მუსხაფი, გვერდი 270
-
ثُمَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ يُخْزِيهِمْ وَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَائِيَ الَّذِينَ كُنْتُمْ تُشَاقُّونَ فِيهِمْ ۚ قَالَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ إِنَّ الْخِزْيَ الْيَوْمَ وَالسُّوءَ عَلَى الْكَافِرِينَ
მერე, აღდგომის დღეს, დაამცირებს მათ და ეტყვის: „სად არიან ჩემი მოზიარენი, რომელთა გამოც უთანხმოება გქონდათ?“ თქვეს, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „უეჭველად, დღეს დამცირება და სასჯელი ურწმუნოებს დაატყდებათ.“
16:27 -
الَّذِينَ تَتَوَفَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ ظَالِمِي أَنْفُسِهِمْ ۖ فَأَلْقَوُا السَّلَمَ مَا كُنَّا نَعْمَلُ مِنْ سُوءٍ ۚ بَلَىٰ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
ანგელოზები როცა მიიბარებენ მათ, რომელნიც თავიანთი სულის წინაშე უსამართლონი იყვნენ, მორჩილებას გამოხატავენ: „ჩვენ არანაირი სიავე არ ჩაგვიდენია!“ „არამც და არამც! უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!“
16:28 -
فَادْخُلُوا أَبْوَابَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۖ فَلَبِئْسَ مَثْوَى الْمُتَكَبِّرِينَ
აბა, იქ სამუდამო სამყოფლად, ჯოჯოხეთის კარებში შედით. მედიდურთა თავშესაფარი რაოდენ საზარელია!
16:29 -
وَقِيلَ لِلَّذِينَ اتَّقَوْا مَاذَا أَنْزَلَ رَبُّكُمْ ۚ قَالُوا خَيْرًا ۗ لِلَّذِينَ أَحْسَنُوا فِي هَٰذِهِ الدُّنْيَا حَسَنَةٌ ۚ وَلَدَارُ الْآخِرَةِ خَيْرٌ ۚ وَلَنِعْمَ دَارُ الْمُتَّقِينَ
და ეტყვიან, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ: „რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?“ უთხრეს: „სიკეთე.“ რომელთაც ჰქმნეს სიკეთე, ამქვეყანაში სიკეთეა მათთვის და საიქიო სასუფეველი ბევრად უკეთესია. ღვთისმოშიშთა სასუფეველი რაოდენ მშვენიერია!
16:30 -
جَنَّاتُ عَدْنٍ يَدْخُلُونَهَا تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ لَهُمْ فِيهَا مَا يَشَاءُونَ ۚ كَذَٰلِكَ يَجْزِي اللَّهُ الْمُتَّقِينَ
ისინი შევლენ სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. მათთვისაა იქ, ინებებენ რასაც. აი, ასე მიუზღავს ალლაჰი ღვთისმოშიშთ,
16:31 -
الَّذِينَ تَتَوَفَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ طَيِّبِينَ ۙ يَقُولُونَ سَلَامٌ عَلَيْكُمُ ادْخُلُوا الْجَنَّةَ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
რომელთაც ანგელოზები მართლებად მიიბარებენ. ეტყვიან: „მშვიდობა თქვენ! შედით სამოთხეში იმის წყალობით, რასაც სჩადიოდით!“
16:32 -
هَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا أَنْ تَأْتِيَهُمُ الْمَلَائِكَةُ أَوْ يَأْتِيَ أَمْرُ رَبِّكَ ۚ كَذَٰلِكَ فَعَلَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ وَمَا ظَلَمَهُمُ اللَّهُ وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
ნუთუ ისინი ელოდებიან მხოლოდ ანგელოზების მოსვლას ან შენი ღმერთის ბრძანების მოვლენას? ასევე მოიქცნენ, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. და არ მოქცევია ალლაჰი მათ უსამართლოდ, არამედ თავად მოექცნენ უსამართლოდ საკუთარ თავს.
16:33 -
فَأَصَابَهُمْ سَيِّئَاتُ مَا عَمِلُوا وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
აჰა, რაც ჰქმნეს იმისთვის დაატყდათ მათ სიავენი და გარს შემოერტყა იგი მათ, რასაც დასცინოდნენ.
16:34
თარგმანი: რეზო მიქელაძე