მუსხაფი, გვერდი 298
-
وَدَخَلَ جَنَّتَهُ وَهُوَ ظَالِمٌ لِنَفْسِهِ قَالَ مَا أَظُنُّ أَنْ تَبِيدَ هَٰذِهِ أَبَدًا
შევიდა იგი თავის ბაღში, უსამართლოდ მოქცეული თავისი სულის მიმართ და თქვა: „არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოისპოსო.
18:35 -
وَمَا أَظُنُّ السَّاعَةَ قَائِمَةً وَلَئِنْ رُدِدْتُ إِلَىٰ رَبِّي لَأَجِدَنَّ خَيْرًا مِنْهَا مُنْقَلَبًا
არ მგონია დადგეს ჟამი. და თუ მიბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უსათუოდ ვპოვებ ამაზე უკეთესს დაბრუნებისთვისო!“
18:36 -
قَالَ لَهُ صَاحِبُهُ وَهُوَ يُحَاوِرُهُ أَكَفَرْتَ بِالَّذِي خَلَقَكَ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ مِنْ نُطْفَةٍ ثُمَّ سَوَّاكَ رَجُلًا
უთხრა მას თავისმა მეგობარმა საუბრის დროს: „ნუთუ უარყე, რომელმაც გაგაჩინა შენ მიწისგან, შემდეგ წყლისგან და მერე ჩამოგაყალიბა შენ კაცად?
18:37 -
لَٰكِنَّا هُوَ اللَّهُ رَبِّي وَلَا أُشْرِكُ بِرَبِّي أَحَدًا
მაგრამ იგი ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარს ჩემს ღმერთს არავის.
18:38 -
وَلَوْلَا إِذْ دَخَلْتَ جَنَّتَكَ قُلْتَ مَا شَاءَ اللَّهُ لَا قُوَّةَ إِلَّا بِاللَّهِ ۚ إِنْ تَرَنِ أَنَا أَقَلَّ مِنْكَ مَالًا وَوَلَدًا
როცა შეხვედი შენს ბაღში, რატომ არ თქვი: „რაც ინება ალლაჰმა! არ არის ძალა, გარდა ალლაჰისა!“ რომც მხედავდე მე ნაკლები ვიყო შენზე ქონებითა და შვილებით.
18:39 -
فَعَسَىٰ رَبِّي أَنْ يُؤْتِيَنِ خَيْرًا مِنْ جَنَّتِكَ وَيُرْسِلَ عَلَيْهَا حُسْبَانًا مِنَ السَّمَاءِ فَتُصْبِحَ صَعِيدًا زَلَقًا
ეგების ჩემმა ღმერთმა მე მიბოძოს უკეთესი შენს ბაღზე და მოავლინოს მასზე ზეციდან მრისხანება, მაშინ იქცევა იგი ფიქალ მიწად.
18:40 -
أَوْ يُصْبِحَ مَاؤُهَا غَوْرًا فَلَنْ تَسْتَطِيعَ لَهُ طَلَبًا
ან მიწამ შთანთქოს წყალი მისი, შემდეგ კი ვეღარასოდეს შეძლებ მის უკან დაბრუნებას!
18:41 -
وَأُحِيطَ بِثَمَرِهِ فَأَصْبَحَ يُقَلِّبُ كَفَّيْهِ عَلَىٰ مَا أَنْفَقَ فِيهَا وَهِيَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَيَقُولُ يَا لَيْتَنِي لَمْ أُشْرِكْ بِرَبِّي أَحَدًا
და განადგურდა მისი მოსავალი, მერე ხელების ფშვნეტა დაიწყო იქ გაღებული ჯაფის და ჩალეწილი ვაზის ფანჩატურის გამო, და ამბობდა: „ნეტა არავინ გამეხადა თანაზიარი ჩემი ღმერთისთვისო!“
18:42 -
وَلَمْ تَكُنْ لَهُ فِئَةٌ يَنْصُرُونَهُ مِنْ دُونِ اللَّهِ وَمَا كَانَ مُنْتَصِرًا
მას ალლაჰის გარდა არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა. ხოლო თავად ვერაფერს გახდებოდა.
18:43 -
هُنَالِكَ الْوَلَايَةُ لِلَّهِ الْحَقِّ ۚ هُوَ خَيْرٌ ثَوَابًا وَخَيْرٌ عُقْبًا
სწორედ იქ ჭეშმარიტად ალლაჰს ეკუთვნის შეწევნა. სწორედ იგია ყველაზე კარგი საზღაურისა და ყველაზე მშვენიერი აღსასრულის მომნიჭებელ!
18:44 -
وَاضْرِبْ لَهُمْ مَثَلَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا كَمَاءٍ أَنْزَلْنَاهُ مِنَ السَّمَاءِ فَاخْتَلَطَ بِهِ نَبَاتُ الْأَرْضِ فَأَصْبَحَ هَشِيمًا تَذْرُوهُ الرِّيَاحُ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ مُقْتَدِرًا
აღუხატე მათ მაგალითი მიწიერ ცხოვრებაზე. ის წყალსა ჰგავს, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ ზეციდან. ამგვარად მასთან გაზავდა დედამიწის მცენარეები და მერე გარდაიქცა მშრალ ღეროებად, რომელსაც ქარი მიმოფანტავს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
18:45
თარგმანი: რეზო მიქელაძე