მუსხაფი, გვერდი 312
-
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ سَيَجْعَلُ لَهُمُ الرَّحْمَٰنُ وُدًّا
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმე, დააჯილდოებს მოწყალე მათ სიყვარულით!
19:96 -
فَإِنَّمَا يَسَّرْنَاهُ بِلِسَانِكَ لِتُبَشِّرَ بِهِ الْمُتَّقِينَ وَتُنْذِرَ بِهِ قَوْمًا لُدًّا
ჩვენ გავაიოლეთ იგი (ყურანი) შენი ენით, რათა ახარო მისით მორწმუნენი და შეაგონო ურჩნი!
19:97 -
وَكَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُمْ مِنْ قَرْنٍ هَلْ تُحِسُّ مِنْهُمْ مِنْ أَحَدٍ أَوْ تَسْمَعُ لَهُمْ رِكْزًا
და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ? განა გიგრძვნია ან გაგიგონია მათგან ჩქამი?
19:98 -
طه
ტა. ჰა.
20:1 -
مَا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْقُرْآنَ لِتَشْقَىٰ
არ გარდმოგვივლენია შენზე ყურანი იმისთვის, რომ სირთულეში ჩავარდე,
20:2 -
إِلَّا تَذْكِرَةً لِمَنْ يَخْشَىٰ
არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია.
20:3 -
تَنْزِيلًا مِمَّنْ خَلَقَ الْأَرْضَ وَالسَّمَاوَاتِ الْعُلَى
ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც გააჩინა მიწა და ცანი მაღალნი.
20:4 -
الرَّحْمَٰنُ عَلَى الْعَرْشِ اسْتَوَىٰ
მოწყალემ მესვეურობა ზემო აღმართა!
20:5 -
لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَمَا تَحْتَ الثَّرَىٰ
მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და მიწასა ზედა და ისიც, რაც მათ შორისაა, და ისიც, რაც ნიადაგს ქვეშაა!
20:6 -
وَإِنْ تَجْهَرْ بِالْقَوْلِ فَإِنَّهُ يَعْلَمُ السِّرَّ وَأَخْفَى
და შენ სიტყვაც რომ განაცხადო, უეჭველად, იგი უწყის საიდუმლოსაც და დაფარულსაც!
20:7 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ لَهُ الْأَسْمَاءُ الْحُسْنَىٰ
არ არის ღვთაება, გარდა მისი - ალლაჰისა! მას ეკუთვნის ყველაზე მშვენიერი სახელები!
20:8 -
وَهَلْ أَتَاكَ حَدِيثُ مُوسَىٰ
მოვიდა შენამდე მუსას ამბავი?
20:9 -
إِذْ رَأَىٰ نَارًا فَقَالَ لِأَهْلِهِ امْكُثُوا إِنِّي آنَسْتُ نَارًا لَعَلِّي آتِيكُمْ مِنْهَا بِقَبَسٍ أَوْ أَجِدُ عَلَى النَّارِ هُدًى
აკი, დაინახა ცეცხლი, მაშინ უთხრა თავის ოჯახს: „აქ დარჩით! უეჭველად, მე ცეცხლი შევამჩნიე. ეგების მე მოგიტანო თქვენ მისგან ნაკვერჩხალი ან ვპოვო ცეცხლზე მეკვლე.“
20:10 -
فَلَمَّا أَتَاهَا نُودِيَ يَا مُوسَىٰ
როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: „ჰეი, მუსა!
20:11 -
إِنِّي أَنَا رَبُّكَ فَاخْلَعْ نَعْلَيْكَ ۖ إِنَّكَ بِالْوَادِ الْمُقَدَّسِ طُوًى
უეჭველად, მე ვარ შენი ღმერთი. მაშ, გაიხადე ფეხსაცმელები! უეჭველად, შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში.
20:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე