მუსხაფი, გვერდი 297
-
وَاصْبِرْ نَفْسَكَ مَعَ الَّذِينَ يَدْعُونَ رَبَّهُمْ بِالْغَدَاةِ وَالْعَشِيِّ يُرِيدُونَ وَجْهَهُ ۖ وَلَا تَعْدُ عَيْنَاكَ عَنْهُمْ تُرِيدُ زِينَةَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَلَا تُطِعْ مَنْ أَغْفَلْنَا قَلْبَهُ عَنْ ذِكْرِنَا وَاتَّبَعَ هَوَاهُ وَكَانَ أَمْرُهُ فُرُطًا
დაიმორჩილე სული შენი მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე და ილტვიან მისი წყალობისაკენ. და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ისედაც ის თავის საქმეში ზღვარს გადასულა!
18:28 -
وَقُلِ الْحَقُّ مِنْ رَبِّكُمْ ۖ فَمَنْ شَاءَ فَلْيُؤْمِنْ وَمَنْ شَاءَ فَلْيَكْفُرْ ۚ إِنَّا أَعْتَدْنَا لِلظَّالِمِينَ نَارًا أَحَاطَ بِهِمْ سُرَادِقُهَا ۚ وَإِنْ يَسْتَغِيثُوا يُغَاثُوا بِمَاءٍ كَالْمُهْلِ يَشْوِي الْوُجُوهَ ۚ بِئْسَ الشَّرَابُ وَسَاءَتْ مُرْتَفَقًا
და უთხარი: „ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ამის შემდეგ ვინც ინებებს, ირწმუნებს და ვინც ინებებს, უარყოფს. უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ უსამართლოთათვის ცეცხლი, რომელიც გარედან შემოერტყმება მათ. და თუ წყალს მოითხოვენ, დარწყულებული იქნება წყლით, გამდნარი ლითონის დარით, რომელიც სახეებს წვავს. რაოდენ საძაგელი სასმელია და რაოდენ საზარელი სამყოფელია!
18:29 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ إِنَّا لَا نُضِيعُ أَجْرَ مَنْ أَحْسَنَ عَمَلًا
რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა,
18:30 -
أُولَٰئِكَ لَهُمْ جَنَّاتُ عَدْنٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهِمُ الْأَنْهَارُ يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِنْ ذَهَبٍ وَيَلْبَسُونَ ثِيَابًا خُضْرًا مِنْ سُنْدُسٍ وَإِسْتَبْرَقٍ مُتَّكِئِينَ فِيهَا عَلَى الْأَرَائِكِ ۚ نِعْمَ الثَّوَابُ وَحَسُنَتْ مُرْتَفَقًا
სწორედ მათთვისაა ედემის ბაღები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. შეიმკობიან იქ ოქროს სამაჯურებით და შეიმოსებიან მწვანე აბრეშუმისა და ატლასის სამოსით. წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე. რა ჩინებული ჯილდოა და რა მშვენიერი განსასვენებელი
18:31 -
وَاضْرِبْ لَهُمْ مَثَلًا رَجُلَيْنِ جَعَلْنَا لِأَحَدِهِمَا جَنَّتَيْنِ مِنْ أَعْنَابٍ وَحَفَفْنَاهُمَا بِنَخْلٍ وَجَعَلْنَا بَيْنَهُمَا زَرْعًا
მათ უამბე ორი კაცის მდგომარეობა. დავუდგინეთ ერთ მათგანს ორი ვენახი, გარშემოვლილი ხურმებით და მათ შორის ყანა.
18:32 -
كِلْتَا الْجَنَّتَيْنِ آتَتْ أُكُلَهَا وَلَمْ تَظْلِمْ مِنْهُ شَيْئًا ۚ وَفَجَّرْنَا خِلَالَهُمَا نَهَرًا
ორივე ბაღმა ნაყოფი გამოიღო და არაფერი არ მოჰკლებია, რამეთუ ჩვენ ამოვაჩქეფეთ მათ შორის მდინარე.
18:33 -
وَكَانَ لَهُ ثَمَرٌ فَقَالَ لِصَاحِبِهِ وَهُوَ يُحَاوِرُهُ أَنَا أَكْثَرُ مِنْكَ مَالًا وَأَعَزُّ نَفَرًا
და მას სხვა სიმდიდრეც ჰქონდა და უთხრა თავის მეგობარს საუბარში: „მე უფრო მეტი ქონება მაქვს შენზე და უფრო მეტი შემწეებიც მყავს.“
18:34
თარგმანი: რეზო მიქელაძე