მუსხაფი, გვერდი 381
-
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَالِحًا أَنِ اعْبُدُوا اللَّهَ فَإِذَا هُمْ فَرِيقَانِ يَخْتَصِمُونَ
და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ სემუდეველებთან მათი ძმა სალიჰი, რათა თაყვანი ეცათ ალლაჰისათვის, ისინი კი ორ მოშუღლე ჯგუფად დაიყვნენ!
27:45 -
قَالَ يَا قَوْمِ لِمَ تَسْتَعْجِلُونَ بِالسَّيِّئَةِ قَبْلَ الْحَسَنَةِ ۖ لَوْلَا تَسْتَغْفِرُونَ اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ
თქვა: „ჩემო ხალხო! რატომ აყენებთ ავს კეთილზე წინ? რატომ არ შესთხოვთ ალლაჰს მიტევებას? ეგებ იქნათ შეწყნარებულნი!“
27:46 -
قَالُوا اطَّيَّرْنَا بِكَ وَبِمَنْ مَعَكَ ۚ قَالَ طَائِرُكُمْ عِنْدَ اللَّهِ ۖ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ تُفْتَنُونَ
უთხრეს: „ჩვენ შეგვეხო შენით და შენთან მდგომებით სიავე.“ მიუგო: „სიავენი თქვენი ალლაჰის წიაღიდან მოედინება, რამეთუ თქვენ ხართ ხალხი გამოსაცდელად მოვლენილი!“
27:47 -
وَكَانَ فِي الْمَدِينَةِ تِسْعَةُ رَهْطٍ يُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ وَلَا يُصْلِحُونَ
და ქალაქში ცხრა კაცი იყო, რომლებიც ქვეყანაზე უკეთურობას ამრავლებდნენ და არაფერს აუმჯობესებდნენ.
27:48 -
قَالُوا تَقَاسَمُوا بِاللَّهِ لَنُبَيِّتَنَّهُ وَأَهْلَهُ ثُمَّ لَنَقُولَنَّ لِوَلِيِّهِ مَا شَهِدْنَا مَهْلِكَ أَهْلِهِ وَإِنَّا لَصَادِقُونَ
მათ თქვეს: „ერთმანეთს შევფიცოთ ალლაჰის სახელით, რომ ღამით სალიჰს და მის ოჯახს დავესხმებით თავს მერე კი ვეტყვით მის ახლო ნათესავებს, რომ არ შევსწრებივართ მისი და მისი ოჯახის მკვლელობას და რომ სიმართლეს ვამბობთ.“
27:49 -
وَمَكَرُوا مَكْرًا وَمَكَرْنَا مَكْرًا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
მათ ხრიკი ჩაიფიქრეს და ჩვენ ამაოდ ვჰქმენით! და ვერც კი იგრძნეს!
27:50 -
فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ مَكْرِهِمْ أَنَّا دَمَّرْنَاهُمْ وَقَوْمَهُمْ أَجْمَعِينَ
მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული მათი ხრიკისა! უეჭველად, მოვსპეთ ისინი და ხალხი მათი ერთიანად!
27:51 -
فَتِلْكَ بُيُوتُهُمْ خَاوِيَةً بِمَا ظَلَمُوا ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
აი, მათი სახლები, დანგრეული იმიტომ, რომ უსამართლოდ მოიქცნენ. უეჭველად, ამაშია სასწაული მცოდნეთათვის!
27:52 -
وَأَنْجَيْنَا الَّذِينَ آمَنُوا وَكَانُوا يَتَّقُونَ
და გადავარჩინეთ, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშები გახდნენ!
27:53 -
وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ أَتَأْتُونَ الْفَاحِشَةَ وَأَنْتُمْ تُبْصِرُونَ
აკი, უთხრა ლუტმა თავის ხალხს: „ნუთუ თვალნათლივ იქმთ გარყვნილებას?
27:54 -
أَئِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الرِّجَالَ شَهْوَةً مِنْ دُونِ النِّسَاءِ ۚ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ تَجْهَلُونَ
ნუთუ ივლით კაცებთან ვნებით და არა ქალებთან? არამც და არამც! თქვენ უმეცარი ხალხი ხართ!“
27:55
თარგმანი: რეზო მიქელაძე