მუსხაფი, გვერდი 317
-
وَلَقَدْ أَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنْ أَسْرِ بِعِبَادِي فَاضْرِبْ لَهُمْ طَرِيقًا فِي الْبَحْرِ يَبَسًا لَا تَخَافُ دَرَكًا وَلَا تَخْشَىٰ
და ვფიცავ, რომ ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას: „რომ ღამით გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად და ზღვაზე გაუდე მათ მშრალი გზა. და არ შეშინდე და არ შეძრწუნდე, ვაითუ მდევარი დამეწიოსო!“
20:77 -
فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ بِجُنُودِهِ فَغَشِيَهُمْ مِنَ الْيَمِّ مَا غَشِيَهُمْ
ფარაონი თავისი ჯარით დაედევნა მათ, მაგრამ ზღვამ შთანთქა ერთიანად.
20:78 -
وَأَضَلَّ فِرْعَوْنُ قَوْمَهُ وَمَا هَدَىٰ
ფარაონმა აცდუნა თავისი ხალხი და არ დაადგინა სწორ გზაზე.
20:79 -
يَا بَنِي إِسْرَائِيلَ قَدْ أَنْجَيْنَاكُمْ مِنْ عَدُوِّكُمْ وَوَاعَدْنَاكُمْ جَانِبَ الطُّورِ الْأَيْمَنَ وَنَزَّلْنَا عَلَيْكُمُ الْمَنَّ وَالسَّلْوَىٰ
ჰეი, ისრაილის ძენო! ჩვენ გიხსენით თქვენი მტრებისგან და აღთქმა დაგიდეთ ტურის მარჯვენა ფორდობზე. ჩვენ აგრეთვე ზეგარდმოგივლინეთ მანანა და მწყერი.
20:80 -
كُلُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا رَزَقْنَاكُمْ وَلَا تَطْغَوْا فِيهِ فَيَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبِي ۖ وَمَنْ يَحْلِلْ عَلَيْهِ غَضَبِي فَقَدْ هَوَىٰ
მიირთვით ფაქიზთაგან, რაც ჩვენ სარჩოდ მოგმადლეთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, თორემ მოგეწევათ ჩემი რისხვა. ხოლო ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება, უკვე დაღუპულია იგი!
20:81 -
وَإِنِّي لَغَفَّارٌ لِمَنْ تَابَ وَآمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا ثُمَّ اهْتَدَىٰ
და უეჭველად, მივუტევებ იმათ, ვინც მოინანია, ირწმუნა, ჰქმნა სიკეთე და მერე ჭეშმარიტ გზას დაადგა!
20:82 -
وَمَا أَعْجَلَكَ عَنْ قَوْمِكَ يَا مُوسَىٰ
„ჰეი, მუსა! შენ რამ დაგაჩქარა შენი ხალხისგან?“
20:83 -
قَالَ هُمْ أُولَاءِ عَلَىٰ أَثَرِي وَعَجِلْتُ إِلَيْكَ رَبِّ لِتَرْضَىٰ
მიუგო: „ისინი ჩემს ნაკვალევს ადგანან, ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო კმაყოფილი.“
20:84 -
قَالَ فَإِنَّا قَدْ فَتَنَّا قَوْمَكَ مِنْ بَعْدِكَ وَأَضَلَّهُمُ السَّامِرِيُّ
უთხრა: „უეჭველად, ჩვენ გამოვცადეთ შენი ხალხი შენს შემდეგ და სამირმა აცდუნა ისინი.
20:85 -
فَرَجَعَ مُوسَىٰ إِلَىٰ قَوْمِهِ غَضْبَانَ أَسِفًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ أَلَمْ يَعِدْكُمْ رَبُّكُمْ وَعْدًا حَسَنًا ۚ أَفَطَالَ عَلَيْكُمُ الْعَهْدُ أَمْ أَرَدْتُمْ أَنْ يَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبٌ مِنْ رَبِّكُمْ فَأَخْلَفْتُمْ مَوْعِدِي
მაშინ მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული და უთხრა: „ხალხო ჩემო! განა არ აღუთქვამს თქვენს ღმერთს საუკეთესო აღთქმა? ამის მიუხედავად, ნუთუ აღთქმის ვადა ხანგძლივი გეჩვენათ? ნუთუ მოგინდათ იწვნიოთ თქვენი ღმერთის რისხვა, ამიტომ გატეხეთ ჩემთან დადებული აღთქმა?“
20:86 -
قَالُوا مَا أَخْلَفْنَا مَوْعِدَكَ بِمَلْكِنَا وَلَٰكِنَّا حُمِّلْنَا أَوْزَارًا مِنْ زِينَةِ الْقَوْمِ فَقَذَفْنَاهَا فَكَذَٰلِكَ أَلْقَى السَّامِرِيُّ
მიუგეს: „არ დაგვირღვევია შენთვის მოცემული აღთქმა ჩვენი ნებით. მაგრამ იმ ხალხის დიდძალი სამშვენისებით დახუნძლული ვიყავით, ამიტომაც ჩავყარეთ ისინი ცეცხლში. მერე ასევე ჩაყარა სამირმაც.“
20:87
თარგმანი: რეზო მიქელაძე