მუსხაფი, გვერდი 379
-
إِنِّي وَجَدْتُ امْرَأَةً تَمْلِكُهُمْ وَأُوتِيَتْ مِنْ كُلِّ شَيْءٍ وَلَهَا عَرْشٌ عَظِيمٌ
უეჭველად, ვიპოვე იქ ქალი, რომელიც მეფობს მათზე. ბოძებია მას ყველაფერი და აქვს დიდებული ტახტი.
27:23 -
وَجَدْتُهَا وَقَوْمَهَا يَسْجُدُونَ لِلشَّمْسِ مِنْ دُونِ اللَّهِ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَصَدَّهُمْ عَنِ السَّبِيلِ فَهُمْ لَا يَهْتَدُونَ
ვნახე, რომ ის და მისი ხალხი მზეს ეთაყვანებიან, მაგიერ ალლაჰისა. ეშმაკმა მოაჩვენა მათ მათი საქმენი შელამაზებული და გზიდან ააცდინა და არ ადგანან ისინი სწორ გზას.
27:24 -
أَلَّا يَسْجُدُوا لِلَّهِ الَّذِي يُخْرِجُ الْخَبْءَ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَيَعْلَمُ مَا تُخْفُونَ وَمَا تُعْلِنُونَ
განა რატომ არ აღავლენენ სეჯდეს ალლაჰის წინაშე, რომელიც გამოავლენს ყოველივე დაფარულს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის იმას, რასაც მალავთ, და იმასაც, რასაც აცხადებთ?
27:25 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْعَظِيمِ ۩
და არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, იგია დიდებული ტახტრევნის მეუფე!“
27:26 -
قَالَ سَنَنْظُرُ أَصَدَقْتَ أَمْ كُنْتَ مِنَ الْكَاذِبِينَ
უთხრა: შევამოწმოთ, სიმართლე თქვი თუ ხარ ცრუთაგანი!
27:27 -
اذْهَبْ بِكِتَابِي هَٰذَا فَأَلْقِهْ إِلَيْهِمْ ثُمَّ تَوَلَّ عَنْهُمْ فَانْظُرْ مَاذَا يَرْجِعُونَ
წაუღე ჩემგან ეს წიგნი და ჩაუგდე მათ. შორიახლოს გაჩერდი და ნახე, რას მოიმოქმედებენ!
27:28 -
قَالَتْ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ إِنِّي أُلْقِيَ إِلَيَّ كِتَابٌ كَرِيمٌ
თქვა ქალმა: „ჰეი დიდებულებო, მომართვეს დიდებული წიგნი,
27:29 -
إِنَّهُ مِنْ سُلَيْمَانَ وَإِنَّهُ بِسْمِ اللَّهِ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ
სულეიმანისგან და მასში ნათქვამია: „სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა!
27:30 -
أَلَّا تَعْلُوا عَلَيَّ وَأْتُونِي مُسْلِمِينَ
არ ამაღლდეთ ჩემს წინაშე და მეახელით მორჩილებად!“
27:31 -
قَالَتْ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ أَفْتُونِي فِي أَمْرِي مَا كُنْتُ قَاطِعَةً أَمْرًا حَتَّىٰ تَشْهَدُونِ
თქვა ქალმა: „ჰეი დიდებულებო, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ჯერ არასდროს მიმიღია, გვერდით თქვენ მყავდით!“
27:32 -
قَالُوا نَحْنُ أُولُو قُوَّةٍ وَأُولُو بَأْسٍ شَدِيدٍ وَالْأَمْرُ إِلَيْكِ فَانْظُرِي مَاذَا تَأْمُرِينَ
უთხრეს: „ძლიერნი და ძლევამოსილნი ვართ, მაგრამ გადაწყეტილება შენ უნდა მიიღო. მოიფიქრე, რის გაკეთებას გვიბრძანებ!“
27:33 -
قَالَتْ إِنَّ الْمُلُوكَ إِذَا دَخَلُوا قَرْيَةً أَفْسَدُوهَا وَجَعَلُوا أَعِزَّةَ أَهْلِهَا أَذِلَّةً ۖ وَكَذَٰلِكَ يَفْعَلُونَ
თქვა: „როცა მეფენი დასახლებაში იჭრებიან, ანგრევენ მას და მის ღირსეულ მცხოვრებლებს აკნინებენ. სწორედ, ასე იქცევიან!
27:34 -
وَإِنِّي مُرْسِلَةٌ إِلَيْهِمْ بِهَدِيَّةٍ فَنَاظِرَةٌ بِمَ يَرْجِعُ الْمُرْسَلُونَ
და უეჭველად, გავუგზავნი მათ ძღვენს და ვნახავ, რით დაბრუნდებიან წარგზავნილები.“
27:35
თარგმანი: რეზო მიქელაძე