მუსხაფი, გვერდი 349
-
أَلَمْ تَكُنْ آيَاتِي تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَكُنْتُمْ بِهَا تُكَذِّبُونَ
„განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები თქვენ, მაგრამ მაშინ სიცრუედ რაცხავდით?“
23:105 -
قَالُوا رَبَّنَا غَلَبَتْ عَلَيْنَا شِقْوَتُنَا وَكُنَّا قَوْمًا ضَالِّينَ
თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გვძლია ჩვენივე ზღვარგადასულობამ და შევიქმენით გზააცდენილ ხალხად.
23:106 -
رَبَّنَا أَخْرِجْنَا مِنْهَا فَإِنْ عُدْنَا فَإِنَّا ظَالِمُونَ
ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან. და თუ კიდევ დავუბრუნდით, მაშინ, უეჭველად, ჩვენ უსამართლონი ვიქნებით!“
23:107 -
قَالَ اخْسَئُوا فِيهَا وَلَا تُكَلِّمُونِ
ეტყვის: „ეყარეთ მასში და მე არღა დამელაპარაკოთ!“
23:108 -
إِنَّهُ كَانَ فَرِيقٌ مِنْ عِبَادِي يَقُولُونَ رَبَّنَا آمَنَّا فَاغْفِرْ لَنَا وَارْحَمْنَا وَأَنْتَ خَيْرُ الرَّاحِمِينَ
უეჭველად, ჩემს მსახურთაგან ერთი ჯგუფი ამბობდა: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ ვირწმუნეთ. მაშ, მოგვიტევე და შეგვინდე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“
23:109 -
فَاتَّخَذْتُمُوهُمْ سِخْرِيًّا حَتَّىٰ أَنْسَوْكُمْ ذِكْرِي وَكُنْتُمْ مِنْهُمْ تَضْحَكُونَ
თქვენ კი მათ მასხრად იგდებდით, ამიტომაც დაგავიწყათ ჩემი გახსენება, და კიდევაც გასცინოდით მათ!
23:110 -
إِنِّي جَزَيْتُهُمُ الْيَوْمَ بِمَا صَبَرُوا أَنَّهُمْ هُمُ الْفَائِزُونَ
უეჭველად, მე დღეს მივუზღე მათ იმისთვის, რომ მომთმენნი იყვნენ, უეჭველად, ეგენი არიან ნეტარნი.
23:111 -
قَالَ كَمْ لَبِثْتُمْ فِي الْأَرْضِ عَدَدَ سِنِينَ
ეტყვის: „რამდენი წელი დაჰყავით მიწაზე?“
23:112 -
قَالُوا لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍ فَاسْأَلِ الْعَادِّينَ
მიუგებენ: „დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი. დაე, ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა!“
23:113 -
قَالَ إِنْ لَبِثْتُمْ إِلَّا قَلِيلًا ۖ لَوْ أَنَّكُمْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
ეტყვის: „დაჰყავით მხოლოდ მცირე დრო, რომ იცოდეთ თქვენ.
23:114 -
أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَاكُمْ عَبَثًا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لَا تُرْجَعُونَ
ნუთუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ გაგაჩინეთ ტყუილუბრალოდ და რომ თქვენ ჩვენთან არ იქნებით მობრუნებულნი?“
23:115 -
فَتَعَالَى اللَّهُ الْمَلِكُ الْحَقُّ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْكَرِيمِ
ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. (იგი) მეუფეა საუკეთესო ტახტრევანისა!
23:116 -
وَمَنْ يَدْعُ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ لَا بُرْهَانَ لَهُ بِهِ فَإِنَّمَا حِسَابُهُ عِنْدَ رَبِّهِ ۚ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الْكَافِرُونَ
და ვინც მოუხმობს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაებას, რომლის შესახებაც მტკიცება არ არსებობს, უკვე მისი ანგარიშგება მხოლოდ თავისი ღმერთის წინაშეა. უეჭველად, ურწმუნონი ვერ იქნებიან გადარჩენილნი!
23:117 -
وَقُلْ رَبِّ اغْفِرْ وَارْحَمْ وَأَنْتَ خَيْرُ الرَّاحِمِينَ
და თქვი: „ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“
23:118
თარგმანი: რეზო მიქელაძე