მუსხაფი, გვერდი 311
-
أَفَرَأَيْتَ الَّذِي كَفَرَ بِآيَاتِنَا وَقَالَ لَأُوتَيَنَّ مَالًا وَوَلَدًا
განა არ გინახავს, რომელმაც უარყო ჩვენი აიათები და თქვა: მე, უთუოდ, მომეცემა ქონება და შვილებიო?
19:77 -
أَطَّلَعَ الْغَيْبَ أَمِ اتَّخَذَ عِنْدَ الرَّحْمَٰنِ عَهْدًا
განა ემცნო მას დაფარული თუ მოწყალისგან აღთქმა მიიღო?
19:78 -
كَلَّا ۚ سَنَكْتُبُ مَا يَقُولُ وَنَمُدُّ لَهُ مِنَ الْعَذَابِ مَدًّا
არამც და არამც! ჩვენ ჩავიწერთ მის ნათქვამს და გავუხანგძლივებთ სასჯელს გაძლიერებულს!
19:79 -
وَنَرِثُهُ مَا يَقُولُ وَيَأْتِينَا فَرْدًا
ჩვენ მისგან ვიმემკვიდრებთ, რასაც ამბობს და იგი მოვა ჩვენ წინაშე მარტოსული!
19:80 -
وَاتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ آلِهَةً لِيَكُونُوا لَهُمْ عِزًّا
და დაიდგინეს ალლაჰის გარდა ღვთაებები, რათა ყოფილიყვნენ ეგენი სახელოვანი.
19:81 -
كَلَّا ۚ سَيَكْفُرُونَ بِعِبَادَتِهِمْ وَيَكُونُونَ عَلَيْهِمْ ضِدًّا
არამც და არამც! უარყოფენ ისინი მათ თაყვანისცემას და შეიქმნებიან მათ მოწინააღმდეგეებად.
19:82 -
أَلَمْ تَرَ أَنَّا أَرْسَلْنَا الشَّيَاطِينَ عَلَى الْكَافِرِينَ تَؤُزُّهُمْ أَزًّا
განა არ გინახავს, როგორ წარვგზავნეთ ეშმაკები ურწმუნოთა ზედა, მათ წასაქეზებლად, ასაღელვებლად?
19:83 -
فَلَا تَعْجَلْ عَلَيْهِمْ ۖ إِنَّمَا نَعُدُّ لَهُمْ عَدًّا
ამიტომაც ნუ იჩქარებ მათ წინააღმდეგ. ჩვენ მხოლოდ მათთვის ვითვლით რიცხვს.
19:84 -
يَوْمَ نَحْشُرُ الْمُتَّقِينَ إِلَى الرَّحْمَٰنِ وَفْدًا
იმ დღეს შევკრებთ ღვთისმოშიშებს მოწყალის წინაშე პატივისცემით!
19:85 -
وَنَسُوقُ الْمُجْرِمِينَ إِلَىٰ جَهَنَّمَ وِرْدًا
და გავრეკავთ ცოდვილებს ჯოჯოხეთისკენ, როგორც მოწყურებულ ნახირს წყლის დასალევად!
19:86 -
لَا يَمْلِكُونَ الشَّفَاعَةَ إِلَّا مَنِ اتَّخَذَ عِنْدَ الرَّحْمَٰنِ عَهْدًا
ისინი ვერ ჰპოვებენ შუამდგომლობას, გარდა მათი, ვინაც აიღო მოწყალის წინაშე აღთქმა!
19:87 -
وَقَالُوا اتَّخَذَ الرَّحْمَٰنُ وَلَدًا
და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინაო“.
19:88 -
لَقَدْ جِئْتُمْ شَيْئًا إِدًّا
ვფიცავ, საშინელი სიბილწე თქვით თქვენ!
19:89 -
تَكَادُ السَّمَاوَاتُ يَتَفَطَّرْنَ مِنْهُ وَتَنْشَقُّ الْأَرْضُ وَتَخِرُّ الْجِبَالُ هَدًّا
ლამისაა ცანი გაიპონ ამისგან, მიწა დასკდეს და მთები ჩამოიშალოს
19:90 -
أَنْ دَعَوْا لِلرَّحْمَٰنِ وَلَدًا
იმის გამო, რომ მიაწერეს მოწყალეს ძე!
19:91 -
وَمَا يَنْبَغِي لِلرَّحْمَٰنِ أَنْ يَتَّخِذَ وَلَدًا
და არ შეშვენის მოწყალეს, რომ დაიდგინოს შვილი!
19:92 -
إِنْ كُلُّ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ إِلَّا آتِي الرَّحْمَٰنِ عَبْدًا
რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მოწყალის წინაშე ყველა წარსდგება, როგორც მსახური.
19:93 -
لَقَدْ أَحْصَاهُمْ وَعَدَّهُمْ عَدًّا
ვფიცავ, მან ყველა ცოდნით გარემოიცვა და თითო-თითოდ დათვალა!
19:94 -
وَكُلُّهُمْ آتِيهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ فَرْدًا
და ყოველი მათგანი წარსდგება მის წინაშე აღდგომის დღეს მარტოდმარტო!
19:95
თარგმანი: რეზო მიქელაძე