მუსხაფი, გვერდი 348
-
بَلْ أَتَيْنَاهُمْ بِالْحَقِّ وَإِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ
არა, ჩვენ ვუბოძეთ მათ ჭეშმარიტება, და უეჭველად, ეგენი ცრუ და მატყუარა არიან!
23:90 -
مَا اتَّخَذَ اللَّهُ مِنْ وَلَدٍ وَمَا كَانَ مَعَهُ مِنْ إِلَٰهٍ ۚ إِذًا لَذَهَبَ كُلُّ إِلَٰهٍ بِمَا خَلَقَ وَلَعَلَا بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۚ سُبْحَانَ اللَّهِ عَمَّا يَصِفُونَ
არ დაუდგენია ალლაჰს ძე და არ არის მასთან ერთად სხვა ღვთაება. ასე რომ ყოფილიყო, უთუოდ, ყოველი ღვთაება მოსპობდა იმას, რაც გააჩინა და უთუოდ ერთნი აღმატებულ იქნებოდნენ მეორეზე. დიად არს ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ ისინი!
23:91 -
عَالِمِ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ فَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ
იგი უწყის დაფარულს და ცხადს! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან ეგენი!
23:92 -
قُلْ رَبِّ إِمَّا تُرِيَنِّي مَا يُوعَدُونَ
თქვი: „ღმერთო ჩემო! თუკი უნდა მახილვინო იგი, რაც მათ აღეთქვათ,
23:93 -
رَبِّ فَلَا تَجْعَلْنِي فِي الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
ღმერთო ჩემო! მაშ, ნუ დამადგენ უსამართლო ხალხთა შორის!“
23:94 -
وَإِنَّا عَلَىٰ أَنْ نُرِيَكَ مَا نَعِدُهُمْ لَقَادِرُونَ
და უეჭველად, ჩვენ ძალგვიძს, რომ გახილვინოთ შენ იგი, რაც მათ აღვუთქვით!
23:95 -
ادْفَعْ بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ السَّيِّئَةَ ۚ نَحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَصِفُونَ
ავი განაძევე იმით, რომელიც საუკეთესოა. ჩვენ უკეთ ვუწყით, რასაც ისინი თხზავენ!
23:96 -
وَقُلْ رَبِّ أَعُوذُ بِكَ مِنْ هَمَزَاتِ الشَّيَاطِينِ
და თქვი: „ღმერთო ჩემო, შენ მიგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან!
23:97 -
وَأَعُوذُ بِكَ رَبِّ أَنْ يَحْضُرُونِ
და მიგეკედლები შენ, ღმერთო ჩემო, რათა არ მომეკარონ ისინი!
23:98 -
حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ رَبِّ ارْجِعُونِ
და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან,
23:99 -
لَعَلِّي أَعْمَلُ صَالِحًا فِيمَا تَرَكْتُ ۚ كَلَّا ۚ إِنَّهَا كَلِمَةٌ هُوَ قَائِلُهَا ۖ وَمِنْ وَرَائِهِمْ بَرْزَخٌ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ
ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე!“ მაგრამ არა! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!
23:100 -
فَإِذَا نُفِخَ فِي الصُّورِ فَلَا أَنْسَابَ بَيْنَهُمْ يَوْمَئِذٍ وَلَا يَتَسَاءَلُونَ
მაშინ, როცა ჩაიბერება საყვირში, აღარ დარჩება მათ შორის ნათესაური კავშირი და ერთმანეთს აღარ დაეკითხებიან!
23:101 -
فَمَنْ ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
მაშინ, ვისი ასაწონიც გადაზიდავს, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი!
23:102 -
وَمَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ فِي جَهَنَّمَ خَالِدُونَ
და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს და შეიქმნენ სამუდამოდ ჯოჯოხეთის მკვიდრნი!
23:103 -
تَلْفَحُ وُجُوهَهُمُ النَّارُ وَهُمْ فِيهَا كَالِحُونَ
დახრუკავს მათ სახეებს ცეცხლი, და ეგენი იქ იქნებიან სახედაღრეჯილები!
23:104
თარგმანი: რეზო მიქელაძე