მუსხაფი, გვერდი 378

  1. وَجَحَدُوا بِهَا وَاسْتَيْقَنَتْهَا أَنْفُسُهُمْ ظُلْمًا وَعُلُوًّا ۚ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُفْسِدِينَ

    უსამართლოდ უარყვეს ისინი, ამპარტავნობით, თუმცა გულში დარწმუნებულნი იყვნენ მათ ჭეშმარიტებაში. ნახე, რა ბედი ეწიათ ბოროტების გამავრცელებელთ!

    27:14
  2. وَلَقَدْ آتَيْنَا دَاوُودَ وَسُلَيْمَانَ عِلْمًا ۖ وَقَالَا الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي فَضَّلَنَا عَلَىٰ كَثِيرٍ مِنْ عِبَادِهِ الْمُؤْمِنِينَ

    ჩვენ ვუწყალობეთ დავუდს და სულეიმანს ცოდნა და მათ თქვეს: „დიდება ალლაჰს, რომელმაც გამოგვარჩია თავისი მრავალი მორწმუნე მსახურისგან!

    27:15
  3. وَوَرِثَ سُلَيْمَانُ دَاوُودَ ۖ وَقَالَ يَا أَيُّهَا النَّاسُ عُلِّمْنَا مَنْطِقَ الطَّيْرِ وَأُوتِينَا مِنْ كُلِّ شَيْءٍ ۖ إِنَّ هَٰذَا لَهُوَ الْفَضْلُ الْمُبِينُ

    სულეიმანი დავითის მემკვიდრე იყო და უთხრა: „ჰეი, ხალხნო! ჩვენ გვესწავლა ფრინველთა ენა და გვებოძა ყოველი არსებულისგან. სწორედ ეს არის ცხადი წყალობა!“

    27:16
  4. وَحُشِرَ لِسُلَيْمَانَ جُنُودُهُ مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ وَالطَّيْرِ فَهُمْ يُوزَعُونَ

    და შეიკრიბა სულეიმანთან მისი ჯარი, შემდგარი ჯინთაგან, კაცთაგან და ფრინველთაგან. ყველანი ცალ-ცალკე რაზმებად დაწყობილნი.

    27:17
  5. حَتَّىٰ إِذَا أَتَوْا عَلَىٰ وَادِ النَّمْلِ قَالَتْ نَمْلَةٌ يَا أَيُّهَا النَّمْلُ ادْخُلُوا مَسَاكِنَكُمْ لَا يَحْطِمَنَّكُمْ سُلَيْمَانُ وَجُنُودُهُ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    როცა მივიდნენ ჭიანჭველების ველზე, დედა ჭიანჭველამ თქვა: „ჭიანჭველებო! შედით თქვენს სამყოფებში, რათა სულეიმანმა და მისმა მეომრებმა არ გაგსრისონ, ისე, რომ ვერც კი იგრძნონ ეს!“

    27:18
  6. فَتَبَسَّمَ ضَاحِكًا مِنْ قَوْلِهَا وَقَالَ رَبِّ أَوْزِعْنِي أَنْ أَشْكُرَ نِعْمَتَكَ الَّتِي أَنْعَمْتَ عَلَيَّ وَعَلَىٰ وَالِدَيَّ وَأَنْ أَعْمَلَ صَالِحًا تَرْضَاهُ وَأَدْخِلْنِي بِرَحْمَتِكَ فِي عِبَادِكَ الصَّالِحِينَ

    გაიღიმა მისი სიტყვების გამგონმა და თქვა: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და შემიყვანე შენს მოწყალებაში მართლმორწმუნე მსახურებთან ერთად!“

    27:19
  7. وَتَفَقَّدَ الطَّيْرَ فَقَالَ مَا لِيَ لَا أَرَى الْهُدْهُدَ أَمْ كَانَ مِنَ الْغَائِبِينَ

    შეათვალიერა ფრინველები და თქვა: „რა მემართება? რატომ ვერ ვხედავ ოფოფს? ან იქნებ იგი აქ არმყოფთა შორისაა?

    27:20
  8. لَأُعَذِّبَنَّهُ عَذَابًا شَدِيدًا أَوْ لَأَذْبَحَنَّهُ أَوْ لَيَأْتِيَنِّي بِسُلْطَانٍ مُبِينٍ

    მკაცრ სასჯლეს მივაგებ ან დავკლავ, თუ არ მომცემს ცხად ახსნას!“

    27:21
  9. فَمَكَثَ غَيْرَ بَعِيدٍ فَقَالَ أَحَطْتُ بِمَا لَمْ تُحِطْ بِهِ وَجِئْتُكَ مِنْ سَبَإٍ بِنَبَإٍ يَقِينٍ

    ცოტა ხანს დაჰყო იქ და თქვა: „შევიტყვე ის, რასაც შენ არ უწყი. მე მოვედი შენთან საბასაგან სარწმუნო ამბით.

    27:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე