მუსხაფი, გვერდი 385
-
مَنْ جَاءَ بِالْحَسَنَةِ فَلَهُ خَيْرٌ مِنْهَا وَهُمْ مِنْ فَزَعٍ يَوْمَئِذٍ آمِنُونَ
ვინც ქველი საქმით წარსდგება, მიიღებს უკეთესს. და ისინი იმ დღეს დაცულნი იქნებიან შიშისგან!
27:89 -
وَمَنْ جَاءَ بِالسَّيِّئَةِ فَكُبَّتْ وُجُوهُهُمْ فِي النَّارِ هَلْ تُجْزَوْنَ إِلَّا مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
ხოლო ვინც ავი საქმით წარსდგება, ცეცხლში ჩაიყოლებენ პირქვე: „განა არ მოგეზღვებათ იმისთვის, რასაც სჩადიოდით?“
27:90 -
إِنَّمَا أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ رَبَّ هَٰذِهِ الْبَلْدَةِ الَّذِي حَرَّمَهَا وَلَهُ كُلُّ شَيْءٍ ۖ وَأُمِرْتُ أَنْ أَكُونَ مِنَ الْمُسْلِمِينَ
„მე მებრძანა მხოლოდ თაყვანი ვცე ამ ქალაქის (მექის) ღმერთს, ქალაქის, რომელიც მან ნაკრძალად გამოაცხადა. მას ეკუთვნის ყველაფერი, მე კი მებრძანა ვიყო ერთ-ერთი მორჩილთაგანი
27:91 -
وَأَنْ أَتْلُوَ الْقُرْآنَ ۖ فَمَنِ اهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِي لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ ضَلَّ فَقُلْ إِنَّمَا أَنَا مِنَ الْمُنْذِرِينَ
და ვიკითხო ყურანი. ვინც სწორ გზას დაადგა, ის საკუთარ თავს სიკეთეს უმზადებს. ხოლო მას, ვინც გზააბნევაში ჩავარდა, უთხარი: „უეჭველად, მე მხოლოდ შემგონებელთაგანი ვარ!“
27:92 -
وَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ سَيُرِيكُمْ آيَاتِهِ فَتَعْرِفُونَهَا ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ
თქვი: „დიდება უფალს! ის გახილვინებთ თავის სასწაულებს და თქვენ შეიცნობთ მათ!“ და შენი ღმერთი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
27:93 -
طسم
ტა. სინ. მიმ.
28:1 -
تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْمُبِينِ
ესენია აიათები ცხადი წიგნისა!
28:2 -
نَتْلُو عَلَيْكَ مِنْ نَبَإِ مُوسَىٰ وَفِرْعَوْنَ بِالْحَقِّ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
გიკითხავთ შენ მუსას და ფარაონის ამბავს ჭეშმარიტებით მორწმუნეთათვის!
28:3 -
إِنَّ فِرْعَوْنَ عَلَا فِي الْأَرْضِ وَجَعَلَ أَهْلَهَا شِيَعًا يَسْتَضْعِفُ طَائِفَةً مِنْهُمْ يُذَبِّحُ أَبْنَاءَهُمْ وَيَسْتَحْيِي نِسَاءَهُمْ ۚ إِنَّهُ كَانَ مِنَ الْمُفْسِدِينَ
უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს. უეჭველად, ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი!
28:4 -
وَنُرِيدُ أَنْ نَمُنَّ عَلَى الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا فِي الْأَرْضِ وَنَجْعَلَهُمْ أَئِمَّةً وَنَجْعَلَهُمُ الْوَارِثِينَ
რომელნიც დააკნინეს დედამიწაზე, ჩვენ ვინებეთ წყალობა გაგვეღო მათზე და დაგვედგინა მეთაურებად და მემკვიდრეებად,
28:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე