მუსხაფი, გვერდი 387
-
وَلَمَّا بَلَغَ أَشُدَّهُ وَاسْتَوَىٰ آتَيْنَاهُ حُكْمًا وَعِلْمًا ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
როცა შეიქნა სრულწლოვანი, ჩვენ ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. ასე ვასაჩუქრებთ სიკეთის მქმნელებს!
28:14 -
وَدَخَلَ الْمَدِينَةَ عَلَىٰ حِينِ غَفْلَةٍ مِنْ أَهْلِهَا فَوَجَدَ فِيهَا رَجُلَيْنِ يَقْتَتِلَانِ هَٰذَا مِنْ شِيعَتِهِ وَهَٰذَا مِنْ عَدُوِّهِ ۖ فَاسْتَغَاثَهُ الَّذِي مِنْ شِيعَتِهِ عَلَى الَّذِي مِنْ عَدُوِّهِ فَوَكَزَهُ مُوسَىٰ فَقَضَىٰ عَلَيْهِ ۖ قَالَ هَٰذَا مِنْ عَمَلِ الشَّيْطَانِ ۖ إِنَّهُ عَدُوٌّ مُضِلٌّ مُبِينٌ
შევიდა ქალაქში, როცა მისი მცხოვრებნი უყურადღებოდ იყვნენ და შეხვდა ორ კაცს, რომლებიც ჩხუბობდნენ. ერთი მისი მომხრეთაგანი იყო, მეორე კი მისი მტრების მხრიდან. მისმა მომხრეთაგანმა დახმარება სთხოვა მისი მტრის წინააღმდეგ. მუსამ მუშტი დაარტყა და გაათავა. თქვა: „ეს ეშმაკის საქმეთაგანია. უეჭველად, იგი აშკარა მტერია, გზიდან შემცდენი!“
28:15 -
قَالَ رَبِّ إِنِّي ظَلَمْتُ نَفْسِي فَاغْفِرْ لِي فَغَفَرَ لَهُ ۚ إِنَّهُ هُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ
შეევედრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ჩემს თავს უსამართლოდ მოვექეცი! მაშ, შემინდე!“ მიუტევა, უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია!
28:16 -
قَالَ رَبِّ بِمَا أَنْعَمْتَ عَلَيَّ فَلَنْ أَكُونَ ظَهِيرًا لِلْمُجْرِمِينَ
შეევედრა: „ღმერთო ჩემო, რადგან ასეთი წყალობა მიყავი, არასდროს არ გავუმაგრებ ზურგს ცოდვილებს!“
28:17 -
فَأَصْبَحَ فِي الْمَدِينَةِ خَائِفًا يَتَرَقَّبُ فَإِذَا الَّذِي اسْتَنْصَرَهُ بِالْأَمْسِ يَسْتَصْرِخُهُ ۚ قَالَ لَهُ مُوسَىٰ إِنَّكَ لَغَوِيٌّ مُبِينٌ
ქალაქში გაათია ღამე, შიშით იცქირებოდა, და უეცრად, ვინც გუშინ დახმარება სთხოვა, ისევ ის საშველად იხმობდა. მუსამ უთხრა მას: „უეჭველად, შენ აშკარა ზღვარგადასული ხარ!“
28:18 -
فَلَمَّا أَنْ أَرَادَ أَنْ يَبْطِشَ بِالَّذِي هُوَ عَدُوٌّ لَهُمَا قَالَ يَا مُوسَىٰ أَتُرِيدُ أَنْ تَقْتُلَنِي كَمَا قَتَلْتَ نَفْسًا بِالْأَمْسِ ۖ إِنْ تُرِيدُ إِلَّا أَنْ تَكُونَ جَبَّارًا فِي الْأَرْضِ وَمَا تُرِيدُ أَنْ تَكُونَ مِنَ الْمُصْلِحِينَ
ხოლო როცა მან მოისურვა მათი მტრის დაჭერა, იმან უთხრა: „ჰეი, მუსა! ნუთუ ისევე მომკლავ, როგორც ის მოკალი გუშინ? შენ გინდა უსამართლო გახდე და არ გინდა შემრიგებლობა!“
28:19 -
وَجَاءَ رَجُلٌ مِنْ أَقْصَى الْمَدِينَةِ يَسْعَىٰ قَالَ يَا مُوسَىٰ إِنَّ الْمَلَأَ يَأْتَمِرُونَ بِكَ لِيَقْتُلُوكَ فَاخْرُجْ إِنِّي لَكَ مِنَ النَّاصِحِينَ
ქალაქის გარეუბნიდან ერთმა კაცმა მოირბინა და უთხრა: „ჰეი, მუსა! დიდებულები გადაწყვეტილებას იღებენ შენს მოსაკლავად. ახლავე წადი! უეჭველად, შენთვის კეთილის მრჩველთაგანი ვარ.“
28:20 -
فَخَرَجَ مِنْهَا خَائِفًا يَتَرَقَّبُ ۖ قَالَ رَبِّ نَجِّنِي مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
მუსა წავიდა, შიშით მზირალი და შეევედრა: „ღმერთო ჩემო! მიხსენ უსამართლო ხალხისგან!“
28:21
თარგმანი: რეზო მიქელაძე