მუსხაფი, გვერდი 316

  1. قَالُوا يَا مُوسَىٰ إِمَّا أَنْ تُلْقِيَ وَإِمَّا أَنْ نَكُونَ أَوَّلَ مَنْ أَلْقَىٰ

    უთხრეს: „ჰეი, მუსა! შენ ისვრი პირველი თუ ჩვენ ვისროლოთ?“

    20:65
  2. قَالَ بَلْ أَلْقُوا ۖ فَإِذَا حِبَالُهُمْ وَعِصِيُّهُمْ يُخَيَّلُ إِلَيْهِ مِنْ سِحْرِهِمْ أَنَّهَا تَسْعَىٰ

    უთხრა: „არა, თქვენ ისროლეთო!“ როცა მათი თოკები და მათი კვერთხები, თავიანთი ჯადოქრობიდან გამომდინარე, მოეჩვენა მას, როგორც მუცელზე ჩქარა მოსიარულე,

    20:66
  3. فَأَوْجَسَ فِي نَفْسِهِ خِيفَةً مُوسَىٰ

    მაშინ მუსამ თავისთავში შიში იგრძნო.

    20:67
  4. قُلْنَا لَا تَخَفْ إِنَّكَ أَنْتَ الْأَعْلَىٰ

    ვუთხარით ჩვენ: „ნუ გეშინია! უეჭველად, შენ ხარ გამარჯვებული!

    20:68
  5. وَأَلْقِ مَا فِي يَمِينِكَ تَلْقَفْ مَا صَنَعُوا ۖ إِنَّمَا صَنَعُوا كَيْدُ سَاحِرٍ ۖ وَلَا يُفْلِحُ السَّاحِرُ حَيْثُ أَتَىٰ

    და ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს და ის გადაყლაპავს იმას, რაც მათ ჰქმნეს. მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა. და ვერ იქნება ჯადოქარი წარმატებული, საიდანაც არ უნდა მოვიდეს!“

    20:69
  6. فَأُلْقِيَ السَّحَرَةُ سُجَّدًا قَالُوا آمَنَّا بِرَبِّ هَارُونَ وَمُوسَىٰ

    მაშინ ჯადოქრები მიწაზე გაერთხნენ სეჯდეთი, თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ ჰარუნისა და მუსას ღმერთიო!“

    20:70
  7. قَالَ آمَنْتُمْ لَهُ قَبْلَ أَنْ آذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّهُ لَكَبِيرُكُمُ الَّذِي عَلَّمَكُمُ السِّحْرَ ۖ فَلَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُمْ مِنْ خِلَافٍ وَلَأُصَلِّبَنَّكُمْ فِي جُذُوعِ النَّخْلِ وَلَتَعْلَمُنَّ أَيُّنَا أَشَدُّ عَذَابًا وَأَبْقَىٰ

    თქვა: „ნუთუ ირწმუნეთ მისი მანამ, ვიდრე მე ნებას მოგცემდი თქვენ? უეჭველად, იგი თქვენი უფროსია, რომელმაც შეგასწავლათ თქვენ ჯადოქრობა. მაშ, უთუოდ, მოგკვეთ ხელ-ფეხს სხვადასხვა მხრით და პალმის ხეზე გაგაკრავ. და ნამდვილად გაიგებთ ვისი სასჯელია უფრო მკაცრი და ხანგრძლივი!“

    20:71
  8. قَالُوا لَنْ نُؤْثِرَكَ عَلَىٰ مَا جَاءَنَا مِنَ الْبَيِّنَاتِ وَالَّذِي فَطَرَنَا ۖ فَاقْضِ مَا أَنْتَ قَاضٍ ۖ إِنَّمَا تَقْضِي هَٰذِهِ الْحَيَاةَ الدُّنْيَا

    უთხრეს: „შეუძლებელია გამჯობინოთ შენ იმას, რომელმაც მოავლინა ცხადი მტკიცებებით და რომელმაც გაგვაჩინა ჩვენ. ასე, რომ შენ ჰქმენ რაც გენებოს, რამეთუ შენი მსჯავრი მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ვრცელდება!

    20:72
  9. إِنَّا آمَنَّا بِرَبِّنَا لِيَغْفِرَ لَنَا خَطَايَانَا وَمَا أَكْرَهْتَنَا عَلَيْهِ مِنَ السِّحْرِ ۗ وَاللَّهُ خَيْرٌ وَأَبْقَىٰ

    უეჭველად, ჩვენ ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთი, რათა მოგვიტევოს შეცდომები ჩვენი და ჯადოქრობა, რომელიც შენ გვაიძულე. ხოლო ალლაჰი საუკეთესოა და მარადიული!“

    20:73
  10. إِنَّهُ مَنْ يَأْتِ رَبَّهُ مُجْرِمًا فَإِنَّ لَهُ جَهَنَّمَ لَا يَمُوتُ فِيهَا وَلَا يَحْيَىٰ

    უეჭველად, ვინც წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე ცოდვილი, მისთვისაა ჯოჯოხეთი, რომელშიც არც მოკვდება და არც იცოცხლებს!

    20:74
  11. وَمَنْ يَأْتِهِ مُؤْمِنًا قَدْ عَمِلَ الصَّالِحَاتِ فَأُولَٰئِكَ لَهُمُ الدَّرَجَاتُ الْعُلَىٰ

    და ვინც წარსდგება მის წინაშე მორწმუნე, და ვისაც უქმნია სიკეთენი, აი, მათთვისაა უმაღლესი ხარისხები!

    20:75
  12. جَنَّاتُ عَدْنٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ مَنْ تَزَكَّىٰ

    ედემის ბაღები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დაჰყოფენ მარად. და აი ესაა საზღაური იმათი, ვინც განიწმინდა!

    20:76

თარგმანი: რეზო მიქელაძე