მუსხაფი, გვერდი 300

  1. وَلَقَدْ صَرَّفْنَا فِي هَٰذَا الْقُرْآنِ لِلنَّاسِ مِنْ كُلِّ مَثَلٍ ۚ وَكَانَ الْإِنْسَانُ أَكْثَرَ شَيْءٍ جَدَلًا

    და ვფიცავ, ამ ყურანში ადამიანთათვის ჩვენ ყველანაირი მაგალითი განვმარტეთ. მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი.

    18:54
  2. وَمَا مَنَعَ النَّاسَ أَنْ يُؤْمِنُوا إِذْ جَاءَهُمُ الْهُدَىٰ وَيَسْتَغْفِرُوا رَبَّهُمْ إِلَّا أَنْ تَأْتِيَهُمْ سُنَّةُ الْأَوَّلِينَ أَوْ يَأْتِيَهُمُ الْعَذَابُ قُبُلًا

    რამ შეუშალა ხელი ხალხს რომ ერწმუნათ, როცა მოუვიდათ მათ ჭეშმარიტი გზა და მიტევება ეთხოვათ თავიანთი ღმერთისთვის? თუ არა ლტოლვამ პირველთა ხვედრისკენ, და მიეწევათ მათ ტანჯვა ხილული!

    18:55
  3. وَمَا نُرْسِلُ الْمُرْسَلِينَ إِلَّا مُبَشِّرِينَ وَمُنْذِرِينَ ۚ وَيُجَادِلُ الَّذِينَ كَفَرُوا بِالْبَاطِلِ لِيُدْحِضُوا بِهِ الْحَقَّ ۖ وَاتَّخَذُوا آيَاتِي وَمَا أُنْذِرُوا هُزُوًا

    და არ წარმოვგზავნით შუამავალთ, თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად. და აღუდგებიან, რომელთაც უარყვეს ცრუ საბუთებით, რათა უარყონ ამით ჭეშმარიტება. და აბუჩად აგდებენ ჩემს აიათებს და იმას, რითაც შეაგონებენ.

    18:56
  4. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ ذُكِّرَ بِآيَاتِ رَبِّهِ فَأَعْرَضَ عَنْهَا وَنَسِيَ مَا قَدَّمَتْ يَدَاهُ ۚ إِنَّا جَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَنْ يَفْقَهُوهُ وَفِي آذَانِهِمْ وَقْرًا ۖ وَإِنْ تَدْعُهُمْ إِلَى الْهُدَىٰ فَلَنْ يَهْتَدُوا إِذًا أَبَدًا

    და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს თავისი ღმერთის აიათები, მაშინ ზურგი აქცია და დაივიწყა ის, რაც მისმა ხელებმა წაიმძღვარეს? უეჭველად, ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის, და სიყრუე მათ ყურებში. და რომც მოუწოდო მათ სწორი გზისკენ, არასდროს დაადგებიან ამის შემდეგ ჭეშმარიტ გზას!

    18:57
  5. وَرَبُّكَ الْغَفُورُ ذُو الرَّحْمَةِ ۖ لَوْ يُؤَاخِذُهُمْ بِمَا كَسَبُوا لَعَجَّلَ لَهُمُ الْعَذَابَ ۚ بَلْ لَهُمْ مَوْعِدٌ لَنْ يَجِدُوا مِنْ دُونِهِ مَوْئِلًا

    და ღმერთი შენი შემნდობია, წყალობით აღვსილი. რომ დაესაჯა ისინი იმისთვის, რაც მათ მოიხვეჭეს, უთუოდ დააჩქარებდა ამით მათ ტანჯვას, მაგრამ მათთვის დათქმულია დრო და ისინი ვერ ჰპოვებენ მის გარდა თავშესაფარს!

    18:58
  6. وَتِلْكَ الْقُرَىٰ أَهْلَكْنَاهُمْ لَمَّا ظَلَمُوا وَجَعَلْنَا لِمَهْلِكِهِمْ مَوْعِدًا

    და აი, ის ქვეყნები, დავღუპეთ ჩვენ ეგენი, როცა უსამართლოდ მოიქცნენ და დავუდგინეთ ჩვენ ჟამი მათი აღსასრულისა!

    18:59
  7. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِفَتَاهُ لَا أَبْرَحُ حَتَّىٰ أَبْلُغَ مَجْمَعَ الْبَحْرَيْنِ أَوْ أَمْضِيَ حُقُبًا

    და აკი, მუსამ უთხრა თავის ახალგაზრდა მეგობარს: „არ გავჩერდები, სანამ არ მივაღწევ ორი ზღვის შესართავს, თუნდ მრავალი წელი ვიმოგზაუროო!“

    18:60
  8. فَلَمَّا بَلَغَا مَجْمَعَ بَيْنِهِمَا نَسِيَا حُوتَهُمَا فَاتَّخَذَ سَبِيلَهُ فِي الْبَحْرِ سَرَبًا

    ამგვარად, როცა მიაღწიეს ორი ზღვის შესართავს, დაივიწყეს ორივემ თავიანთი თევზი, მაშინ იგი დაადგა თავის გზას ზღვაში და გაუჩინარდა.

    18:61

თარგმანი: რეზო მიქელაძე