მუსხაფი, გვერდი 346
-
وَالَّذِينَ يُؤْتُونَ مَا آتَوْا وَقُلُوبُهُمْ وَجِلَةٌ أَنَّهُمْ إِلَىٰ رَبِّهِمْ رَاجِعُونَ
და რომელნიც გასცემენ გასაცემს და მათი გულები შიშით ძრწიან, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი,
23:60 -
أُولَٰئِكَ يُسَارِعُونَ فِي الْخَيْرَاتِ وَهُمْ لَهَا سَابِقُونَ
სწორედ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს სიკეთეების კეთებაში და ეგენი მეწინავენი არიან ამაში!
23:61 -
وَلَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۖ وَلَدَيْنَا كِتَابٌ يَنْطِقُ بِالْحَقِّ ۚ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ
და ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულიერს, გარდა რაც ძალუძს და ჩვენთანაა წიგნი, რომელიც ჭეშმარიტებას ღაღადებს და არ დაიჩაგრებიან ისინი!
23:62 -
بَلْ قُلُوبُهُمْ فِي غَمْرَةٍ مِنْ هَٰذَا وَلَهُمْ أَعْمَالٌ مِنْ دُونِ ذَٰلِكَ هُمْ لَهَا عَامِلُونَ
მაგრამ მათი გულები ცდომილებაშია მისადმი. ამასთან ერთად ისინი კიდევ უფრო მძიმე ცოდვას სჩადიან.
23:63 -
حَتَّىٰ إِذَا أَخَذْنَا مُتْرَفِيهِمْ بِالْعَذَابِ إِذَا هُمْ يَجْأَرُونَ
და როცა ჩვენ დავსჯით ფუფუნებით განებივრებულთ, მაშინ ხმამაღლა გოდებას მოჰყვებიან.
23:64 -
لَا تَجْأَرُوا الْيَوْمَ ۖ إِنَّكُمْ مِنَّا لَا تُنْصَرُونَ
დღეს ნუ მოთქვამთ! უეჭველად, ჩვენგან არ იქნება შეწევნა თქვენთვის!
23:65 -
قَدْ كَانَتْ آيَاتِي تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَكُنْتُمْ عَلَىٰ أَعْقَابِكُمْ تَنْكِصُونَ
როცა თქვენ წინ გეკითხებოდათ ჩემი აიათები, მაშინ უკუიქეცით ქუსლებზე შემდგარი,
23:66 -
مُسْتَكْبِرِينَ بِهِ سَامِرًا تَهْجُرُونَ
გამედიდურებულნი ღამღამობით ამის თაობაზე იკრიბებოდით და უაზროდ მიედ-მოედებოდით.
23:67 -
أَفَلَمْ يَدَّبَّرُوا الْقَوْلَ أَمْ جَاءَهُمْ مَا لَمْ يَأْتِ آبَاءَهُمُ الْأَوَّلِينَ
ნუთუ არ უფიქრდებიან ამ სიტყვას? ან იქნებ მოევლინათ მათ ის, რაც არ მივლინებია მათ წინაპრებს?
23:68 -
أَمْ لَمْ يَعْرِفُوا رَسُولَهُمْ فَهُمْ لَهُ مُنْكِرُونَ
ან იქნებ ვერ იცნეს თავიანთი შუამავალი და იმიტომაც უარყოფენ მას?
23:69 -
أَمْ يَقُولُونَ بِهِ جِنَّةٌ ۚ بَلْ جَاءَهُمْ بِالْحَقِّ وَأَكْثَرُهُمْ لِلْحَقِّ كَارِهُونَ
ნუთუ ამბობენ, რომ იგი გიჟია? არადა იგი მივიდა მათთან ჭეშმარიტებითურთ, მაგრამ სძაგთ ჭეშმარიტება მათ უმრავლესობას!
23:70 -
وَلَوِ اتَّبَعَ الْحَقُّ أَهْوَاءَهُمْ لَفَسَدَتِ السَّمَاوَاتُ وَالْأَرْضُ وَمَنْ فِيهِنَّ ۚ بَلْ أَتَيْنَاهُمْ بِذِكْرِهِمْ فَهُمْ عَنْ ذِكْرِهِمْ مُعْرِضُونَ
და რომ ყოფილიყო ჭეშმარიტება დამოკიდებული მათ სურვილზე, მაშინ უთუოდ ჩამოიქცეოდნენ ცანი და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათზეა. ჩვენ კი ვუბოძეთ მათ შეხსენება, თუმცაღა ეგენი შეხსენებისგან ზურგს იქცევენ!
23:71 -
أَمْ تَسْأَلُهُمْ خَرْجًا فَخَرَاجُ رَبِّكَ خَيْرٌ ۖ وَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ
ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ჯილდო შენი ღმერთისა უმჯობესია და იგი საუკეთესო მბოძებელია!
23:72 -
وَإِنَّكَ لَتَدْعُوهُمْ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და უეჭველად, შენ მოუწოდებ მათ სწორი გზისკენ!
23:73 -
وَإِنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ عَنِ الصِّرَاطِ لَنَاكِبُونَ
და უეჭველად, რომელნიც არ ირწმუნებენ საიქიოს, ჭეშმარიტი გზიდან ამცდარნი არიან!
23:74
თარგმანი: რეზო მიქელაძე