სურა 23 მორწმუნენი
-
فَأَخَذَتْهُمُ الصَّيْحَةُ بِالْحَقِّ فَجَعَلْنَاهُمْ غُثَاءً ۚ فَبُعْدًا لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ
ამგვარად, საშინელმა ხმამ სამართლიანად შეიპყრო ისინი, მაშინ ვაქციეთ ისინი იმ ნაგვის მსგავსნი, ნიაღვარი რომ წარიტაცებს. დაე, მოიშთონ უსამართლონი!
23:41 -
ثُمَّ أَنْشَأْنَا مِنْ بَعْدِهِمْ قُرُونًا آخَرِينَ
მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობები.
23:42 -
مَا تَسْبِقُ مِنْ أُمَّةٍ أَجَلَهَا وَمَا يَسْتَأْخِرُونَ
ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას!
23:43 -
ثُمَّ أَرْسَلْنَا رُسُلَنَا تَتْرَىٰ ۖ كُلَّ مَا جَاءَ أُمَّةً رَسُولُهَا كَذَّبُوهُ ۚ فَأَتْبَعْنَا بَعْضَهُمْ بَعْضًا وَجَعَلْنَاهُمْ أَحَادِيثَ ۚ فَبُعْدًا لِقَوْمٍ لَا يُؤْمِنُونَ
მერე წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი ერთიმეორის კვალდაკვალ. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე თემთან მიდიოდა შუამავალი, ცრუდ რაცხავდნენ მას. ამგვარად ჩვენც მივაყოლეთ ერთმანეთს ისინი და ვაქციეთ იგავების საგნად. დაე, მოიშთონ ურწმუნო ხალხი!
23:44 -
ثُمَّ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ وَأَخَاهُ هَارُونَ بِآيَاتِنَا وَسُلْطَانٍ مُبِينٍ
მერე ჩვენ წარვგზავნეთ მუსა და მისი ძმა ჰარუნი ჩვენი სასწაულებით და ცხადი მტკიცებებით
23:45 -
إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ فَاسْتَكْبَرُوا وَكَانُوا قَوْمًا عَالِينَ
ფარაონთან და მის დიდებულებთან, რომელნიც გამედიდურდნენ, რამეთუ იყვნენ ამპარტავანი ხალხი.
23:46 -
فَقَالُوا أَنُؤْمِنُ لِبَشَرَيْنِ مِثْلِنَا وَقَوْمُهُمَا لَنَا عَابِدُونَ
მერე თქვეს: „განა ვირწმუნებთ ორ ადამიანს, ჩვენს მსგავსს, მაშინ როცა მათი ხალხი ჩვენ გვმონობს?“
23:47 -
فَكَذَّبُوهُمَا فَكَانُوا مِنَ الْمُهْلَكِينَ
ამგვარად, ორივე მათგანი ცრუდ შერაცხეს და ამით თავი დაიღუპეს!
23:48 -
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ لَعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ
და ვფიცავ, მივეცით ჩვენ მუსას წიგნი, ეგების ჭეშმარიტი გზა გაეგნოთ!
23:49 -
وَجَعَلْنَا ابْنَ مَرْيَمَ وَأُمَّهُ آيَةً وَآوَيْنَاهُمَا إِلَىٰ رَبْوَةٍ ذَاتِ قَرَارٍ وَمَعِينٍ
და ჩვენ დავადგინეთ მარიამის და ძე მისი სასწაულად და დავასახლეთ ისინი დაფარულ მაღლობზე, სადაც წყარო მოედინებოდა!
23:50 -
يَا أَيُّهَا الرُّسُلُ كُلُوا مِنَ الطَّيِّبَاتِ وَاعْمَلُوا صَالِحًا ۖ إِنِّي بِمَا تَعْمَلُونَ عَلِيمٌ
ჰეი, შუამავალნო! იგემეთ სუფთანი და აკეთეთ სიკეთე. უეჭველად, მე ვუწყი იმას, რასაც აკეთებთ!
23:51 -
وَإِنَّ هَٰذِهِ أُمَّتُكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَأَنَا رَبُّكُمْ فَاتَّقُونِ
უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა. და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, მოკრძალებულნი იყავით ჩემდამი!
23:52 -
فَتَقَطَّعُوا أَمْرَهُمْ بَيْنَهُمْ زُبُرًا ۖ كُلُّ حِزْبٍ بِمَا لَدَيْهِمْ فَرِحُونَ
მაგრამ გაიყვნენ ერთურთის მოწინააღმდეგეებად თავიანთ საქმეში და თითოეული სექტა ხარობს იმით, რაც აქვს.
23:53 -
فَذَرْهُمْ فِي غَمْرَتِهِمْ حَتَّىٰ حِينٍ
მაშ, დატოვე ისინი თავიანთ სიბეცეში, განსაზღვრულ ვადამდე!
23:54 -
أَيَحْسَبُونَ أَنَّمَا نُمِدُّهُمْ بِهِ مِنْ مَالٍ وَبَنِينَ
ნუთუ ფიქრობენ ისინი, რომ ჩვენ ქონებით და ვაჟებით შევეწევით ხოლმე,
23:55 -
نُسَارِعُ لَهُمْ فِي الْخَيْرَاتِ ۚ بَلْ لَا يَشْعُرُونَ
რომ მათთვის სიკეთეების მომადლებას ვეშურებით? არა! ისინი ვერ გრძნობენ!
23:56 -
إِنَّ الَّذِينَ هُمْ مِنْ خَشْيَةِ رَبِّهِمْ مُشْفِقُونَ
უეჭველად, ისინი, რომელნიც თავიანთი ღმერთის შიშით თრთიან,
23:57 -
وَالَّذِينَ هُمْ بِآيَاتِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ
და ისინი, რომელთაც თავიანთი ღმერთის აიათების სჯერათ,
23:58 -
وَالَّذِينَ هُمْ بِرَبِّهِمْ لَا يُشْرِكُونَ
და ისინი, რომელნიც თავიანთ ღმერთს თანაზიარს არ უდგენენ,
23:59 -
وَالَّذِينَ يُؤْتُونَ مَا آتَوْا وَقُلُوبُهُمْ وَجِلَةٌ أَنَّهُمْ إِلَىٰ رَبِّهِمْ رَاجِعُونَ
და რომელნიც გასცემენ გასაცემს და მათი გულები შიშით ძრწიან, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი,
23:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე