მუსხაფი, გვერდი 347

  1. وَلَوْ رَحِمْنَاهُمْ وَكَشَفْنَا مَا بِهِمْ مِنْ ضُرٍّ لَلَجُّوا فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ

    და რომც მოგვეღო წყალობა მათზე და აგვერიდებინა განსაცდელი მათთვის, მაინც ჯიუტად მოყვებოდნენ თავიანთ აღვირახსნილობაში ხეტიალს!

    23:75
  2. وَلَقَدْ أَخَذْنَاهُمْ بِالْعَذَابِ فَمَا اسْتَكَانُوا لِرَبِّهِمْ وَمَا يَتَضَرَّعُونَ

    და ვფიცავ, შევიპყარით ისინი სასჯელით, მაგრამ არ დამორჩილდნენ თავიანთ ღმერთს და არ შეევედრნენ მას!

    23:76
  3. حَتَّىٰ إِذَا فَتَحْنَا عَلَيْهِمْ بَابًا ذَا عَذَابٍ شَدِيدٍ إِذَا هُمْ فِيهِ مُبْلِسُونَ

    მაგრამ როცა გავხსენით მათდამი კარიბჭე საზარელი ტანჯვისა, მაშინ ისინი სასოწარკვეთაში ჩავარდნენ!

    23:77
  4. وَهُوَ الَّذِي أَنْشَأَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۚ قَلِيلًا مَا تَشْكُرُونَ

    და იგია, რომელმაც ჰყო თქვენთვის ყურთასმენა, მხედველობა და გული. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება!

    23:78
  5. وَهُوَ الَّذِي ذَرَأَكُمْ فِي الْأَرْضِ وَإِلَيْهِ تُحْشَرُونَ

    და იგია, რომელმაც გაგაჩინათ დედამიწაზე და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!

    23:79
  6. وَهُوَ الَّذِي يُحْيِي وَيُمِيتُ وَلَهُ اخْتِلَافُ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    და იგია, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს. და იგი განაგებს დღისა და ღამის მონაცვლეობას. ნუთუ არ მოუხმობთ გონებას?

    23:80
  7. بَلْ قَالُوا مِثْلَ مَا قَالَ الْأَوَّلُونَ

    არა! თქვეს მათ იგივე, რაც წინა თაობებმა

    23:81
  8. قَالُوا أَإِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًا وَعِظَامًا أَإِنَّا لَمَبْعُوثُونَ

    თქვეს: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად უნდა აღვსდგებით?

    23:82
  9. لَقَدْ وُعِدْنَا نَحْنُ وَآبَاؤُنَا هَٰذَا مِنْ قَبْلُ إِنْ هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    ვფიცავ, ჩვენც და ჩვენს მამებსაც აღეთქვა. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა ძველი ხალხების!“

    23:83
  10. قُلْ لِمَنِ الْأَرْضُ وَمَنْ فِيهَا إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ჰკითხე: ვის ეკუთვნის მიწა და ისინი ვინც მასზეა, თუკი უწყით თქვენ?“

    23:84
  11. سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ أَفَلَا تَذَكَّرُونَ

    იტყვიან: „ალლაჰსო“. უთხარი: „ნუთუ აღარ შეიგონებთ?“

    23:85
  12. قُلْ مَنْ رَبُّ السَّمَاوَاتِ السَّبْعِ وَرَبُّ الْعَرْشِ الْعَظِيمِ

    ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდფა ცისა და დიდებული ტახტრევანისა?“

    23:86
  13. سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ أَفَلَا تَتَّقُونَ

    იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „ნუთუ არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?“

    23:87
  14. قُلْ مَنْ بِيَدِهِ مَلَكُوتُ كُلِّ شَيْءٍ وَهُوَ يُجِيرُ وَلَا يُجَارُ عَلَيْهِ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ჰკითხე: თუ იცით: „ვინაა იგი, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას?“

    23:88
  15. سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ فَأَنَّىٰ تُسْحَرُونَ

    იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „მაშ, როგორღა ჰტყუვდებით!“

    23:89

თარგმანი: რეზო მიქელაძე