მუსხაფი, გვერდი 299
-
الْمَالُ وَالْبَنُونَ زِينَةُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَالْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ خَيْرٌ عِنْدَ رَبِّكَ ثَوَابًا وَخَيْرٌ أَمَلًا
ქონება და შვილები მშვენებაა მიწიერი ცხოვრების, მაგრამ წარუვალი სიქველენი უკეთეს საზღაურიანია შენი ღმერთის წინაშე და მათზე სჯობს იმედის დამყარება!
18:46 -
وَيَوْمَ نُسَيِّرُ الْجِبَالَ وَتَرَى الْأَرْضَ بَارِزَةً وَحَشَرْنَاهُمْ فَلَمْ نُغَادِرْ مِنْهُمْ أَحَدًا
და იმ დღეს ჩვენ ავამოძრავებთ მთებს და ნახავ შენ მიწას გაბრტყელებულს. ჩვენ შევკრებთ მათ და არავის დავტოვებთ მათგან!
18:47 -
وَعُرِضُوا عَلَىٰ رَبِّكَ صَفًّا لَقَدْ جِئْتُمُونَا كَمَا خَلَقْنَاكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ بَلْ زَعَمْتُمْ أَلَّنْ نَجْعَلَ لَكُمْ مَوْعِدًا
და წარსდგებიან ისინი შენი ღმერთის წინაშე მწკრივებად: „ვფიცავ, რომ თქვენ მოქცეულნი იქნებით ჩვენთან ისეთნი, როგორც გაგაჩინეთ თავდაპირველად. არა, თქვენ ჩათვალეთ, რომ ვერ აღვასრულებდით თქვენთვის აღთქმულს!
18:48 -
وَوُضِعَ الْكِتَابُ فَتَرَى الْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَا وَيْلَتَنَا مَالِ هَٰذَا الْكِتَابِ لَا يُغَادِرُ صَغِيرَةً وَلَا كَبِيرَةً إِلَّا أَحْصَاهَا ۚ وَوَجَدُوا مَا عَمِلُوا حَاضِرًا ۗ وَلَا يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًا
დაიდება წიგნი და მაშინ ნახავ შენ ცოდვილთ, შეშინებულთ იმის გამო, რაც მასშია. და ამბობენ: „ვაი, ჩვენ! ეს რა წიგნია! მასში არ არის გამოტოვებული არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია!“ და ჰპოვებენ მათ წინაშე, რაც ჰქმნეს და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ!
18:49 -
وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ كَانَ مِنَ الْجِنِّ فَفَسَقَ عَنْ أَمْرِ رَبِّهِ ۗ أَفَتَتَّخِذُونَهُ وَذُرِّيَّتَهُ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِي وَهُمْ لَكُمْ عَدُوٌّ ۚ بِئْسَ لِلظَّالِمِينَ بَدَلًا
და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას. ნუთუ დაიდგენთ თქვენ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს ნაცვლად, მაშინ, როცა ისინი მტრები არიან თქვენი? უსამართლოთათვის რაოდენ ცუდი საზღაურია!
18:50 -
مَا أَشْهَدْتُهُمْ خَلْقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلَا خَلْقَ أَنْفُسِهِمْ وَمَا كُنْتُ مُتَّخِذَ الْمُضِلِّينَ عَضُدًا
მე არ დამისწრია ისინი ცათა და მიწის გაჩენისას, და არც თავიანთი სულების გაჩენისას. და მე არ დამიდგენია გზასამცდარნი ჩემს სიახლოვეს!
18:51 -
وَيَوْمَ يَقُولُ نَادُوا شُرَكَائِيَ الَّذِينَ زَعَمْتُمْ فَدَعَوْهُمْ فَلَمْ يَسْتَجِيبُوا لَهُمْ وَجَعَلْنَا بَيْنَهُمْ مَوْبِقًا
და იმ დღეს იგი ეტყვის: „მოუხმეთ ჩემს თანამოზიარენს, რომელთა არსებობასაც ვარაუდობდით.“ მაშინ მოუხმობენ მათ, მაგრამ ისინი არ უპასუხებენ. და ჩვენ დავადგინეთ მათ შორის დამღუპველი უფსკრული!
18:52 -
وَرَأَى الْمُجْرِمُونَ النَّارَ فَظَنُّوا أَنَّهُمْ مُوَاقِعُوهَا وَلَمْ يَجِدُوا عَنْهَا مَصْرِفًا
და დაინახეს ცოდვილებმა ცეცხლი. მაშინ მიხვდნენ, რომ იქ იქნებიან ჩაგდებულნი. და ვერ ჰპოვებენ მისგან გადარჩენის გზას.
18:53
თარგმანი: რეზო მიქელაძე