სურა 18 ქეჰფი, აიათი 19
-
وَكَذَٰلِكَ بَعَثْنَاهُمْ لِيَتَسَاءَلُوا بَيْنَهُمْ ۚ قَالَ قَائِلٌ مِنْهُمْ كَمْ لَبِثْتُمْ ۖ قَالُوا لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍ ۚ قَالُوا رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا لَبِثْتُمْ فَابْعَثُوا أَحَدَكُمْ بِوَرِقِكُمْ هَٰذِهِ إِلَى الْمَدِينَةِ فَلْيَنْظُرْ أَيُّهَا أَزْكَىٰ طَعَامًا فَلْيَأْتِكُمْ بِرِزْقٍ مِنْهُ وَلْيَتَلَطَّفْ وَلَا يُشْعِرَنَّ بِكُمْ أَحَدًا
ამგვარად გამოვაღვიძეთ ისინი, რომ ერთმანეთი გამოეკითხათ. ერთმა მათგანმა თქვა: „რამდენ ხანს დაჰყავით?“ მიუგეს: „დავჰყავით ჩვენ დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი.“ თქვეს: „თქვენი ღმერთი უკეთ უწყის, რამდენიც დაჰყავით. მაშ, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ქალაქში თქვენი ვერცხლის ფულით. შეათვალიეროს რომელი საჭმელია უკეთესი და მისგან თქვენ დასაპურები მოგიტანოთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ მიახვედროს არავის.
18:19
თარგმანი: რეზო მიქელაძე