მუსხაფი, გვერდი 269
-
وَأَلْقَىٰ فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَنْ تَمِيدَ بِكُمْ وَأَنْهَارًا وَسُبُلًا لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
და დაადგინა მიწაზე ურყევი მთები, რათა არ შერყეულიყავით თქვენ, და მდინარეები და გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ!
16:15 -
وَعَلَامَاتٍ ۚ وَبِالنَّجْمِ هُمْ يَهْتَدُونَ
და ნიშნები, და ვარსკვლავებით ისინი დაადგებიან სწორ გზას.
16:16 -
أَفَمَنْ يَخْلُقُ كَمَنْ لَا يَخْلُقُ ۗ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
განა ის, ვისაც გაჩენა შეუძლია, ჰგავს იმას, ვისაც გაჩენა არ შეუძლია? ნუთუ აღარ უნდა გულისხმაჰყოთ თქვენ?
16:17 -
وَإِنْ تَعُدُّوا نِعْمَةَ اللَّهِ لَا تُحْصُوهَا ۗ إِنَّ اللَّهَ لَغَفُورٌ رَحِيمٌ
და თუ ალლაჰის მოწყალებათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
16:18 -
وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ
და ალლაჰი უწყის, რას მალავთ თქვენ და რას აცხადებთ თქვენ.
16:19 -
وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَا يَخْلُقُونَ شَيْئًا وَهُمْ يُخْلَقُونَ
და რომელთაც უხმობენ ალლაჰის ნაცვლად, ვერაფერს გააჩენენ ეგენი, რამეთუ თავად გაჩენილნი არიან.
16:20 -
أَمْوَاتٌ غَيْرُ أَحْيَاءٍ ۖ وَمَا يَشْعُرُونَ أَيَّانَ يُبْعَثُونَ
ისინი მკვდრები არიან და არა ცოცხალნი, და არ იციან მათ, როდის იქნებიან აღდგენილნი.
16:21 -
إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ فَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ قُلُوبُهُمْ مُنْكِرَةٌ وَهُمْ مُسْتَكْبِرُونَ
თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია. მაგრამ ჯერ კიდევ, რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, გულები მათი უარმყოფელია და ეგენი არიან ქედმაღალნი.
16:22 -
لَا جَرَمَ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْتَكْبِرِينَ
უსათუოდ, ალლაჰი უწყის, რას მალავენ და რას აცხადებენ ეგენი. უეჭველად, მას არ უყვარს მედიდურნი!
16:23 -
وَإِذَا قِيلَ لَهُمْ مَاذَا أَنْزَلَ رَبُّكُمْ ۙ قَالُوا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ
და როცა ეკითხებიან მათ: „რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?“ პასუხობენ: „ზღაპრებია უწინდელი!“
16:24 -
لِيَحْمِلُوا أَوْزَارَهُمْ كَامِلَةً يَوْمَ الْقِيَامَةِ ۙ وَمِنْ أَوْزَارِ الَّذِينَ يُضِلُّونَهُمْ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَزِرُونَ
რათა იტვირთონ სრულად თავიანთი ტვირთნი აღდგომის დღეს და ტვირთნი მათნი, რომელნიც მათ აცდუნეს უვიცობით, დიახაც, რომ საზარელია რასაც იტვირთავენ ეგენი!
16:25 -
قَدْ مَكَرَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ فَأَتَى اللَّهُ بُنْيَانَهُمْ مِنَ الْقَوَاعِدِ فَخَرَّ عَلَيْهِمُ السَّقْفُ مِنْ فَوْقِهِمْ وَأَتَاهُمُ الْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ
იმზაკვრეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, მაგრამ ალლაჰის სასჯელმა მათი შენობები საძირკველიდან დაანგრია და ჭერი ჩამოექცათ თავზე, და აწია მათ ტანჯვა იქიდან, საიდანაც არ ელოდნენ!
16:26
თარგმანი: რეზო მიქელაძე