მუსხაფი, გვერდი 296

  1. وَكَذَٰلِكَ أَعْثَرْنَا عَلَيْهِمْ لِيَعْلَمُوا أَنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ وَأَنَّ السَّاعَةَ لَا رَيْبَ فِيهَا إِذْ يَتَنَازَعُونَ بَيْنَهُمْ أَمْرَهُمْ ۖ فَقَالُوا ابْنُوا عَلَيْهِمْ بُنْيَانًا ۖ رَبُّهُمْ أَعْلَمُ بِهِمْ ۚ قَالَ الَّذِينَ غَلَبُوا عَلَىٰ أَمْرِهِمْ لَنَتَّخِذَنَّ عَلَيْهِمْ مَسْجِدًا

    და ამგვარად ვამცნეთ მათ, რათა სცოდნოდათ, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია და რომ არ არსებობს საათში ეჭვი. აკი, კამათობდნენ ერთმანეთში მათი მდგომარეობის შესახებ. და თქვეს: მაშ, ააგეთ მათზე ნაგებობა. მათი ღმერთი უკეთ უწყის მათ! რომელთაც თავიანთი სიტყვა გაიტანეს, თქვეს: „ჩვენ უთუოდ ავაგებთ მათ თავზე მეჩეთს (სალოცავს)!“

    18:21
  2. سَيَقُولُونَ ثَلَاثَةٌ رَابِعُهُمْ كَلْبُهُمْ وَيَقُولُونَ خَمْسَةٌ سَادِسُهُمْ كَلْبُهُمْ رَجْمًا بِالْغَيْبِ ۖ وَيَقُولُونَ سَبْعَةٌ وَثَامِنُهُمْ كَلْبُهُمْ ۚ قُلْ رَبِّي أَعْلَمُ بِعِدَّتِهِمْ مَا يَعْلَمُهُمْ إِلَّا قَلِيلٌ ۗ فَلَا تُمَارِ فِيهِمْ إِلَّا مِرَاءً ظَاهِرًا وَلَا تَسْتَفْتِ فِيهِمْ مِنْهُمْ أَحَدًا

    იტყვიან: სამნი იყვნენ, მეოთხე ძაღლიო. და ამბობენ: ხუთნი იყვნენ, მეექვსე ძაღლიო. ჩასაქოლად დაფარულისა. და ამბობენ შვიდნი იყვნენ, მერვე კი ძაღლიო. უთხარი: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის მათ რაოდენობას. არავინ იცის მათ შესახებ, გარდა მცირედისა. და არ იკამათო მათ თაობაზე, გარდა ცხადისა. მათ შესახებ მათგან არავის შეეკითხო!“

    18:22
  3. وَلَا تَقُولَنَّ لِشَيْءٍ إِنِّي فَاعِلٌ ذَٰلِكَ غَدًا

    არასდროს თქვა: „უეჭველად, მე ამას ხვალ გავაკეთებ!“

    18:23
  4. إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ ۚ وَاذْكُرْ رَبَّكَ إِذَا نَسِيتَ وَقُلْ عَسَىٰ أَنْ يَهْدِيَنِ رَبِّي لِأَقْرَبَ مِنْ هَٰذَا رَشَدًا

    გარდა ნებითა ალლაჰისა, და როცა დაგავიწყდება, გაიხსენე შენი ღმერთი და თქვი: ,,ეგების მიმაღწევინოს ღმერთმა ჩემმა ამაზე უფრო სწორ გზას!“

    18:24
  5. وَلَبِثُوا فِي كَهْفِهِمْ ثَلَاثَ مِائَةٍ سِنِينَ وَازْدَادُوا تِسْعًا

    მათ დაჰყვეს გამოქვაბულში სამასი წელი და კიდევ ცხრა.

    18:25
  6. قُلِ اللَّهُ أَعْلَمُ بِمَا لَبِثُوا ۖ لَهُ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ أَبْصِرْ بِهِ وَأَسْمِعْ ۚ مَا لَهُمْ مِنْ دُونِهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا يُشْرِكُ فِي حُكْمِهِ أَحَدًا

    თქვი: „ალლაჰი უკეთ უწყის რამდენ ხანს დაჰყვეს. ცათა და ქვეყნის დაფარული მას ეკუთვნის. რა კარგად ხედავს და ესმის მას! არა ჰყავთ მათ მფარველი, გარდა მისი და მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!“

    18:26
  7. وَاتْلُ مَا أُوحِيَ إِلَيْكَ مِنْ كِتَابِ رَبِّكَ ۖ لَا مُبَدِّلَ لِكَلِمَاتِهِ وَلَنْ تَجِدَ مِنْ دُونِهِ مُلْتَحَدًا

    და იკითხე შენი ღმერთის წიგნი და რაც შენ ზეშთაგეგონა. არ მოიძებნება მისი სიტყვების შემცვლელი და ვერ იპოვი მის გარდა თავშესაფარს!

    18:27

თარგმანი: რეზო მიქელაძე