მუსხაფი, გვერდი 386

  1. وَنُمَكِّنَ لَهُمْ فِي الْأَرْضِ وَنُرِيَ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَجُنُودَهُمَا مِنْهُمْ مَا كَانُوا يَحْذَرُونَ

    და მიგვენიჭებინა მათთვის ძალაუფლება დედამიწაზე და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი მეომრებისთვის ის, რისიც ეშინოდათ!

    28:6
  2. وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ أُمِّ مُوسَىٰ أَنْ أَرْضِعِيهِ ۖ فَإِذَا خِفْتِ عَلَيْهِ فَأَلْقِيهِ فِي الْيَمِّ وَلَا تَخَافِي وَلَا تَحْزَنِي ۖ إِنَّا رَادُّوهُ إِلَيْكِ وَجَاعِلُوهُ مِنَ الْمُرْسَلِينَ

    და შთავაგონეთ მუსას დედას: აწოვე ძუძუ, და როცა შეშინდები მის გამო, ჩააგდე მდინარეში. არ შეშინდე და არ იდარდო, უეჭველად, ჩვენ დაგიბრუნებთ უკან და დავადგენთ შუამავლად!“

    28:7
  3. فَالْتَقَطَهُ آلُ فِرْعَوْنَ لِيَكُونَ لَهُمْ عَدُوًّا وَحَزَنًا ۗ إِنَّ فِرْعَوْنَ وَهَامَانَ وَجُنُودَهُمَا كَانُوا خَاطِئِينَ

    ფარაონის სახლეულმა აიყვანა იგი, რათა გამხდარიყო მათი მტერი და სადარდებელი. უეჭველად, ფარაონი, ჰამანი და მათი მეომრები დამნაშავე ადამიანები იყვნენ!

    28:8
  4. وَقَالَتِ امْرَأَتُ فِرْعَوْنَ قُرَّتُ عَيْنٍ لِي وَلَكَ ۖ لَا تَقْتُلُوهُ عَسَىٰ أَنْ يَنْفَعَنَا أَوْ نَتَّخِذَهُ وَلَدًا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    ფარაონის ცოლმა თქვა: „თვალისჩინია ჩემთვის და შენთვის. არ მოკლათ იგი! იქნებ გამოგვადგეს, ანდა ვიშვილოთ!“ და ვერ გრძნობდნენ ეგენი...

    28:9
  5. وَأَصْبَحَ فُؤَادُ أُمِّ مُوسَىٰ فَارِغًا ۖ إِنْ كَادَتْ لَتُبْدِي بِهِ لَوْلَا أَنْ رَبَطْنَا عَلَىٰ قَلْبِهَا لِتَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    მუსას დედამ კი გაათენა ღამე ნაღვლიანმა. მზად იყო გამომტყდარიყო, მაგრამ ჩვენ გული გავუმაგრეთ, რომ დარჩენილიყო მორწმუნედ!

    28:10
  6. وَقَالَتْ لِأُخْتِهِ قُصِّيهِ ۖ فَبَصُرَتْ بِهِ عَنْ جُنُبٍ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    და უთხრა მის დას: „თვალყური ადევნე.“ შორიდან უთვალთვალებდა და ვერვინ ამჩნევდა.

    28:11
  7. وَحَرَّمْنَا عَلَيْهِ الْمَرَاضِعَ مِنْ قَبْلُ فَقَالَتْ هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰ أَهْلِ بَيْتٍ يَكْفُلُونَهُ لَكُمْ وَهُمْ لَهُ نَاصِحُونَ

    ჩვენ ავუკრძალეთ ძიძებისგან რძის დალევა, სანამ (მისმა დამ) არ თქვა: „ხომ არ განახოთ ოჯახი, რომელიც მას მიხედავს თქვენთვის და კეთილმოსურნე იქნება მისი?“

    28:12
  8. فَرَدَدْنَاهُ إِلَىٰ أُمِّهِ كَيْ تَقَرَّ عَيْنُهَا وَلَا تَحْزَنَ وَلِتَعْلَمَ أَنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    ასე დავუბრუნეთ დედამისს, რათა დამშვიდებულიყო ქალის თვალები, არ ედარდა და სცოდნოდა, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაგრამ მათმა უმრავლესობამ ეს არ იციან!

    28:13

თარგმანი: რეზო მიქელაძე