მუსხაფი, გვერდი 384

  1. وَإِنَّهُ لَهُدًى وَرَحْمَةٌ لِلْمُؤْمِنِينَ

    და უეჭველად, იგია ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნეთათვის!

    27:77
  2. إِنَّ رَبَّكَ يَقْضِي بَيْنَهُمْ بِحُكْمِهِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْعَلِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი განსჯის მათ თავისი მსჯავრით. რამეთუ იგი ძლევამოსილია, ყოვლისმცოდნეა!

    27:78
  3. فَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۖ إِنَّكَ عَلَى الْحَقِّ الْمُبِينِ

    სასოებდე ალლაჰს, რამეთუ შენ ცხად ჭეშმარიტებას ემყარები!

    27:79
  4. إِنَّكَ لَا تُسْمِعُ الْمَوْتَىٰ وَلَا تُسْمِعُ الصُّمَّ الدُّعَاءَ إِذَا وَلَّوْا مُدْبِرِينَ

    უეჭველად, შენ ვერ შეასმენ მკვდრებს და ვერც ყრუებს, როცა ისინი ზურგს იბრუნებენ!

    27:80
  5. وَمَا أَنْتَ بِهَادِي الْعُمْيِ عَنْ ضَلَالَتِهِمْ ۖ إِنْ تُسْمِعُ إِلَّا مَنْ يُؤْمِنُ بِآيَاتِنَا فَهُمْ مُسْلِمُونَ

    და გზააბნევიდან ვერ გამოიყვან ბრმებს ჭეშმარიტ გზაზე. შენ შეძლებ შეასმინო მხოლოდ მორწმუნეებს. მათ, ვინც ჰმორჩილა ჩვენს აიათებს!

    27:81
  6. وَإِذَا وَقَعَ الْقَوْلُ عَلَيْهِمْ أَخْرَجْنَا لَهُمْ دَابَّةً مِنَ الْأَرْضِ تُكَلِّمُهُمْ أَنَّ النَّاسَ كَانُوا بِآيَاتِنَا لَا يُوقِنُونَ

    და აღთქმული სიტყვა როცა აღსრულდება მათზე და ამოვუყვანთ მიწიდან ნადირს, რომელიც გამოამჟღავნებს იმ ხალხს, ვისაც დარწმუნებით არ სწამდა ჩვენი სასწაულები!

    27:82
  7. وَيَوْمَ نَحْشُرُ مِنْ كُلِّ أُمَّةٍ فَوْجًا مِمَّنْ يُكَذِّبُ بِآيَاتِنَا فَهُمْ يُوزَعُونَ

    იმ დღეს ჩვენ შევკრებთ ყოველი ერიდან ერთ ჯგუფს, ვინც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს და მათ ხელის კვრით მორეკავენ!

    27:83
  8. حَتَّىٰ إِذَا جَاءُوا قَالَ أَكَذَّبْتُمْ بِآيَاتِي وَلَمْ تُحِيطُوا بِهَا عِلْمًا أَمَّاذَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    როცა წარსდგებიან, ეტყვის: „ნუთუ ცრუდ შერაცხეთ ჩემი აიათები ისე, რომ არც ჩაწვდით მათ? ან რას სჩადიოდით?“

    27:84
  9. وَوَقَعَ الْقَوْلُ عَلَيْهِمْ بِمَا ظَلَمُوا فَهُمْ لَا يَنْطِقُونَ

    და მათ დაატყდათ აღთქმული სიტყვა იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ, და ენა ჩაუვარდებათ!

    27:85
  10. أَلَمْ يَرَوْا أَنَّا جَعَلْنَا اللَّيْلَ لِيَسْكُنُوا فِيهِ وَالنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    განა ვერ ხედავენ, ჩვენ დავადგინეთ ღამე, რომ დაესვენათ მათ და დღე გასანათებლად? უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნეთათვის!

    27:86
  11. وَيَوْمَ يُنْفَخُ فِي الصُّورِ فَفَزِعَ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَمَنْ فِي الْأَرْضِ إِلَّا مَنْ شَاءَ اللَّهُ ۚ وَكُلٌّ أَتَوْهُ دَاخِرِينَ

    იმ დღეს ჩაიბერება საყვირში და შეძრწუნდებიან ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; გარდა მათი, ვის გამორჩევასაც ინებებს ალლაჰი. ყველანი წარსდგებიან მის წინაშე მორჩილნი!

    27:87
  12. وَتَرَى الْجِبَالَ تَحْسَبُهَا جَامِدَةً وَهِيَ تَمُرُّ مَرَّ السَّحَابِ ۚ صُنْعَ اللَّهِ الَّذِي أَتْقَنَ كُلَّ شَيْءٍ ۚ إِنَّهُ خَبِيرٌ بِمَا تَفْعَلُونَ

    და ნახავ რომ მთები, რომლებსაც უმოძრაოდ თვლიდი, ამოძრავდებიან ღრუბლებივით. ასეთია განგება ალლაჰისა, რომელმაც ყველაფერი სრულყოფილად დაადგინა. უეჭველად, იგი უწყის იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!

    27:88

თარგმანი: რეზო მიქელაძე