მუსხაფი, გვერდი 295

  1. وَإِذِ اعْتَزَلْتُمُوهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ إِلَّا اللَّهَ فَأْوُوا إِلَى الْكَهْفِ يَنْشُرْ لَكُمْ رَبُّكُمْ مِنْ رَحْمَتِهِ وَيُهَيِّئْ لَكُمْ مِنْ أَمْرِكُمْ مِرْفَقًا

    რაკიღა გაეცალეთ მათ და არ ეცით თაყვანი, გარდა ალლაჰისა, მაშ, გამოქვაბულს შეაფარეთ თავი. მოგმადლოს თქვენ თქვენმა ღმერთმა თავისი წყალობისგან და კეთილ ინებოს თქვენთვის თქვენი საქმის მეოხება!

    18:16
  2. وَتَرَى الشَّمْسَ إِذَا طَلَعَتْ تَزَاوَرُ عَنْ كَهْفِهِمْ ذَاتَ الْيَمِينِ وَإِذَا غَرَبَتْ تَقْرِضُهُمْ ذَاتَ الشِّمَالِ وَهُمْ فِي فَجْوَةٍ مِنْهُ ۚ ذَٰلِكَ مِنْ آيَاتِ اللَّهِ ۗ مَنْ يَهْدِ اللَّهُ فَهُوَ الْمُهْتَدِ ۖ وَمَنْ يُضْلِلْ فَلَنْ تَجِدَ لَهُ وَلِيًّا مُرْشِدًا

    და დაინახავ შენ, როცა მზე ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის - მარცხენა მხარეს. ხოლო ისინი არიან მის ფართო სივრცეში. აი, ეს ალლაჰის ერთ-ერთი სასწაულთაგანია. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, იგი ნამდვილად ჭეშმარიტ გზას ადგას. და ვისაც ააცდენს ჭეშმარიტ გზას, დამდგენს ჭეშმარიტ გზაზე ვერ უპოვი მას შემწედ!

    18:17
  3. وَتَحْسَبُهُمْ أَيْقَاظًا وَهُمْ رُقُودٌ ۚ وَنُقَلِّبُهُمْ ذَاتَ الْيَمِينِ وَذَاتَ الشِّمَالِ ۖ وَكَلْبُهُمْ بَاسِطٌ ذِرَاعَيْهِ بِالْوَصِيدِ ۚ لَوِ اطَّلَعْتَ عَلَيْهِمْ لَوَلَّيْتَ مِنْهُمْ فِرَارًا وَلَمُلِئْتَ مِنْهُمْ رُعْبًا

    და გეგონება, რომ მათ ღვიძავთ, არადა სძინავთ. ჩვენ ვუცვლიდით მათ გვერდს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. მათი ძაღლი შესასვლელთან იწვა, წინ გამოწეული თათებით. შენ რომ დაგენახა ისინი ახლოდან, უთუოდ თავქუდმოგლეჯილი უკუიქცეოდი მათგან, და დიახაც შეძრწუნდებოდი შიშით.

    18:18
  4. وَكَذَٰلِكَ بَعَثْنَاهُمْ لِيَتَسَاءَلُوا بَيْنَهُمْ ۚ قَالَ قَائِلٌ مِنْهُمْ كَمْ لَبِثْتُمْ ۖ قَالُوا لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍ ۚ قَالُوا رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا لَبِثْتُمْ فَابْعَثُوا أَحَدَكُمْ بِوَرِقِكُمْ هَٰذِهِ إِلَى الْمَدِينَةِ فَلْيَنْظُرْ أَيُّهَا أَزْكَىٰ طَعَامًا فَلْيَأْتِكُمْ بِرِزْقٍ مِنْهُ وَلْيَتَلَطَّفْ وَلَا يُشْعِرَنَّ بِكُمْ أَحَدًا

    ამგვარად გამოვაღვიძეთ ისინი, რომ ერთმანეთი გამოეკითხათ. ერთმა მათგანმა თქვა: „რამდენ ხანს დაჰყავით?“ მიუგეს: „დავჰყავით ჩვენ დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი.“ თქვეს: „თქვენი ღმერთი უკეთ უწყის, რამდენიც დაჰყავით. მაშ, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ქალაქში თქვენი ვერცხლის ფულით. შეათვალიეროს რომელი საჭმელია უკეთესი და მისგან თქვენ დასაპურები მოგიტანოთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ მიახვედროს არავის.

    18:19
  5. إِنَّهُمْ إِنْ يَظْهَرُوا عَلَيْكُمْ يَرْجُمُوكُمْ أَوْ يُعِيدُوكُمْ فِي مِلَّتِهِمْ وَلَنْ تُفْلِحُوا إِذًا أَبَدًا

    უეჭველად, ისინი თუ ხელთ გიგდებენ, ჩაგქოლავენ თქვენ ან მოგაქცევენ თავიანთ რჯულზე. მაშინ ვეღარასოდეს იქნებით ნეტარნი!“

    18:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე