მუსხაფი, გვერდი 332
-
يَا أَيُّهَا النَّاسُ اتَّقُوا رَبَّكُمْ ۚ إِنَّ زَلْزَلَةَ السَّاعَةِ شَيْءٌ عَظِيمٌ
ჰეი, ხალხო! გეშინოდეთ თქვენი უფლისა! უეჭველად, რყევა ჟამისა საშინელებაა.
22:1 -
يَوْمَ تَرَوْنَهَا تَذْهَلُ كُلُّ مُرْضِعَةٍ عَمَّا أَرْضَعَتْ وَتَضَعُ كُلُّ ذَاتِ حَمْلٍ حَمْلَهَا وَتَرَى النَّاسَ سُكَارَىٰ وَمَا هُمْ بِسُكَارَىٰ وَلَٰكِنَّ عَذَابَ اللَّهِ شَدِيدٌ
იმ დღეს, როცა იხილავთ მას, ყველა მეძუძური დააგდებს იმას, ვისაც ძუძუს აწოვებდა და ყველა ფეხმძიმე ქალს მოსწყდება ნაყოფი. შენ ნახავ ადამიანებს დამთვრალს, არადა მთვრალები არ იქნებიან. მაგრამ ალლაჰის სასჯელი მძაფრია!
22:2 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَيَتَّبِعُ كُلَّ شَيْطَانٍ مَرِيدٍ
არიან ხალხთაგან ისეთნი, რომლებიც ცოდნის გარეშე დაობენ ალლაჰის თაობაზე, და მიჰყვებიან ყოველ ჯიუტ ეშმაკს!
22:3 -
كُتِبَ عَلَيْهِ أَنَّهُ مَنْ تَوَلَّاهُ فَأَنَّهُ يُضِلُّهُ وَيَهْدِيهِ إِلَىٰ عَذَابِ السَّعِيرِ
დაიწერა მისდა, რომ ნებისმიერი, ვინც მას მოყვასად ჩათვლიდა, ის აცდუნებდა
22:4 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنْ كُنْتُمْ فِي رَيْبٍ مِنَ الْبَعْثِ فَإِنَّا خَلَقْنَاكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ مِنْ نُطْفَةٍ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍ ثُمَّ مِنْ مُضْغَةٍ مُخَلَّقَةٍ وَغَيْرِ مُخَلَّقَةٍ لِنُبَيِّنَ لَكُمْ ۚ وَنُقِرُّ فِي الْأَرْحَامِ مَا نَشَاءُ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ثُمَّ نُخْرِجُكُمْ طِفْلًا ثُمَّ لِتَبْلُغُوا أَشُدَّكُمْ ۖ وَمِنْكُمْ مَنْ يُتَوَفَّىٰ وَمِنْكُمْ مَنْ يُرَدُّ إِلَىٰ أَرْذَلِ الْعُمُرِ لِكَيْلَا يَعْلَمَ مِنْ بَعْدِ عِلْمٍ شَيْئًا ۚ وَتَرَى الْأَرْضَ هَامِدَةً فَإِذَا أَنْزَلْنَا عَلَيْهَا الْمَاءَ اهْتَزَّتْ وَرَبَتْ وَأَنْبَتَتْ مِنْ كُلِّ زَوْجٍ بَهِيجٍ
ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ აღდგომის თაობაზე, უეჭველად, ჩვენ ხომ გაგაჩინეთ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტისგან, ხორცისგან ჩამოუყალიბებელი თუ ჩამოყალიბებულისგან. რათა განვმარტოთ თქვენთვის(ჭეშმარიტება): ჩვენ ვათავსებთ საშვილოსნოში იმას, რასაც ვინებებთ, დათქმულ ვადამდე. მერე გამოგვყავხართ იქიდან ჩვილებად, რომ მიაღწიოთ მოწიფულ ასაკს. ზოგი თქვენგანი კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერეს აღწევს და ავიწყდება ყველაფერი ის, რაც იცოდა. შენ ხედავ უსიცოცხლო მიწას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მასზე ზეგარდმოვავლინოთ წყალი, რომ ამოძრავდეს, გაფუვდეს და აღმოაცენოს ყოველგვარი მშვენიერი მცენარე!
22:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე