მუსხაფი, გვერდი 389

  1. فَلَمَّا قَضَىٰ مُوسَى الْأَجَلَ وَسَارَ بِأَهْلِهِ آنَسَ مِنْ جَانِبِ الطُّورِ نَارًا قَالَ لِأَهْلِهِ امْكُثُوا إِنِّي آنَسْتُ نَارًا لَعَلِّي آتِيكُمْ مِنْهَا بِخَبَرٍ أَوْ جَذْوَةٍ مِنَ النَّارِ لَعَلَّكُمْ تَصْطَلُونَ

    როცა მუსამ გაასრულა ვადა მუშაობისა, გაუდგა გზას ოჯახთან ერთად და შეამჩნია მთის მხრიდან ცეცხლი, უთხრა თავისიანებს: „აქ დარჩით! ცეცხლი დავინახე. შეიძლება მოვიტანო იქიდან ამბავი ან მუგუზალი, რომ გათბეთ.“

    28:29
  2. فَلَمَّا أَتَاهَا نُودِيَ مِنْ شَاطِئِ الْوَادِ الْأَيْمَنِ فِي الْبُقْعَةِ الْمُبَارَكَةِ مِنَ الشَّجَرَةِ أَنْ يَا مُوسَىٰ إِنِّي أَنَا اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ

    როცა იქამდე მიაღწია, ხმა შემოესმა ხიდან, რომელიც დალოცვილ ადგილზე იზრდებოდა ხეობაში: „ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!

    28:30
  3. وَأَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَلَمَّا رَآهَا تَهْتَزُّ كَأَنَّهَا جَانٌّ وَلَّىٰ مُدْبِرًا وَلَمْ يُعَقِّبْ ۚ يَا مُوسَىٰ أَقْبِلْ وَلَا تَخَفْ ۖ إِنَّكَ مِنَ الْآمِنِينَ

    ისროლე შენი კვერთხი!“ და რომ დაინახა როგორ იკლაკნებოდა ის გველივით, გაიქცა უკანმოუხედავად. „ჰეი, მუსა! მომიახლოვდი და ნუ გეშინია, რამეთუ შენ ხარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც არაფერი ემუქრება!

    28:31
  4. اسْلُكْ يَدَكَ فِي جَيْبِكَ تَخْرُجْ بَيْضَاءَ مِنْ غَيْرِ سُوءٍ وَاضْمُمْ إِلَيْكَ جَنَاحَكَ مِنَ الرَّهْبِ ۖ فَذَانِكَ بُرْهَانَانِ مِنْ رَبِّكَ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا فَاسِقِينَ

    ჩაიყავი ხელი უბეში და იქიდან გამოვა ქათქათა თეთრი. ხელს ჩაეხუტე, რომ შიშისგან გათავისუფლდე. აი, ორი მტკიცებულება შენი ღმერთისგან ფარაონისა და მისი დიდებულებისთვის. უეჭველად, ისინი გზასამცდარი ხალხია!“

    28:32
  5. قَالَ رَبِّ إِنِّي قَتَلْتُ مِنْهُمْ نَفْسًا فَأَخَافُ أَنْ يَقْتُلُونِ

    მიუგო: „ღმერთო ჩემო! ერთი იმათგანი მოვკალი და მეშინია, რომ მომკლავენ!

    28:33
  6. وَأَخِي هَارُونُ هُوَ أَفْصَحُ مِنِّي لِسَانًا فَأَرْسِلْهُ مَعِيَ رِدْءًا يُصَدِّقُنِي ۖ إِنِّي أَخَافُ أَنْ يُكَذِّبُونِ

    ჩემი ძმა ჰარუნი ჩემზე უფრო მჭერმეტყველია. გამოუშვი ჩემს დამხმარედ, რომ დაადასტუროს ჩემი ალალმართლობა. მართლა მეშინია, რომ ცრუდ შემრაცხავენ!“

    28:34
  7. قَالَ سَنَشُدُّ عَضُدَكَ بِأَخِيكَ وَنَجْعَلُ لَكُمَا سُلْطَانًا فَلَا يَصِلُونَ إِلَيْكُمَا ۚ بِآيَاتِنَا أَنْتُمَا وَمَنِ اتَّبَعَكُمَا الْغَالِبُونَ

    უთხრა: განგამტკიცებ შენი ძმის მეშვეობით და დაგიდგენ ორთავეს სიმტკიცეს. ვერაფერს გავნებენ. ჩვენი სასწაულების მეშვეობით, ვინც გამოგყვება თქვენ, გამარჯვებულნი დარჩებით!“

    28:35

თარგმანი: რეზო მიქელაძე