მუსხაფი, გვერდი 382
-
فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِ إِلَّا أَنْ قَالُوا أَخْرِجُوا آلَ لُوطٍ مِنْ قَرْيَتِكُمْ ۖ إِنَّهُمْ أُنَاسٌ يَتَطَهَّرُونَ
პასუხად მისმა ხალხმა მხოლოდ ეს თქვა: „გააძევეთ ლუტის ოჯახობა თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ზედმეტად განწმენდილი ხალხი არიან ესენი!“
27:56 -
فَأَنْجَيْنَاهُ وَأَهْلَهُ إِلَّا امْرَأَتَهُ قَدَّرْنَاهَا مِنَ الْغَابِرِينَ
გადავარჩინეთ ის და მისი სახლეული, ცოლის გამოკლებით. ჩვენ დავუდგინეთ მას უკან დარჩენილებთან ყოფნა.
27:57 -
وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ مَطَرًا ۖ فَسَاءَ مَطَرُ الْمُنْذَرِينَ
თავს დავატეხეთ წვიმა. რა დამღუპველია წვიმა მათთვის, ვინც გავაფრთხილეთ!
27:58 -
قُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ وَسَلَامٌ عَلَىٰ عِبَادِهِ الَّذِينَ اصْطَفَىٰ ۗ آللَّهُ خَيْرٌ أَمَّا يُشْرِكُونَ
თქვი: „დიდება ალლაჰს და მშვიდობა მის რჩეულ მსახურთ! ალლაჰი უკეთესია თუ ისინი, რასაც თანაზიარად უხდიან?“
27:59 -
أَمَّنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَأَنْزَلَ لَكُمْ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَنْبَتْنَا بِهِ حَدَائِقَ ذَاتَ بَهْجَةٍ مَا كَانَ لَكُمْ أَنْ تُنْبِتُوا شَجَرَهَا ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ يَعْدِلُونَ
ვინ გააჩინა ცანი და ქვეყანა და გარდმოავლინა თქვენთვის ზეციდან წყალი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აღმოვაცენეთ მშვენიერი ბაღები? თქვენ ვერ გაზრდიდით მათში ხეებს. მაშ, არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აცდნენ ჭეშმარიტებას!
27:60 -
أَمَّنْ جَعَلَ الْأَرْضَ قَرَارًا وَجَعَلَ خِلَالَهَا أَنْهَارًا وَجَعَلَ لَهَا رَوَاسِيَ وَجَعَلَ بَيْنَ الْبَحْرَيْنِ حَاجِزًا ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ
ვინ დაადგინა დედამიწა საცხოვრებლად, გაიყვანა მის ღარებში მდინარეები, დაადგა მასზე ურყევი მთები და დაადგინა საზღვარი ზღვებს შორის? განა არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის ეს!
27:61 -
أَمَّنْ يُجِيبُ الْمُضْطَرَّ إِذَا دَعَاهُ وَيَكْشِفُ السُّوءَ وَيَجْعَلُكُمْ خُلَفَاءَ الْأَرْضِ ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ قَلِيلًا مَا تَذَكَّرُونَ
ვინ შეისმენს შევიწროებულისას, როცა ის შეჰღაღადებს მას, აშორებს ავს და დაგადგენთ ქვეყნის მემკვიდრეებად? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? რაოდენ ცოტას შეიმეცნებთ!..
27:62 -
أَمَّنْ يَهْدِيكُمْ فِي ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ وَمَنْ يُرْسِلُ الرِّيَاحَ بُشْرًا بَيْنَ يَدَيْ رَحْمَتِهِ ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ تَعَالَى اللَّهُ عَمَّا يُشْرِكُونَ
ვინ დაგადგენთ სწორი გზით ხმელეთისა და ზღის წყვდიადში და გიგზავნით ქარს მახარობლად მისი წყალობისა? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც უხდით თანაზიარად!
27:63
თარგმანი: რეზო მიქელაძე