებ შენს შევიწროებას და ნახავ, თუ ალლაჰი ინებებს, რომ კეთილისმქმნელთაგანი ვარ!

    28:27
  7. قَالَ ذَٰلِكَ بَيْنِي وَبَيْنَكَ ۖ أَيَّمَا الْأَجَلَيْنِ قَضَيْتُ فَلَا عُدْوَانَ عَلَيَّ ۖ وَاللَّهُ عَلَىٰ مَا نَقُولُ وَكِيلٌ

    მიუგო: შევთანხმდით. ამ ორი ვადიდან, რომელსაც აღვასრულებ, უსამართლოდ არ მომექცნენ, ალლაჰი იყოს თავდები და დამცველი ამისა, რაც ვთქვით!“

    28:28

თარგმანი: რეზო მიქელაძე