მუსხაფი, გვერდი 333
-
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّهُ يُحْيِي الْمَوْتَىٰ وَأَنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ეს იმიტომ, რომ უეჭველად, ჭეშმარიტებაა იგი ალლაჰის; და რომ იგი აცოცხლებს მკვდრებს და რომ იგია ყოვლისშემძლე!
22:6 -
وَأَنَّ السَّاعَةَ آتِيَةٌ لَا رَيْبَ فِيهَا وَأَنَّ اللَّهَ يَبْعَثُ مَنْ فِي الْقُبُورِ
იმიტომ, რომ ჟამი, რომელიც ეჭვს არ ბადებს, აუცილებლად დადგება და იმიტომ, რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც სამარეშია!
22:7 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَلَا هُدًى وَلَا كِتَابٍ مُنِيرٍ
ადამიანებს შორის არის ისეთიც, ვინც ცოდნის გარეშე კამათობს ალლაჰის თაობაზე, მას არც ჭეშმარიტი ხელმძღვანელობა და არც განმანათლებელი წიგნი არ მოეძებნება.
22:8 -
ثَانِيَ عِطْفِهِ لِيُضِلَّ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۖ لَهُ فِي الدُّنْيَا خِزْيٌ ۖ وَنُذِيقُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ عَذَابَ الْحَرِيقِ
იქ ქედმაღლურად იღერებს კისერს, რომ აცდუნოს სხვები ალლაჰის გზიდან, მისთვისაა გამზადებული დამცირება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ხოლო აღდგომის დღეს ჩვენ მას ვაგემებთ ტანჯვას მწველი ცეცხლისგან!
22:9 -
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ يَدَاكَ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِلْعَبِيدِ
ეს იმისთვის, რაც გაგიმზადეს შენმა ხელებმა, რამეთუ ალლაჰი არ ეპყრობა უსამართლოდ თავის მსახურთ!
22:10 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَعْبُدُ اللَّهَ عَلَىٰ حَرْفٍ ۖ فَإِنْ أَصَابَهُ خَيْرٌ اطْمَأَنَّ بِهِ ۖ وَإِنْ أَصَابَتْهُ فِتْنَةٌ انْقَلَبَ عَلَىٰ وَجْهِهِ خَسِرَ الدُّنْيَا وَالْآخِرَةَ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ
ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეთაყვანებიან ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ. თუ სიკეთე ეწიათ, თავს მშვიდად გრძნობენ და თუ განსაცდელი ეწიათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. სწორედ ეს არის ცხადი წარწყმედა!
22:11 -
يَدْعُو مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُ وَمَا لَا يَنْفَعُهُ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الضَّلَالُ الْبَعِيدُ
ალლაჰის გარდა უხმობენ ისინი იმას, რასაც არც ზიანი მოაქვს მათთვის და არც სარგებელი. უეჭველად, ეს არის ღრმა გზააბნევა!
22:12 -
يَدْعُو لَمَنْ ضَرُّهُ أَقْرَبُ مِنْ نَفْعِهِ ۚ لَبِئْسَ الْمَوْلَىٰ وَلَبِئْسَ الْعَشِيرُ
მოუხმობენ იმას, ვისაც ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლის. უვარგისია ასეთი პატრონი! უვარგისია ასეთი საპატრონოც!
22:13 -
إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۚ إِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ალლაჰი შეიყვანს სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. უეჭველად, ალლაჰი იქმს იმას, ინებებს რასაც!
22:14 -
مَنْ كَانَ يَظُنُّ أَنْ لَنْ يَنْصُرَهُ اللَّهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ فَلْيَمْدُدْ بِسَبَبٍ إِلَى السَّمَاءِ ثُمَّ لْيَقْطَعْ فَلْيَنْظُرْ هَلْ يُذْهِبَنَّ كَيْدُهُ مَا يَغِيظُ
ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი არ შეეწევა (მუჰამმედს) სააქაოსა და საიქიოში, მიაბას ზეცას თოკი, მერე კი გადაჭრას ის და ნახოს გააბათილებს ის ხრიკი იმას თუ ვერა, რამაც გამოიწვია რისხვა.
22:15
თარგმანი: რეზო მიქელაძე