მუსხაფი, გვერდი 357
-
قُلْ أَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ ۖ فَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْهِ مَا حُمِّلَ وَعَلَيْكُمْ مَا حُمِّلْتُمْ ۖ وَإِنْ تُطِيعُوهُ تَهْتَدُوا ۚ وَمَا عَلَى الرَّسُولِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
უთხარი: „ჭეშმარიტად, ალლაჰს ჰმორჩილებდეთ და მის შუამავალს!“ თუ პირს იბრუნებთ, ის პაუხს აგებს იმაზე, რაც მან იტვირთა, თქვენ კი მოგეკითხებათ ის, რაც თქვენ იტვირთეთ. მაგრამ თუ დაემორჩილებით მას, სწორი გზით ივლით. შუამავლის ვალდებულება მხოლოდ ცხადი შეტყობინებაა!
24:54 -
وَعَدَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَيَسْتَخْلِفَنَّهُمْ فِي الْأَرْضِ كَمَا اسْتَخْلَفَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ وَلَيُمَكِّنَنَّ لَهُمْ دِينَهُمُ الَّذِي ارْتَضَىٰ لَهُمْ وَلَيُبَدِّلَنَّهُمْ مِنْ بَعْدِ خَوْفِهِمْ أَمْنًا ۚ يَعْبُدُونَنِي لَا يُشْرِكُونَ بِي شَيْئًا ۚ وَمَنْ كَفَرَ بَعْدَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ
ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან მათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიქმნიან თანაზიარად. ხოლო ისინი, ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებენ, სწორედ ეგენი არიან ურჯულონი!
24:55 -
وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ
ილოცეთ, გაეცით ზექათი და ჰმორჩილებდეთ შუამავალს, ეგებ შეიქმნათ შეწყალებულნი!
24:56 -
لَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ ۚ وَمَأْوَاهُمُ النَّارُ ۖ وَلَبِئْسَ الْمَصِيرُ
არ იფიქრო, რომ ურწმუნოები გადარჩებიან ქვეყანაზე. მათი თავშესაფარი ცეცხლი იქნება. და რა საშინელი სამყოფელია!
24:57 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لِيَسْتَأْذِنْكُمُ الَّذِينَ مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ وَالَّذِينَ لَمْ يَبْلُغُوا الْحُلُمَ مِنْكُمْ ثَلَاثَ مَرَّاتٍ ۚ مِنْ قَبْلِ صَلَاةِ الْفَجْرِ وَحِينَ تَضَعُونَ ثِيَابَكُمْ مِنَ الظَّهِيرَةِ وَمِنْ بَعْدِ صَلَاةِ الْعِشَاءِ ۚ ثَلَاثُ عَوْرَاتٍ لَكُمْ ۚ لَيْسَ عَلَيْكُمْ وَلَا عَلَيْهِمْ جُنَاحٌ بَعْدَهُنَّ ۚ طَوَّافُونَ عَلَيْكُمْ بَعْضُكُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۚ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, თქვენი მარჯვენით მოპოვებულმა მონებმა და იმათ, ვინც სრულწლოვანი არ გამხდარა, თქვენგან ნებართვა აიღონ შემოსვლაზე სამგზის: დილის ლოცვამდე, შუადღეს, როცა სამოსს იხდით და საღამოს ლოცვის შემდეგ. აი, სამი ჟამი სიშიშვლისა თქვენთვის. სხვა შემთხვევაში არც თქვენ და არც მათ ცოდვად არ გეთვლებათ ერთმანეთთან მიმოსვლა. ასე გაგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
24:58
თარგმანი: რეზო მიქელაძე