მუსხაფი, გვერდი 380
-
فَلَمَّا جَاءَ سُلَيْمَانَ قَالَ أَتُمِدُّونَنِ بِمَالٍ فَمَا آتَانِيَ اللَّهُ خَيْرٌ مِمَّا آتَاكُمْ بَلْ أَنْتُمْ بِهَدِيَّتِكُمْ تَفْرَحُونَ
როცა ისინი მიუახლოვდნენ სულეიმანს, მან უთხრა: „ნუთუ შემეწიეთ თქვენი ქონებით? ის, რაც ალლაჰმა მიბოძა, უმჯობესია მასზე, რაც მან თქვენ გიბოძათ. არამც და არამც! ეს თქვენ ხარობთ იმგვარი ძღვენით, რომელიც მოგვართვით!
27:36 -
ارْجِعْ إِلَيْهِمْ فَلَنَأْتِيَنَّهُمْ بِجُنُودٍ لَا قِبَلَ لَهُمْ بِهَا وَلَنُخْرِجَنَّهُمْ مِنْهَا أَذِلَّةً وَهُمْ صَاغِرُونَ
დაბრუნდით მათთან და ჩვენ უდაოდ მოვალთ ჯარით, რომელსაც წინ ვერ აღუდგებიან, და გავაძევებთ მათ იქიდან დამცირებულებს და დაკნინებულებს!“
27:37 -
قَالَ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ أَيُّكُمْ يَأْتِينِي بِعَرْشِهَا قَبْلَ أَنْ يَأْتُونِي مُسْلِمِينَ
უთხრა: „დიდებულებო! რომელი მომიტანთ დედოფლის ტახტრევანს იქამდე, სანამ ისინი მეახლებიან მუსლიმად მოქცეულნი?“
27:38 -
قَالَ عِفْرِيتٌ مِنَ الْجِنِّ أَنَا آتِيكَ بِهِ قَبْلَ أَنْ تَقُومَ مِنْ مَقَامِكَ ۖ وَإِنِّي عَلَيْهِ لَقَوِيٌّ أَمِينٌ
ღიფრითმა ჯინთაგან მიუგო: „მოგიტან, ვიდრე წამოდგებოდე ადგილიდან. საკმაოდ ძლიერი ვარ და შეგიძლია მენდო!“
27:39 -
قَالَ الَّذِي عِنْدَهُ عِلْمٌ مِنَ الْكِتَابِ أَنَا آتِيكَ بِهِ قَبْلَ أَنْ يَرْتَدَّ إِلَيْكَ طَرْفُكَ ۚ فَلَمَّا رَآهُ مُسْتَقِرًّا عِنْدَهُ قَالَ هَٰذَا مِنْ فَضْلِ رَبِّي لِيَبْلُوَنِي أَأَشْكُرُ أَمْ أَكْفُرُ ۖ وَمَنْ شَكَرَ فَإِنَّمَا يَشْكُرُ لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ كَفَرَ فَإِنَّ رَبِّي غَنِيٌّ كَرِيمٌ
უთხრა, როელიც განსწავლული იყო წიგნიდან: „ თვალის დახამხამებაში აქ გაგიჩენ!“ როცა დაინახა მის წინ მდგარი ტახტრევანი, თქვა: ჩემმა ღმერთმა მოიღო ჩემზე წყალობა, მცდის მადლიერი ვიქნები თუ უმადური. ვინც მადლიერია, ის თავის სასიკეთოდაა მადლიერი, და თუ ვინმე უმადურია - ჩემი ღმერთი ხომ მდიდარია, გულუხვია!“
27:40 -
قَالَ نَكِّرُوا لَهَا عَرْشَهَا نَنْظُرْ أَتَهْتَدِي أَمْ تَكُونُ مِنَ الَّذِينَ لَا يَهْتَدُونَ
თქვა: გადააკეთეთ მისი ტახტრევანი, რომ ვერ იცნოს, ჩვენ კი ვნახავთ, სწორ გზას დაადგება თუ არა ან იქნებ იმათგანია, რომელნიც სწორ გზას არ დაადგებიან!
27:41 -
فَلَمَّا جَاءَتْ قِيلَ أَهَٰكَذَا عَرْشُكِ ۖ قَالَتْ كَأَنَّهُ هُوَ ۚ وَأُوتِينَا الْعِلْمَ مِنْ قَبْلِهَا وَكُنَّا مُسْلِمِينَ
როცა დედოფალი ჩავიდა, უთხრეს: „ესაა შენი ტახტრევანი?“ მიუგო, მგონი ესაა. თქვა: ჩვენ მასზე უწინ გვებოძა ცოდნა და შევიქმენით მუსლიმები.“
27:42 -
وَصَدَّهَا مَا كَانَتْ تَعْبُدُ مِنْ دُونِ اللَّهِ ۖ إِنَّهَا كَانَتْ مِنْ قَوْمٍ كَافِرِينَ
ხელი შეუშალა იმან, რასაც თაყვანს სცემდა, მაგიერ ალლაჰისა, რამეთუ იყო ურწმუნო ხალხის ასული.
27:43 -
قِيلَ لَهَا ادْخُلِي الصَّرْحَ ۖ فَلَمَّا رَأَتْهُ حَسِبَتْهُ لُجَّةً وَكَشَفَتْ عَنْ سَاقَيْهَا ۚ قَالَ إِنَّهُ صَرْحٌ مُمَرَّدٌ مِنْ قَوَارِيرَ ۗ قَالَتْ رَبِّ إِنِّي ظَلَمْتُ نَفْسِي وَأَسْلَمْتُ مَعَ سُلَيْمَانَ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ
უთხრეს მას: „შედი სასახლეში“. დანახვისას წყლის გუბედ მოეჩვენა (დედოფალს) იგი და კალთები მუხლებამდე აიწია. უთხრა: „ეს ბროლის სასახლეა.“ თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, უსამართლო ვიყავი ჩემი თავის წინაშე, სულეიმანთან ერთად ვმორჩილე ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!“
27:44
თარგმანი: რეზო მიქელაძე